ფოტოკონკურსი “ჩემი სამუშაო ადგილი”
თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on ფოტოკონკურსი “ჩემი სამუშაო ადგილი”
NCIB ახალ კონკურსს იწყებს!
თითოეული ჩვენგანი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს. ყოველდღიურად გვიწევს ჩვენს სამუშაო მაგიდასთან შეხვედრა და, როგორც წესი, ყველაზე კრეატიული იდეებიც სწორედ აქ იბადება
ზოგჯერ მაგიდა არეულია, თავზე ფურცლები გვაყრია და ყავის ჭიქების რიგი დგას…
ან იქნებ ისეთი მოწესრიგებულები ვართ, რომ უადგილოდ კალამსაც არ დავდებთ მაგიდაზე და მხოლოდ მონიტორი იქცევს ჩვენს ყურადღებას?
როგორ გამოიყურება თქვენი სამუშაო მაგიდა ყოველდღიური მუშაობის პროცესში? გადაუღეთ თქვენს სამუშაო ადგილს ფოტო და 29 აპრილამდე გადმოაგზავნეთ attachment-ის სახით e-mail–ზე: contest@ncib.ge
e-mail-ში მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი, გვარი
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სამუშაო ადგილი
(ამ ინფორმაციის გარეშე ფოტო არ მიიღება!)
კონკურსის ადმინისტრატორი გადაარჩევს ფოტოებს და ატვირთავს მათ ალბომების სახით NCIB-ის ფეისბუქის გვერდზე. საუკეთესო ფოტოები აიტვირთება NCIB-ის ბლოგზე. კონკურსი ავტომატურად დატრიალდება NCIB-ის სოციალური მედიის ბორბალის სხვა გვერდებზეც (twitter, scribd, flickr…)
- დაელოდეთ ფოტოს ატვირთვას NCIB-ის facebook-ის გვერდზე
- დაი-Tag-ეთ თავი საკუთარ ფოტოზე
- დაიმსახურეთ მოწონება და მოაგროვეთ ყველაზე მეტი Like
კონკურსის შედეგად გამოვლინდება და დაჯილდოვდება ორი გამარჯვებული:
- ყველაზე კრეატიული სამუშაო ადგილი, რომელსაც შეარჩევს ჟიური (NCIB-ის მენეჯმენტი)
- Like-ების შედეგად გამარჯვებული
წესები და პირობები:
- გამარჯვების შემთხვევაში უნდა გამოგვიგზავნოთ ფოტოს ორიგინალი ვერსია
- გრაფიკული ნამუშევრები და ფოტო–მონტაჟი არ მიიღება
- ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა
- არათემატური, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური ნამუშევრები გაფრთხილების გარეშე გამოეთიშება კონკურსს
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, გარდა NCIB-ის თანამშრომლებისა
- საკონკურსო ნამუშევრები აიტვირთება ეტაპობრივად; არასამუშაო საათებში გამოგზავნილი ნამუშევრები აიტვირთება მომდევნო სამუშაო დღეს, დასვენების დღეებში გამოგზავნილი ნამუშევრები აიტვირთება მომდევნო სამუშაო დღეს.
- ფოტოები მიიღება email-ზე contest@ncib.ge 2011 წლის 29 აპრილის 14:00-მდე
NCIB იტოვებს მომხმარებლების საკონკურსო ნაშრომების მთლიან ან ნაწილობრივი გამოიყენების უფლებას.