PRexchange Infographic

Posted on August 29, 2011
Filed Under ინფოგრაფიკები, კომპანიის სიახლეები | Comments Off on PRexchange Infographic

Read more

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართა

Posted on August 24, 2011
Filed Under კომპანიის სიახლეები | Comments Off on საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართა

საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციამ ზაფხულის განმავლობაში უკვე მეორედ გაგვანებივრა ავტო შეჯიბრით. ამჯერად ჩემპიონატმა სტარტი 22 აგვისტოს ბათუმში, იუსტიციის ახალი შენობიდან აიღო.

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართა. NCIB-მ, როგორც წამყვანმა კომპანიამ ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ღონისძიება საინფორმაციო მარდაჭერითაც უზრუნველყო.

შეჯიბრის მე-2 ეტაპში ასპარეზობდნენ როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მძღოლები. მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა ფიგურების სწრაფად გადალახვაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსი იმითაც გამოირჩეოდა, რომ მასში მონაწილეობდნენ არამარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც.

პირველი ადგილის მფლობელი ოთარ თავართქილაძე დასაჩუქრდა 200 ლიტრი საწვავით, მეორე ადგილის მფლობელი მევლუდ მელაძე – 150, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გიორგი აფციაური – 100 ლიტრი საწვავით. გამარჯვებულებს სპონსორი კომპანიებისგან სხვა პრიზებიც გადაეცათ.

საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციამ გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითაც დააჯილდოვა.

Read more

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართება

Posted on August 19, 2011
Filed Under კომპანიის სიახლეები | Comments Off on საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართება

22 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, იუსტიციის სახლთან მდებარე ახალ გზატკეცილზე, საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში. NCIB ჩემპიონატის სპონსორია და როგორც წამყვანი კომპანია ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ღონისძიებას საინფორმაციო მარდაჭერითაც უზრუნველყოფს.

შეჯიბრის მე-2 ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მძღოლები. მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებან სხვადასხვა ფიგურების სწრაფად გადალახვაში. კონკურსი დაახლოებით 16:00-დან 22:00-მდე გაგრძელდება.

კონურსის მომდევნო ეტაპების შედეგების შესაბამისად, საუკეთესო ქულების მქონე მონაწილე გახდება საქართველოს ჩემპიონი. პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება 200 ლიტრი საწვავით, მეორე ადგილის მფლობელი 150, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 100 ლიტრი საწვავით. გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვა პრიზებიც.

Read more

კონკურსი Web Marketing დასრულებულია!

Posted on August 18, 2011
Filed Under კომპანიის სიახლეები | Comments Off on კონკურსი Web Marketing დასრულებულია!

კონკურსანტების 3 თვიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული – მარიამ ტალახაძე. კონკურსი მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში, ჩართული იყო უამრავი კომპანია, მონაწილე და ათასობით გულშემატკივარი ყოველდღიურად.

გამარჯვებულს NCIB-იმ გადასცა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით. ხოლო კონკურსის მხარდამჭერი კომპანიები გამარჯვებული და ფავორიტი ფინალისტები სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვეს.

Read more

Recently


Categories


Archives