NCIB-ის კონკურსში Web Marketing ”ხალხის რჩეულს” მხარდამჭერი კომპანია freeshop.ge სპეციალურ პრიზს – Apple Mackbook-ს გადასცემს!
თარიღი July 5, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on NCIB-ის კონკურსში Web Marketing ”ხალხის რჩეულს” მხარდამჭერი კომპანია freeshop.ge სპეციალურ პრიზს – Apple Mackbook-ს გადასცემს!
ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური ვებ კონკურსი აქტიურ ფაზაში შევიდა. ხმის მიცემით გამოვლენილ ხალხის რჩეულს ონლაინ მაღაზია freeshop.ge სპეციალურ პრიზს – Apple Mackbook-ს გადასცემს.
ხმის მიცემა წარიმართება როგორც საკონკურსო გვერდზე www.contest.ncib.ge, ასევე ფეისბუქის გვერდისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით www.facebook.com/ncib.ge
კონკურსის საბოლოო გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით და უამრავი სხვა პრიზი!
მეორე ეტაპზე გადასული ფინალისტები თავდაუზოგავად იბრძვიან პირველობისთვის და წარმატებით ახორციელებენ ლობისტი კომპანიების პიარს ვებ სივრცეში.
მარიამ ტალახაძე – www.mariam.ncib.ge
ნინო კალანდია – www.nino.ncib.ge
გიორგი გვასალია – www.giorgi.ncib.ge
ალექსანდრე ხასია – www.aleksandre.ncib.ge
კონკურსის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდება მათი საკონკურსო ვებ-გვერდების რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი დაითვლება სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით რომელიც ავტომატურ რეჟიმში დაითვლის კონკურსანტების საკონკურსო ქულებს.
საკონკურსო ქულა, ეს არის სიდიდე, რომელიც იანგარიშება სპეციალური ფორმულით:
CP=((AUV*0.3)+(PGV*0.7))/(AUV+PGV))*UV
CP-საკონკურსო ქულა (Contest Point)
AUV-უნიკალური ვიზიტორები (Absolute Unique Visitors)
PGV-გვერდების ნახვა (Pageviews)
UV-უნიკალური გვერდების ნახვა (Unique Views)
კონკურსი დასრულდება ივლისის ბოლოს. დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდება “ბოულინგ ცენტრალში”, სადაც გაიმართება მინი ტურნირი ბოულინგში გამარჯვებულ კონკურსანტებსა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის.
კონკურსის გენერალური მედია პარტნიორია FINANCIAL.
კონკურსის სპონსორები არიან: G-Mart, Bowling Central, B-Credit, Radio Commersant.