About us

NCIB (ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.

NCIB ფლობს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზას. ჩვენს წარმატებულ გამოცდილებაზე მეტყველებს ისიც, რომ დავაფუძნეთ “კრედიტინფო საქართველო”, რომლითაც დღეს ყველა წამყვანი საფინანსო ორგანიზაცია სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ დღეს NCIB წარმოადგენს სოლიდური საინვესტიციო კომპანიის – ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” შვილობილს.

მისია: საყოველთაოდ აღიარებული დასავლური სტანდარტების დანერგვით ადგილობრივი ბიზნეს საქმიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.

მიზანი: კომპანიებისა და ორგანიზაციების დახმარება შეამცირონ რისკები, მოიძიონ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები, მოძებნონ, განავითარონ და გრძელვადიანი ურთიერთობები დაამყარონ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან.

ხედვა: კომპანიების ინფორმაციული და საკონსულტაციო მხარდაჭერა ქართული ბიზნესის განვითარებისთვის.

NCIB მოგაწვდით სანდო ინფორმაციას ქართული და საზღვარგარეთის ბაზრების შესახებ. საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში გაწევრიანების შემთხვევაში თქვენი კომპანიის პროფილი ხელმისაწვდომი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის.

NCIB ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს აძლევს შესაძლო რისკების შემცირების საშუალებას.

 

Recently


Categories


Archives


Our Social Media