პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
თარიღი July 18, 2016
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
სახლიდან მუშაობა და საკუთარი დროის სურვილისამებრ განკარგვა… კარგად ჟღერს, ხომ? განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით, ონლაინ კარიერის აწყობა გაცილებით გამარტივდა და „სტარტაპისთვის“ საჭირო სერიოზულ კაპიტალსაც ნაკლებად მოითხოვს. მონდომების, მიზანდასახულობის და შესაბამისი უნარების დახმარებით, შემდეგი პროფესიები კარიერის მომენტალურად, დამატებითი ძალისხმევის გარეშე დაწყების შესაძლებლობას იძლევა.
- ვირტუალური ასისტენტი – იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე კომპანიების მზარდი ნაწილი ოპერირებს ბაზარზე ფიზიკური ლოკაციის გარეშე, სულ უფრო მარტივია ვირტუალური ასისტენტების დასაქმება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის დახმარებით მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის, შეხვედრების ორგანიზებისა და სოციალური ქსელების მონიტორინგისთვის. თავდაპირველად, შესაძლებელია, აქცენტის გაკეთება პატარა მოცულობის დავალებებზე, კონკრეტული მიმართულებით დახელოვნების შემდეგ კი კლიენტთა რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვის დაწყებაც, რაც ავტომატურად შემოსავლების გაზრდის პოტენციალის მატებას გულისხმობს.
- ბიზნეს ტრენერი – კონკრეტული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება მთელი მსოფლიოს ბიზნეს საზოგადოებამდე (და არამარტო) მისასვლელ გზას წარმოადგენს. ინტერნეტის დახმარებით შესაძლებელია ხმის მიწვდენა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანამდე, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად.
- მარკეტერი და სოციალური მედიის მენეჯერი – დღეს თითქმის ყველა წარმატებული ბიზნესი სათანადო ყურადღებას უთმობს სოციალურ ქსელში აქტიურობას და ადამიანებს, წერის გამორჩეული უნარებით, რადგან მოწადინების მიუხედავად, მხოლოდ ერთეულებს შესწევთ მოზიდული აუდიტორიის შემოსავლად ქცევის უნარი. მეორე მხრივ, ეს საქმიანობა მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარებას მოითხოვს ყველაზე ეფექტური საკომუნიკაციო არხების გამოსავლენად, თუმცა პროფესიონალი მარკეტერი არასდროს დაიშურებს რესურსებს შედეგის მაქსიმალური ეფექტიანობისთვის.
- გრაფიკული დიზაინერი/ვებ დეველოპერი – ერთ–ერთი ყველაზე მოსახერხებელი და გავრცელებული პროფესიებია ვირტუალური ურთიერთობისთვის, რომლისთვისაც ბიზნეს საზოგადოების უდიდესი არმია არ იშურებს ფინანსურ რესურსებს, რაც საშუალებას აძლევს პროფესიონალებს, თავად აკონტროლონ სამუშაო საათები, სასურველი პროექტები, ფასი და ა.შ.