ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი – დაჯილდოება

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი – დაჯილდოება

ჩვენს ვებ–გვერდზე www.ncib.ge ჩატარებული გამოკითხვა დასრულდა. ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი გამოვლინდა – ქეთი მელუა მთელი გამოკითხვის მსვლელობის დროს აშკარა ფავორიტი იყო და პირველ ადგილს მუდმივად ინარჩუნებდა. მეორე ადგილი ქალბატონმა ნანი ბრეგვაძემ, მესამე კი ნონა გაფრინდაშვილმა დაიკავა. ია კიწმარიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, მაკა ასათიანი, მაია რჩეულიშვილი… იყვნენ სხვა კანდიდატებიც.

36 კანდიდატს შორის მარათონი 1 კვირას გრძელდებოდა და გამარჯვებული 8 მარტს გამოვლინდა.

 

 

გამოკითხვის სპონსორმა ყვავილების ონლაინ მაღაზია FLOWERS.GE -მ პრიზი პირველი სამი ადგილისთვის დააწესა.

ქალბატონ ნონას სახლში ვეწვიეთ. ძალიან წვიმდა… ვშიშობდით,  ყვავილები არ გაგვფუჭებოდა :( გადავრჩით! ყვავილებს წვიმამ ვერაფერი დააკლო და ქალბატონმა ნონამაც სიხარულით მიგვიღო საკუთარ სახლში… მერე რა, რომ ჩვენმა სტუმრობამ მას პატარა მოპაექრესთან  ჭადრაკის თამაში გააწყვეტინა :)

 

არანაკლებ სასიამოვნო აღმოჩნდა შემდეგი ვიზიტი – სახლში, ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან.  ქალბატონი ნანი  ძალიან გაახარა NCIB-ს სტუმრობამ და გამოგვიტყდა, რომ ცოტა გააოცა გამოკითხვაში გამარჯვებამ. თუმცა, რა გასაკვირია, რომ ქალბატონი ნანი მუდამ ყველასათვის პატივსაცემ ქალბატონად დარჩება. ის დიდხანს გვესაუბრებოდა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე…

დადგა დრო, პირველი ადგილის მფლობელი, ყველაზე წარმატებული ქართველი ქალი – ქეთი მელუა დაგვეჯილდოებინა. გამოკითხვის დაწყებიდან ბოლომდე, ის პირველ ადგილს ინარჩუნებდა.  გამარჯვებულის საქართველოში არ ყოფნის გამო, ჩვენ მის ოჯახს ვეწვიეთ და პრიზი მის ბებიას, ქალბატონ თამარ ჯორბენაძეს გადავეცით. მელუებთან დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღეს, ქეთის ბიცოლამ ყავა მოგვიდუღა, ბიძამ ქეთისთან დარეკა, მაგრამ ქეთი, სამწუხაროდ, სტუდიაში იყო დაკავებული, ამიტომ დაგვპირდა, აუცილებლად გადავცემთ ამ სასიამოვნო ამბავს, სურათს გადავუღებთ ყვავილებს და აუცილებლად გავუგზავნითო :)

ბაბუა ბევრს ხუმრობდა, ქეთის წარმატების ამბებს გვიყვებოდა… ბებომ ქეთის წარმატებების ამსახველი ფოტოები დაგვიწყო მაგიდაზე – ქეთი ბრაიან ადამსთან, ქეთი უილ სმიტთან, ქეთი დედოფალთან…

 

ჩვენ  შევეცდებით, ხშირად შემოგთავაზოთ სასიამოვნო სიახლეები და პროექტები :) გახსოვდეთ, რომ NCIB თქვენი წარმატების გასაღებია !

 

კომენტარები

comments