საუკეთესო ლიდერების ეფექტური კომუნიკაციის 9 საიდუმლო

თარიღი August 7, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on საუკეთესო ლიდერების ეფექტური კომუნიკაციის 9 საიდუმლო

კარგი კომუნიკაციის უნარის გარეშე წარმოუდგენელია წარმატებული ლიდერების საქმიანობა. მათი ყოველი გამოსვლა ემოციურ დონეზე უკავშირდება თითოეულ ადამიანს და იმაზე მეტის გაკეთებისკენ უბიძგებს, ვიდრე წარმოედგინათ. გთავაზობთ მათ მიერ გამოყენებულ 10 საიდუმლოს, რომელიც ხელს უწყობს მსმენელში მესიჯის ადეკვატურად აღქმას. გამოიყენეთ თქვენც და დააკვირდით საზოგადოების რეაქციას.

  1. ეცნობიან აუდიტორიას – საუკეთესო კომუნიკატორი თავის წარმოჩენისა და საზოგადოებისთვის საკუთარი აზრის მოხვევის ნაცვლად ცდილობს მათი საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამის ინფორმაციაზე აქცენტის გაკეთებას. თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს გამუდმებით იმის თქმას, რისი მოსმენაც სურთ. პირიქით, ხშირად საკმაოდ კრიტიკულ დამოკიდებულებასაც ავლენენ.
  2. სხეულის ენის ექსპერტები – წარმატებული ლიდერები კარგად აანალიზებენ საზოგადოების რეაქციას მათ მესიჯებზე. მაგ. სახის გამომეტყველება ან სხეულის სხვა სიგნალები, რადგან იციან, ეს ბევრი ადამიანის მიერ გაცემული ერთადერთი შეფასება შეიძლება აღმოჩნდეს. ამ გამოცდილებას კი მესიჯის მოდიფიკაციისა და მისთვის საჭირო ფორმის მისაღებად იყენებენ.
  3. გულწრფელობა – გონიერმა ლიდერებმა იციან ეფექტური კომუნიკაციისთვის ნამდვილი ემოციების ფასი. ისინი თავადაც ნაკლებად ურთიერთობენ ორპირ ადამიანებთან, რადგან ნაწილობრივი სიმართლე უნდობლობას და საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს, სიმართლე კი, კარგია ეს თუ ცუდი, ნდობას აღძრავს.
  4. უშუალობა – წარმატებული ლიდერები არ ცდილობენ საკუთარი სახის შენიღბვას შარვალ–კოსტუმით. მაგ. ცუკერბერგმა Facebook-ი ინვესტორებს ჯინსებსა და სვიტრში გააცნო. დიდმა ადამიანებმა იციან, რაც უფრო ნამდვილები იქნებიან, საზოგადოება მით მეტად კონცერტრირდება მათ მესიჯებზე.
  5. საუბრობენ  თავდაჯერებულად – ლიდერები არ ცდილობენ აგრესიის, ორაზროვანი და მერყევი პოზიციების უკან ამოფარებას და საზოგადოების ძვირფასი დროის გაფლანგვას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული ასოციაციების წარმოშობაზე. ისინი პირდაპირ საუბრობენ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.
  6. ჯგუფებს აღიქვამენ ინდივიდებად – წარმატებულ ადამიანებს იშვიათად აქვთ ინდივიდუალურად გასაუბრების ფუფუნება. თუმცა მიუხედავად იმისა, საკონფერენციო მაგიდას უსხედან თუ გადავსებული აუდიტორიის წინაშე გამოდიან სიტყვით, ცდილობენ, გამოსვლა თითოეული ადამიანისკენ იყოს მიმართული.
  7. ისმენენ გულდასმით – ლიდერებმა იციან, რომ მასიდან წამოსული უკუკავშირი გაცილებით დიდი ღირებულების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თავად მათი გამოსვლა. ხშირად ადამიანები ნაკლებად უსმენენ სხვების საუბარს და ამ დროის განმავლობაში საკუთარ სიტყვას აწყობენ. ნამდვილი ლიდერები კი აქტიური მსმენელები არიან და მთლიანად შინაარსზე კონცენტრირდებიან.
  8. აღიარებენ დანაშაულს – როდესაც ლიდერები შეცდომებს უშვებენ, ამაზე ჯანსაღად რეაგირებენ. იყენებენ ფრაზებს „ჩემი ბრალია“, „შევცდი“, „ვწუხვარ“ და არ ელოდებიან სხვებს გამოსავლის საპოვნელად. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას მაშინაც კი, როდესაც მარტივად შეიძლებოდა თავის დაძვრენა, თუმცა ამას ყოველგვარი დრამისა და გართულებების გარეშე აკეთებენ.
  9. ამოწმებენ  უკუკავშირს – ისინი აუცილებლად ამოწმებენ, რამდენად სწორად აღიქვა საზოგადოებამ მესიჯი. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში კი არა აუდიტორიას, არამედ საკუთარ თავს ადანაშაულებენ და ახალ გეგმას აყალიბებენ.

კომენტარები

comments