რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!

თარიღი October 28, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | დაამატე კომენტარი

დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, რომლის გონებაშიც მწიფდება საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა. ეს მოგზაურობა ალბათ ურთულესია ყველა დანარჩენს შორის, რომელიც ხშირად კრახით სრულდება, თუმცა ბოლო წუთამდე ბრძოლით მიღწეული შედეგები, ნამდვილად ღირს გათენებულ ღამეებად.

გთავაზობთ იმ აუცილებელ ეტაპებს, რომლის გავლაც უხდება თითოეულ მეწარმეს საკუთარი ბიზნესის წამოწყებისას:

 

იდეების გენერირება და გაფილტვრაყოველი ბიზნესის საფუძველს მარტივი იდეა წარმოადგენს, რომელიც მეწარმეს სხვებისგან მეტი კვალიფიკაციით ან თავისუფალი ნიშის ათვისების პოტენციალით გამოარჩევს. მრავალი იდეიდან საუკეთესოს ამორჩევის შემდეგ, საჭიროა ლიდერი ბრენდების უპირატესობის და ზოგადად, ბაზრის მახასიათებლების გაანალიზება, რაც პროდუქციის ან მომსახურების შედარებით ნაკლები დანახარჯებითა და მცირე ვადებში შესრულების გეგმების ჩამოყალიბებას ამარტივებს.

ბიზნესის წამოწყების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ფრენჩაიზი, რომელიც უკვე არსებული, წარმატებული კომპანიების მეთოდებისა და მოდელის გადმოღებას და დანერგვას გულისხმობს. ამ დროს წარმატების უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორებია სწორად შერჩეული მდებარეობა და გაწერილი ფინანსები.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება და ფინანსების განსაზღვრაიდეის ჩამოყალიბების შემდეგ დგება ბიზნეს გეგმა, რომელიც უმთავრეს კითხვებს სცემს პასუხს: რა მიზანს ემსახურება ბიზნესი? ვინ წარმოადგენს სამიზნე სეგმენტს? რა არის პროგრამა მაქსიმუმი? როგორ დაიფარება ხარჯები? საკმარისია თუ არა არსებული რესურსები და ა.შ. მართალია, ხარჯების დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა საბანკო სესხით სარგებლობაა, თუმცა სტარტაპებისთვის მისი დაფარვა სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს. ამის გათვალისწინებით, უპრიანია, საწყისი კაპიტალის მობილიზება, რომელიც მოგების მიღებამდე ეხმარება მეწარმეს თავის გატანაში.

 

ბიზნესის სამართლებრივი ფორმის განსაზღვრა და ოფიციალურად რეგისტრაციაიმისათვის, რომ ნაკლები საფრთხე დაემუქროს მეწარმის საკუთრებას, საჭიროა, დეტალურად გაანალიზდეს თითოეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები. (დეტალური ინფორმაცია მათი მსგავსება-განსხვავებების და მოთხოვნების შესახებ იხილეთ https://napr.gov.ge/p/352). ბიზნესის ოფიციალურად დარეგისტრირება სრულდება შესაბამის ორგანოებში საწარმოს სახელწოდების, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის და ა.შ. დეტალების დაფიქსირებით. რიგ შემთხვევებში სავალდებულოა საქმიანობის განხორციელების ლიცენზიის მოპოვებაც.

 

კომპანიის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებითთანამედროვე მსოფლიოში თითქმის წარმოუდგენელია საწარმოების ფუნქციონირება უახლესი ტექნოლოგიების გარეშე, თუმცა მათი მრავალფეროვნების მიუხედავად, ბიზნესის წარმატებისთვის უმთავრეს მოთხოვნად კვლავ კომპიუტერი და სმარტფონი რჩება.

 

დაზღვევაშესაფერისი (და არა ყველა შესაძლო) სადაზღვევო პოლისის შეძენა წარმოადგენს შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გაცილებით რთულად მისაღებია კადრების დაქირავების შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დაქვემდებარებულთა ინტერესების გათვალისწინებაც.

 

პარტნიორების და გუნდის შერჩევააღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ დგება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი – მოკავშირეების და კადრების შერჩევა. გარდა იმისა, რომ კომფორტული სამუშაო გარემო მნიშვნელოვნად ზემოქმედებს პროდუქტიულობის დონის ამაღლებაზე, თანამშრომლებზეა დამოკიდებული მომსახურების მაღალი ხარისხიც. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, არანაკლები დრო დაეთმოს კადრების შერჩევას, მათ შორის როლების სათანადოდ გადანაწილებას და უკუკავშირის დამყარებას.

 

რეკლამათანამედროვე მსოფლიოში, მზარდი კონკურენციის ფონზე, სულ უფრო რთულდება პოზიციების შენარჩუნება რეკლამის გარეშე. ასევე ცუდ ტონად აღიქმება სოციალური გვერდების უქონლობა, რადგან პოტენციური მომხმარებლების უდიდესი ნაწილი სწორედ მათი დახმარებით ეცნობა ბაზარზე არსებულ სიახლეებს.

 

ბიზნესის განვითარების გეგმის შემუშავებაწარმოდგენილი ეტაპების გავლა და გაყიდვების პირველი შემთხვევა დიდი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. მოგების მარჟის სათანადო დონეზე შესანარჩუნებლად საჭიროა ბიზნესის დახვეწა-განვითარებაზე მუდმივი ფიქრი. მართალია, ეს ხშირად 24 საათიან ჩართულობას მოითხოვს, თუმცა შედეგიც არ აყოვნებს.

 

1

 

კომენტარები

comments