ორშაბათიდან ორშაბათამდე!
თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on ორშაბათიდან ორშაბათამდე!
„რეგისტრაციის დაწყებამდე დარჩა 0 დღე : 0 საათი : 0 წუთი : 0 წამი“
23 მაისი, კონკურსი დაიწყო! Web Marketing… ახალი იდეები… ასარჩევად ჩამომწკრივებული სასურველი კომპანიები… ვებ მარკეტინგის ვირტუალური მენეჯერობა და მოსაგები 5000 ლარი!
გაჩნდა ინტერესი, ინტერესს მოყვა უამრავი კითხვა… დაგროვდა ხმები და ხმებთან ერთად ეჭვები – ხომ არ აყალბებს ვინმე?
გაყალბების მერე გამოთიშული რამდენიმე კონკურსანტი და გამძაფრებული სამართლიანი ბრძოლა კონკურენციის პირობებში… კონკურენცია უკვე დიდია… ძალიან დიდი!
30 მაისი, კონკურსი გრძელდება! ორშაბათიდან ორშაბათამდე დარეგისტრირებული 300-მდე კონკურსანტი, მონაწილე კომპანიათა ჩამონათვალიდან შერჩეული ყველა კომპანია და მოლოდინს გადაჭარბებული ინტერესი პროექტის მიმართ… ყველაზე საინტერესო კი წინაა: როგორი იქნება კონკურსანტების მიერ შემოთავაზებული სტრატეგიები, ვინ იქნებიან მეორე ეტაპის საუკეთესო 5-ეულში, რამდენად კარგად გაართმევენ თავს საბოლოო დავალებას და რა მოხდება ბოლოს?
მანამდე კი საინტერესოა, ვინ ლიდერობს? ლიდერობა ჯერ ძალიან პირობითია, გულშემატკივრობით დაგროვილი ხმებისა და სასურველ კომპანიებში არჩევანის გაკეთების მიხედვით.
300-მდე კონკურსანტიდან ხმების მიხედვით ლიდერობენ შემდეგი კონკურსანტები:
1 ნინო მენაბდე, Caucasus University, 780 ხმა
2 გიორგი გვასალია, Basisbank, 671 ხმა
3 ნათია ვაწაძე, Unicard, 508 ხმა
4 ნინო ჯიბღაშვილი,Tbilisi Event Hall, 461 ხმა
5 ნათია ბერიშვილი, Intellect Center 442 ხმა
40-მდე კომპანიათა ჩამონათვალიდან ლობისტობისთვის საჭირო კონკურსანტების რაოდენობით ლიდერობენ შემდეგი კომპანიები:
- Beeline 25 კონკურსანტი
- Unicard 23 კონკურსანტი
- Bowlin Central 21 კონკურსანტი
- Casino Adjara 20 კონკურსანტი
- Radisson 19 კონკურსანტი
რეიტინგები ყოველდღიურად იცვლება, ძალიან მალე კი შესარჩევ ეტაპს მეორე ტური, მოლოდინს კი მღელვარება შეცვლის… ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები?