ყველა წარმატების საიდუმლო ერთად !!!

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ყველა წარმატების საიდუმლო ერთად !!!

პერიოდულად NCIB წარმატების საიდუმლოს გიმხელდათ. ცნობილი და წარმატებული ადამიანების გამონათქვამები და რჩევები დაგეხმარებათ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ – გნებავთ პირად ცხოვრებაში, გნებავთ – თქვენს საქმიანობაში

წარმატებისკენ მიმავალი გზა შეიძლება ეკლიანიც აღმოჩნდეს, მაგრამ აქ თავმოყრილი გამონათქვამები გაგამხნევებენ და ძალას შეგძენენ, შეგაძლებინებენ თამამად დაძლიოთ ყველა წინაღობა და იმისგანაც დაგიცავთ, რომ მარცხმა გული არ გაგიტეხოთ.

გაეცანით რამდენიმე მათგანს :)

“გულისგულში უნდა გჯეროდეს, რომ სწორედ შენ მიაღწევ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა მარცხი განიცადეს” – სერ ართურ კონან დოილი (1859–1930)

“თუ შეგიძლია წაქცეულმა ძალა იპოვო და, ტკივილის მიუხედავად, ისევ წამოდგე – მარცხიც დაივიწყო და დამარცხებულიც – მაშინ , მე მგონი წარმატების კარგი შანსი გაქვს”. – მარჯერი ჰერსტი (1913– 1989),

წიგნიდან “არავითარი ბროლის ქოში”

“ხანდახან გიწევს რამდენიმეჯერ მოიგო ერთი და იგივე ომი საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად” – მარგარეტ ტეტჩერი.

 

“ბევრი დიადი პიროვნების ცხოვრებას ვიცნობ, და მათ შორის ერთი საერთო აღმოვაჩინე: ისინი არა საქმეს არ თაკილობდნენ, ხოლო როცა რაიმეს ხელს მოჰკიდებდნენ, თავს არ ზოგავდნენ, მიზნის მისაღწევად მთლიანად იხარჯებოდნენ”. – ჰარი ს. ტრუმენი (1884–1974)
“ჩემი წარმატებების საიდუმლოს თუ იკითხვათ, აი, ესაა: არასოდეს დაყაბულდეთ უარს, როცა საქმისთვის უპირობო თანხმობის მიღება გჭირდებათ”. – ჯუნ ჯექსონ ქრისმასი.

“ოქროს, ზურმუხტისა თუ ალმასის მოსაპოვებლად ჯერ ზღვა ტალახი უნდა ჩიჩქნო”. – პემ ბრაუნი (დაიბ. 1928)

“წარმატება მაშინ მოდის, თუ საქმეს გულს უდებ, და უცებ ხვდები – ესეც არაა საკმარისი, მეტი გარჯა და გამოკვეთილი მიზნის განცდა გჭირდება”. – მარგარეტ ტეტჩერი (დაიბ. 1925)

“წარმატებისთვის როგორც არ უნდა გადადო თავი, თუ მარცხის შიში დაგეუფლა, ყოველგვარი მცდელობა ამაოა: ის გზნებას გიქრობს, ხელ-ფეხს გიბორკავს და წარმატებასაც ხელიდან გაცლის”. – შარლ ბოდუენი.

“ზოგჯერ მითქვამს – წარმატება უბრალო შემთხვევითობაა-მეთქი, მაგრამ არ ვყოფილვარ მართალი: თავად შემთხვევითობაც უნდა მოამწიფო. როცა რაღაცის გაკეთებას გადაწყვეტ, შედეგმა არ უნდა დაგაეჭვოს. კი არ უნდა ელოდო, როდის დარეკავს ტელეფონი, იქით უნდა აიკლო ხალხი რეკვით”. – ლიუ გრეიდი (1906–1998)

“ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელი გული, გონება, ცოდნა და გამოცდილება ჩააქსოვე – წარმატების საიდუმლოც სხვა არაფერია”. – სვამი შივანადა (1887–1963)

“მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს წარმატება ადამიანებს რყვნის – ამპარტავან, თვითკმაყოფილ ეგოისტებად აქცევს; პირიქით – უმრავლეს შემთხვევაში, წარმატებული ადამიანი თავმდაბალი, მიმტევებელი და კეთილი ბუნებისა ხდება” – უ. სომერსეტ მოემი (1874–1965)

“ცხოვრებას უნდა ებრძოლო, რათა აქეთ აქციო თანამებრძოლად – წარმატებისა თუ მარცხის მიუხედავად, ოფლის ღვრას არ უნდა მოერიდო”. – ფეიშენს სთრონგი, წიგნიდან “ჯიბის ლექსები”.

“თავის შესაძლებლობებში დაეჭვებული პიროვნება იმ კაცსა ჰგავს, ვინც მოწინააღმდეგის მხარეზე გადადის და მისივე იარაღით ებრძვის საკუთარ თავს, უკვე იმდენად სჯერა დამარცხების გარდაუვალობა, სხვა ვერც ვერავინ გადაარწმუნებს”. – ალექსანდრე დიუმა (1824–1895)

“დროდადრო გზნება ყველას დაგვრევს ხოლმე ხელს – ზოგს ნახევარი საათით, სხვას – მთელ თვეს გაჰყვება… წარმატებას კი ცხოვრებაში ის ერთეულები აღწევენ, ვისაც გზნება წლობით არ უნელდებათ”. – ედვარდ ბ. ბატლერი.
“რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა ბრწყინვალე აზრები მოსდის თავში – მთავარია, არ დაიზარო და ისინი საქმედ აქციო”. – ქ-ნი სტივ შირლი.
“ყველაფრის მიუხედავად, სიმტკიცის შენარჩუნების ძალა და ბოლომდე გაძლება გამარჯვებულის თვისებაა”. – უინ დეივისი.
“წარმატება ვიღაცის წესებისა თუ რჩევების ბრმა და უსიტყვო მიდევნით არ მიიღწევა; მასთან ფართო და მოკირწყლული გზა ვერ მიგიყვანს. წესმა და რჩევამ იქნებ დიდადაც გარგოს, მაგრამ თავად საქმე თვითონვე უნდა აღასრულო, შენივე ხელით უნდა გამოჭედო საკუთარი ბედ-იღბალი”. – უილიამ უ. ატკინსონი.
“რა მნიშვნელობა აქვს, რამდენ საათს მუშაობ დღეში – თუ მუდმივად წარმატებაზე ხარ მომართული, მიაღწევ კიდეც”! – ვირჯინია ლოპალკო.
“ათიანში რომ გაარტყა, ცოტა მაღლა დაუმიზნე”! – უცნობი ავტორი.
“წარმატება ერთჯერადი აალების შედეგად არ მოდის – საკუთარ თავს მუდმივად ცეცხლი უნდა შეუნთო ხოლმე. – რეგი ლიჩი.
“მუდამ გვახსოვდეს – თუ წარმატების მიღწევა განვიზრახეთ, სხვა ყოველი უმნიშვნელოა”. – აბრაამ ლინკოლნი (1809–1865)

“ყველა გამარჯვებულს ნაიარევი ზედ ეტყობა”. – ჰერბერტ ნ. კასონი

იყო შემართებაც…


კომენტარებიც…


და საკუთარი გამონათქვამებიც… :)


იცოდეთ, რომ მხნეობა, მიზანდასახულობა და მუყაითი გარჯა აუცილებელად დაგიფასდებათ! და გახსოვდეთ, რომ NCIB თქვენი წარმატების გასაღებია ;)

Your wins are our wins because we share your arguments and we care about the success of your ideas!

www.ncib.ge

www.facebook.com/ncib.ge

კომენტარები

comments