ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს

თარიღი July 11, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს

leaderმართალია, მილიონობით სტატია დაწერილა კარგი მენეჯერისთვის აუცილებელ თვისებებზე, თუმცა დღემდე გაცილებით მეტია არასწორად მართვის შემთხვევები. თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ზედამხედველის წინაშე, თუმცა განსხვავებულია დამოკიდებულება დაქვემდებარებულების მიმართ. რთულია იყო ძლიერი ლიდერი, რადგან რამდენიმე მიმართულებითაა საჭირო საკუთარი უტყუარობის დამტკიცება. მცდარია მოსაზრება, რომ ისინი იოლად იღებენ გადაწყვეტილებებს ახალი სამსახურის მარტივად პოვნის იმედით, თუმცა გულწრფელობა, შესაძლოა, დამღუპველიც აღმოჩნდეს. არავის აქვს გარანტირებული ახალი სამსახური ძველის დაკარგვიდან 5 წუთში, ამიტომ დიდი გამბედაობაა საჭირო მენეჯერთა მხრიდან სხვისთვის მხარდაჭერის აღმოჩენისას. ხშირად ისინი თავს არიდებენ საპირისპირო აზრის გამოთქმას ან დაქვემდებარებულებზე დაკისრებული პასუხისმგებლობის გაზიარებას. მსგავსი დამოკიდებულება განასხვავებს სწორედ ძლიერ და სუსტ ლიდერებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორმაგადაა დასაფასებელი გაბედული მენეჯერების საქციელი, რომლებიც არასდროს აიძულებენ დაქვემდებარებულებს შემდეგი პუნქტების შესრულებას:

  1. ტყუილი და დასმენათითქმის ყველა კადრი აღმოჩენილა უხერხულ სიტუაციაში მენეჯერის გამო, რაც უსამართლობაა. ისინი ხომ არ იღებენ დამატებით გასამრჯელოს კლიენტების მოტყუების და თანამშრომლების დასმენის სანაცვლოდ?! კიდევ უფრო დიდი დანაშაულია კოლეგებისთვის სიმართლის დამალვის მოთხოვნა. ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ქცევა, არც ისე იშვიათია სამსახურში. იგი, შესაძლოა, არაპირდაპირი ფორმით იყოს მოთხოვნილი მენეჯმენტის მხრიდან. ტყუილი, ძირითად შემთხვევაში, გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს ადეკვატური განმარტება საკუთარი ნაბიჯების ასახსნელად.
  2. მთელი პასუხისმგებლობის დაქვემდებარებულებზე დაკისრება – ძლიერი მენეჯერები ყოველთვის საქმის კურსში არიან საკუთარ დეპარტამენტში მიმდინარე თითოეულ პროცესთან დაკავშირებით. ისინი ხელს არ აწმენდენ კოლეგებს, რადგან განყოფილებას გემად აღიქვამენ, რომლის კაპიტანსაც წარმოადგენენ და თავადვე აკონტროლებენ მიმდინარე მოვლენებს.
  3. დაგეგმილი შვებულების გადადება კომპენსაციის გარეშე – ბევრ კომპანიაში არ არიან განებივრებული თანამშრომლები, სასურველ დროს ისარგებლონ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შვებულებით. რადგან მათ არ აქვთ კომპანიისთვის კრიზისულ პერიოდში გეგმის ცვლილების უფლება, რატომ უნდა უწევდეთ კუთვნილი დასვენების დღეები დათმობა ხელმძღვანელთა წინდაუხედაობის გამო?! ამ დროს ისინი ანაზღაურებასთან ერთად ბონუსსაც იმსახურებენ.
  4. კომპანიაში არსებული უსარგებლო წესების დაცვა მხოლოდ იმიტომ, რომ მოთხოვნაა – დღემდე არაერთ კომპანიაში მოქმედებს ნაკლებად ეფექტური წესები, თუმცა მხოლოდ სუსტი მენეჯერები მოუწოდებენ დაქვემდებარებულებს მათ უპირობო დაცვას. მენეჯერი კი, რომელსაც სულ მცირე შეწინააღმდეგებაც არ შეუძლია, ნაკლებად იმსახურებს პატივისცემას.
  5. დამსახურებული ქების უარყოფა – მაგ. თანამშრომლის დაწინაურებაზე უარის თქმა არა ცუდად შესრულებული სამუშაოს, არამედ კომპანიის კრიზისული პერიოდის გამართლებით, რომლის ლოგიკური დასასრულია საუკეთესო თანამშრომლების დაკარგვა.
  6. შეუსვენებლად მუშაობა მენტალური და ფიზიკური გადაღლილობის გარეშე – კარგი მენეჯერი საშუალებას აძლევს გუნდის წევრებს შეისვენონ და წელში გაიმართონ. ისინი ყურადღებას არ აქცევენ მნიშვნელოვანი დავალების შესრულების შემდეგ, თანამშრომლების მიერ ძალების მოსაკრებად რამდენიმე წუთით Youtube–ის ვიდეოების ყურებას ან სხვა სახის გართობას. სუსტი მენეჯერებისთვის კი მეორეხარისხოვანია კოლეგების განცდები.
  7. გაჩუმდნენ საკითხებზე, რომელზეც ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ – ღირსეული ლიდერები არასდროს აიძულებენ თანამშრომლებს პირში წყლის ჩაგუბებას და პრობლემებზე ზურგს უკან საუბარს. პირიქით, მოტივაციას უზრდიან, საკუთარი იდეების გასაზიარებლად განსხვავებით სუსტი მენეჯერებისგან, რომლებიც დეპარტამენტში არსებული პრობლემების დაფარვას ცდილობენ.

 

 წყარო

კომენტარები

comments