NCIB -ის პროდუქტები

თარიღი July 1, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on NCIB -ის პროდუქტები

NCIB არის სრულყოფილი ყოველდღიურად განახლებადი მონაცემთა ბაზის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც უწევს კომპანიებს ინფორმაციულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას.

პროდუქტები:

1. კომპანიის პროფილი

აღნიშნული პროდუქტი მოიცავს დეტალურ, ბიზნეს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, როგორიცაა:

• საკონტაქტო ინფორმაცია
• საქმიანობის მოკლე მიმოხილვა
• მენეჯმენტი
• ორგანიზაციული სტრუქტურა
• ფინანსური მონაცემები
• კომპანიის რეიტინგი
• საბანკო ანგარიშები
• სასამართლო ისტორია
• გადახდის ისტორია
• ფილიალები

კომპანიის პროფილის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ

• მიიღოთ უფრო მეტი, დეტალური, სანდო ინფორმაცია მსოფლიოში არსებულ ნებისმიერ კომპანიაზე.
• დაამყაროთ ახალი პარტნიორული ურთიერთობები
• ჩამოაყალიბოთ კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული სამომავლო სტრატეგიული გეგმა თუ შეთავაზება
• შეამციროთ რისკები

კომპანიის პროფილი ხელმისაწვდომია საქართველოში დარეგისტრირებულ და მოქმედ ყველა კომპანიაზე და ასევე მსოფლიოს 200 ქვეყნის 150 მილიონი კომპანიის შესახებ.

2. მარკეტინგუკლი სიები

სიები, რომლებიც მოიცავს ყოველდღიურად განახლებად ბიზნეს ინფორმაციას როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიო მასშტაბით არსებულ კომპანიებზე, დარგის, საქმიანობის, საწარმოს ზომის, ბრუნვის, ადგილმდებარეობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით,.

მარკეტინგული სიის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

• მოიძიოთ და შეარჩიოთ ახალი ბიზნეს პარტნიორები
• გაზარდოთ მომხმარბლებთა რაოდენობა
• მოძიოთ ახალი მომწოდებლები
• აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები
• შეამციროთ ხარჯები
• გაზარდოთ თქვენი ბიზნესის ეფექტურობა

მარკეტინგულ სიებს გთავაზობთ სამი სახით: მცირე, საშუალო და გავრცობილი ფორმატით. ფორმატებს შორის სხვაობა გამომდინარეობს გასაცემი ინფორმაციის მოცულობიდან – კრიტერიუმების რაოდენობიდან.

3. მცირემასშტაბიანი კვლევები და გამოკითხვები

NCIB გთავაზობთ მცირე მასშტაბიანი კვლევების და გამოკითხვების ჩატარებას:

• ბაზრის მოცულობის კვლევა
• ბაზრის განვითარების დინამიკის და სპეციფიკის დადგენა
• ბაზრის მონაწილეების კვლევა და შეფასება
• მომხმარებელთა მოთხოვნების განსაზღვრა
• მომხმარებლების კმაყოფილების დონის დადგენა
• ბრენდის ცნობადობის კვლევა
• ფარული მომხმარებლის კვლევა

კვლვების და გამოკითხვების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

• განსაზღვროთ მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე
• გაიგოთ თქვენი კონკურენტების შესაძლებლობები
• გააკეთოთ აქცენტი სწორ სეგმენტზე
• დაიზღვიოთ თავი ფისკალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების მოულოდნელი ზემოქმედებისგან
• შეამოწმოთ თქვენი პერსონალის მომსახურების ხარისხი
• გაიგოთ რას ფიქრობს მომხმარებელი თქვენზე

NCIB კონსალტინგი მოგაწვდით ინფორმაციას, რომლის მეშვეობით შეძლებთ შეაფასოთ რამდენად სწორად არის მიმართული თქვენი კომპანიის მარკეტინგული საქმიანობა.

4. შეთავაზების ორგანიზება

NCIB გთავაზობთ ბიზნესის განვითარების გუნდის მომსახურებას თქვენი კომპანიის, ბრენდის, მომსახურების ან პროდუქტის გაცნობის და რეალიზაციის მიზნით:

• სწორი გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება
• შეთავაზების ოპტიმალური ფორმის იდენტიფიცირება
• შეთავაზების ეფექტურად ორგანიზება და წარმართვა
• შეთავაზების ორგანიზება ხდება

-მეილების დაგზავნით
-სატელეფონო ზარით
-უშუალო ვიზიტით

NCIB დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებების ორგანიზებაში.

შეთავაზების ორგანიზების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

• შეხვიდეთ ახალ ბაზარზე
• გაზარდოთ მომხმარებლების რაოდენობა
• გაზარდოთ მოთხოვნა პროოდუქციაზე
• გაყიდოთ თქვენი პროდუქცია და მომსახურება საუკეთესო პირობებით

5. დებიტორული დავალიანების მართვა

NCIB დაგეხმარებათ მართოთ თქვენი დებიტორული დავალიანება, ამავდროულად დაზოგოთ დრო და ხარჯები და შეინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა დებიტორებთან.

ეს მომსახურება ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, ვისი დებიტორული დავალიანებაც მართებთ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კომპანიებს.
დებიტორული დავალიანების მართვის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ NCIB-ის საერთაშორისო პარტნიორების ქსელი ჩართოთ თქვენი ინტერესების დაცვაში.

კომენტარები

comments