რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!

თარიღი August 30, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ სტუდენტური სესხის აღებამდე?!

სტუდენტები უამრავ დროსა და რესურსებს ხარჯავენ არასრული განაკვეთით მუშაობისას, მასალების კვლევისას, პაემანზე სიარულისას, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებისას და ა. შ. თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ GPA–ის მაჩვენებელს, ვიდრე დახარჯული თანხის მოცულობას, რომელსაც საკმაოდ სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია საკრედიტო ისტორიაზე. მისი  შედგენა იმ წუთიდან იწყება, როგორც კი კრედიტზე მოთხოვნა გაჩნდება. ყოველი შემდეგი სესხის გაცემამდე კი სწორედ ამ ინფორმაციას იყენებენ. კრედიტ–ქულის დათვლის კრიტერიუმები თავად შემფასებელ სააგენტოზეა დამოკიდებული და ის 0-1000 შუალედში მერყეობს. ყოველი დარღვევის შესახებ ინფორმაცია კი 6 წლის განმავლობაში ინახება საკრედიტო ისტორიაში.  დაბალი კრედიტ–ქულა ნიშნავს მაღალ გადასახადებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაგ. ავტო ან იპოთეკური სესხის აღებისას.

2010 წლის შემდეგ საკრედიტო ბარათის მფლობელი კომპანიები სტუდენტების მოსაზიდად დამატებით  შეთავაზებებს აღარ აკეთებენ, რადგან ამის საჭიროება აღარ არსებობს. სტუდენტი 21 წელზე ახალგაზრდაც რომ იყოს, მაინც აქვს კრედიტის აღების საშუალება იმ  შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის შემოსავალი  გააჩნია, ან მის მშობლებს შეუძლიათ ვალის დაფარვა.

მათმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ საკრედიტო ქულაზე მოქმედებს მხოლოდ ბარათის დამზადების მოთხოვნაც კი. მართალია იგი ბევრად განსხვავდება ვალის არდაფარვის კოეფიციენტისაგან, თუმცა მაინც ახდენს გავლენას ისტორიის შედგენისას. კრედიტ–ქულა გამოითვლება კრედიტის უტილიზაციის პროცესითა და თანხის მოცულობის მიხედვით.  ის მით უფრო დაბალია, რაც უფრო ნაკლებად გამოიყენებთ საკრედიტო ხაზს.  ჩვეულებრივ, დამქირავებლებს აინტერესებთ აღებული კრედიტის რა ნაწილს იყენებთ. ექსპერტები გვირჩევენ, ნორმალური საკრედიტო ისტორიისათვის მხოლოდ 25%, მაღალი ქულებისათვის კი 10% გამოვიყენოთ. არასასურველი ქულა შეიძლება აღმოაჩნდეთ იმ სტუდენტებსაც, რომლებიც საერთოდ არ მიმართავენ კრედიტორებს. ამის გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზია  კომუნალური დავალიანებების გადაუხდელობა. ამ მაჩვენებელს 50%–ით შეუძლია კრედიტ–ქულაზე გავლენის მოხდენა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით:

 

სტუდენტური ვალის აღებისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  1. ყოველთვის გქონდეთ ინფორმაცია საკუთარი საკრედიტო ისტორიის შესახებ – ყოველი სესხის აღებამდე გაარკვიეთ ვინ არიან კრედიტორები, როგორია თქვენი ბალანსი და გადახდის სტატუსი.
  2. გაარკვიეთ საშეღავათო პერიოდი –ეს არის პერიოდი, თუ რამდენ ხანში შეიძლება პირველი შენატანის გაკეთება. ჩვეულებრივ, იგი განსხვავებულია და 6–9 თვემდე მერყეობს.
  3. მუდმივად ეკონტაქტეთ კრედიტორს – ნებისმიერ დროს, როდესაც შეიცვლით ტელეფონს ან მეილის მისამართს, მაშინვე აცნობეთ მსესხებელს. ყურადღებით გაეცანით სესხთან დაკავშირებულ ყველა წერილის თითოეულ აბზაცსაც. მოთმინებით ესაუბრეთ კრედიტორებს მაშინაც კი, როდესაც არ გაქვთ შესაბამისი განწყობა.
  4. სწორად შეარჩიეთ კრედიტის დაფარვის ვარიანტი – კრედიტის დაფარვის ვადა სტანდარტულად 10 წელზე ნაწილდება. მართალია ამ დროს პერიოდული შენატანების მოცულობა ნაკლებია, თუმცა საბოლოოდ ბევრად მეტი თანხის გადახდაა საჭირო. თუკი ამ პერიოდშიც ვერ ახრხებთ ვალის გასტუმრებას, კვლავ არსებობს სასურველი ვარიანტის შერჩევის საშუალება.
  5. განგაშს ნუ ატეხთ მაშინაც კი, თუ უმუშევრობის, ჯანმრთელობის გაუარესების ან სხვა გაუთვალისწინებელი ფინანსური გამოწვევების გამო ვალის დაფარვასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნათ. არსებობს ლეგიტიმური გზები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ კრედიტის დაფარვის პირობებში ცვლილების შეტანა. ვადის გახანგრძლივების უმთავრესი ნაკლი არის ის, რომ მნიშვნელოვნად იმატებს საპროცენტო განაკვეთი. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ კრედიტორს მხოლოდ პროცენტის დაფარვაზე მაინც შეუთანხმდეთ.
  6. მოერიდეთ დამატებით პრობლემებს – სტუდენტურ სესხთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს. ისინი არღვევს კრედიტ–ქულას და დიდი ალბათობაა კრედიტთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს შეუქმნას პრობლემა. დაელაპარაკეთ კრედიტორს თუკი გაკოტრების საშიშროებას იგრძნობთ.
  7. ეცადეთ შეამციროთ კრედიტის მოცულობა – სესხის დაფარვისას თავდაპირველად იხდით პროცენტს, შემდეგ კი თვითონ სესხის ნაწილს. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, თუკი იმაზე მეტის დაფარვის შესაძლებლობა მოგეცემათ, ვიდრე შეთანხმებაშია მითითებული, რადგან ამ დროს შეამცირებთ  კრედიტის მოცულობას.
  8. პირველ რიგში დაფარეთ ყველაზე ძვირი სესხი – თუკი ერთზე მეტი სესხი გაქვთ აღებული და არ იცით რომელი მათგანი დაფაროთ პირველ რიგში, დაიწყეთ ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტიდან. თუ არჩევანის გაკეთება გიწევთ სახელმწიფო და კერძო დავალიანებების დაფარვას შორის, უპირატესობა კერძო სესხებს მიანიჭეთ, რადგან მათი საპროცენტო განაკვეთიც უფრო მაღალია და დაფარვის გრაფიკიც შედარებით ნაკლებად მოქნილია.
  9. გააერთიანოთ თუ არა კრედიტები? – კონსოლიდირებული კრედიტის დაფარვისას შენატანები გადაიხდება ყოველთვიურად და ფიქსირდება ერთი და იგივე საპროცენტო განაკვეთი ყოველი მათგანისათვის. ამ ნაბიჯის გადადგმამდე ყურადღებით გაეცანით არსებულ მოთხოვნებს და ხელშეკრულების პირობებს.
  10. სესხის პატიება – სახელმწიფო სესხისათვის არსებობს პირობები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სესხის დაფარვის ნაწილობრივი ან სრული პატიება. ეს დამოკიდებულია  კონკრეტულ სახელმწიფო სექტორში მუშაობასა და თავად დასაქმებულის პროფესიაზე.  ეს მომსახურება შედარებით ახალია და იმ შემთხვევაში ეპატიება სტუდენტს სესხი, თუ სახელმწიფო სექტორში ან არასამთავრებო ორგანიზაციაში მუშაობის 10–წლიანი სტაჟი ექნება.

კომენტარები

comments