იმეილ მარკეტინგის უპირატესობები

თარიღი October 21, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | 3 Comments

გაინტერესებთ თუ რატომ ითვლება იმეილ მარკეტინგი ბიზნეს კომუნიკაციის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ ფორმად და როგორ იყენებენ  ამ სარეკლამო ტაქტიკას ბიზნესის წარმატების პროცესის დასაჩქარებლად? გაგაცნობთ რამდენიმე უპირატესობას რატომ უნდა დაუთმოთ მეტი დრო ამ სარეკლამო საშუალებას.

იმეილ მარკეტინგი პირდაპირი მარკეტინგის ერთ–ერთი ფორმაა. ელექტრონული მეილის საშუალებით თქვენ აცნობთ ამჟამინდელ თუ პოტენციურ აუდიტორიას თქვენ პროდუქტს, სერვისს, სიახლეებსა და შეთავაზებებს. თანამედროვე სამყაროში, იმეილ მარკეტინგი მომხმარებლის სწრაფი ინფორმირების, შენარჩუნების და მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა.

იმეილ მარკეტინგის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა მისი მარტივი გამოყენებაა. ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა შესაძლებელია როგორც კომპიუტერით, ასევე მობილური ტელეფონისა და პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით. კვლევების თანახმად, ელექტრონული ფოსტის 58% მობილური ტელეფონის მეშვეობით იხსნება. შესაბამისად, იმეილ მარკეტინგი გაცილებით მოსახერხებელია თანამედროვე, დინამიურ სამყაროშო. იმელ მარკეტინგის გამოყენებისთვის არ არის საჭირო სპეციალური პროგრამის ან დამატებითი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეძენა რაც მინიმალურ ხარჯს გულისხმობს.

ასევე, იმეილ მარკეტინგი ერთ ერთი საუკეთესო საშუალებაა მომხარებლების მოსაზიდად და მათთან ლოიალური ურთიერთობების გასამყარებლად. კვლევების თანახმად, Facebook-თან და tweeter-თან შედარებით  ელ.ფოსტით გაგზავნილი მესიჯი 40–ჯერ უფრო ეფექტურია.

ადრესატების სიები შეიძლება დაყოფილი იყოს სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის ან სხვა მნიშვნელეობის მიხედვით. ამრიგად, სამიზნე აუდიტორიის წინასწარი განსაზღვრა იმეილ მარკეტინგის მეშვეობით მარტივად შესაძლებელია.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმეილ მარკეტინგი ადვილად კონტროლირებადია.  შესაძლებელია გაგება თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო თქვენგან გაგზავნილი შეტყობინება, რამდენმა გახსნა, გადავიდა ბმულზე ან უარი განაცხადა იმეილის მიღებაზე. რაც იძლევა საშუალებას ადვილად განსაზღვროთ მომხარებლის სურვილები.

Hand pressing an email icon on blurred cityscape background

თანამედროვე სამყაროში იმეილ მარკეტინგის ადვილი მოხმარება ადამიანს უფრო მობილურს და დამოუკიდებელს ხდის. იმისთვის, რომ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა უსწრაფეს დროში მინიმალური ხარჯებით, მოიზიდოთ და შეინარჩუნოთ მომხმარებელი, დროა ჩართოთ იმეილ მარკეტინგი თქვენს სარეკლამო სტრატეგიაში.

 

კომენტარები

comments