ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა
Posted on September 26, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა
გყავთ კომპანიაში ერთი ან რამდენიმე ისეთი ღირებულების მატარებელი თანამშრომელი, რომელთა დაკარგვასაც სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია? ექსპერტების აზრით, მადლიერების გამოსახატავად საკმაოდ გონივრული ნაბიჯია მათი თანამფლობელებად დაწინაურება, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში. ამის გაკეთება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: მაგ. აქციების პირდაპირ შეძენა ან ბონუსად მიღება, თუმცა ყველაზე მიღებულ ფორმას წარმოადგენს თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა ( ESOP). იგი პირველად 1957 წელს შეიქმნა, თუმცა 1974 წლამდე ვერ მოიპოვა სათანადო აღიარება. 1980 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდება აღნიშნული პროგრამით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი. დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11 000–ის ტოლია, რომელიც 13 მილიონ დასაქმებულს მოიცავს. Read more
ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო
Posted on September 20, 2012
Filed Under საინტერესო სტატიები | Comments Off on ამერიკელი ბიზნეს–მაგნატის, რიჩარდ ბრენსონის წარმატების საიდუმლო
რიჩარდ ბრენსონმა კომპანია „Virgin“ 1970 წელს, 20 წლის ასაკში დააარსა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია მოქმედება. ის არის მეწარმე, რომელმაც ბიზნესის მართვა შესაბამისი განათლების გარეშე დაიწყო და შეძლო ჩამოეყალიბებინა 8 განსხვავებული პროფილის საწარმო. იგი აღნიშნავს, რომ ამ პროცესის ყველა დადებითი და უარყოფითი საკითხის შესწავლა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას წაართმევდა. გთავაზობთ მისი წარმატების რამდენიმე საიდუმლოს:
- “ნუ გააკეთებთ, თუკი ეს სიამოვნებას არ განიჭებთ“– ბიზნესის მართვა საკმაოდ დიდ შრომასა და ცრემლების ღვრას მოითხოვს. თუმცა დღის ბოლოს უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რის გამოც სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ. ბრენსონი აღნიშნავს, რომ ბიზნესის დაწყებისას არ განუზრახავს გრანდიოზული ბიზნეს–იმპერიის შექმნა. უფრო მეტიც, მას არ გააჩნდა განსაკუთრებული იდეა ან მოქმედების სტრატეგიაც კი. ბრენსონისათვის ბიზნესის მართვა ის საქმიანობაა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. ეს კი გულისხმობს სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას და იმის ცოდნას, რომ ვიღაცის ცხოვრება მაინც შეიცვალა სასიკეთოდ.
- “იყავით ყურადღების ცენტრში“ – დარწმუნდით იმაში, რომ ჩნდებით გარეკანზე და არა ბოლო ფურცლებზე. ყოველთვის იმოქმედეთ, საჭიროების შემთხვევაში სულელადაც მოაჩვენეთ თავი. ბრენსონი ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ადამიანს შეხვდეს, რადგან არაერთი შესანიშნავი იდეა და შეთავაზება სწორედ ამ დროს იბადება.
- “ჭკვიანურად შეარჩიეთ ბრენდის სახელი“ – სწორედ უნიკალური სახელი წარმოადგენს Virgin–ის წარმატების ერთ–ერთ საიდუმლოს, რომლის იდეაც მოულოდნელად, მეგობრული შეკრების დროს გაჩნდა. ერთი შეხედვით ეს რისკზე წასვლას გულისხმობდა, თუმცა მან გაამართლა.
- “შეუძლებელია ბიზნესის მართვა რისკზე წასვლის გარეშე“ – ამ თემაზე საუბრისას ბრენსონი საყვარელ გამოთქმას იშველიებს: „გამბედავი ადამიანები სამუდამოდ არ ცხოვრობენ, თუმცა მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ.“ Read more
Recently
- სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე
- რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!
- დროის მართვის ხელოვნება
- კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
- რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?!
- იმეილ მარკეტინგის უპირატესობები
- თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი
- როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად
- პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი
- ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს
Categories
- ბიზნეს სიახლეები
- ინფოგრაფიკები
- კომპანიის სიახლეები
- საინტერესო სტატიები
- საკონკურსო ნამუშევრები
- სარეკლამო სტატიები
Archives
- November 2016
- October 2016
- September 2016
- July 2016
- June 2016
- May 2016
- April 2016
- March 2016
- February 2016
- January 2016
- December 2015
- November 2015
- October 2015
- September 2015
- August 2015
- July 2015
- June 2015
- May 2015
- April 2015
- March 2015
- February 2015
- January 2015
- December 2014
- November 2014
- September 2014
- August 2014
- May 2014
- March 2014
- January 2014
- November 2013
- October 2013
- September 2013
- July 2013
- May 2013
- February 2013
- January 2013
- December 2012
- November 2012
- October 2012
- September 2012
- August 2012
- July 2012
- June 2012
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- June 2011