ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა

თარიღი September 26, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ESOP – თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა

გყავთ კომპანიაში ერთი ან რამდენიმე ისეთი ღირებულების მატარებელი თანამშრომელი, რომელთა დაკარგვასაც სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია?  ექსპერტების აზრით, მადლიერების გამოსახატავად საკმაოდ გონივრული ნაბიჯია მათი თანამფლობელებად დაწინაურება, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში. ამის გაკეთება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი: მაგ. აქციების პირდაპირ შეძენა ან ბონუსად მიღება, თუმცა ყველაზე მიღებულ ფორმას წარმოადგენს  თანამშრომელთათვის აქციების გადაცემის პროგრამა ( ESOP). იგი პირველად 1957 წელს შეიქმნა, თუმცა 1974 წლამდე ვერ მოიპოვა სათანადო აღიარება. 1980 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდება აღნიშნული პროგრამით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი. დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11 000–ის ტოლია, რომელიც 13 მილიონ დასაქმებულს მოიცავს.

ESOP თანამშრომელთა წახალისების ერთგვარი ფორმაა, დაახლოებით მოგების განაწილების მსგავსი, თუმცა ვერ ცვლის ჩვეულებრივ ანაზღაურებას.  იგი საშუალებას აძლევს თანამშრომლებს შეიძინონ გარკვეული რაოდენობის აქციები, ჩვეულებრივ, საბაზროზე  ნაკლებ ფასად, კონკრეტული პერიოდით. ამ დროის განმავლობაში აქციონერი უფლებამოსილია გაყიდოს კუთვნილი წილი. 1990 წელს ინტერნეტ–ბუმის დროს ბევრი კომპანია ცდილობდა ამ ხერხის გამოყენებას ხელფასის სანაცვლოდ. პროცესის დასრულების შემდეგ კი თანამშრომლები გარკვეული კომპანიების ღირებულებადაკარგული აქციების მესაკუთრეები იყვნენ.  მცირე ზომის კომპანიები  არასდროს მიმართავენ ამ ხერხს, განსხვავებით მსხვილბრუნვიანი ორგანიზაციებისა. ESOP მიღებული მეთოდია ახლად ჩამოყალიბებული კომპანიების შემთხვევაშიც, რადგან ამ დროს აქციებს რეალური ღირებულება არ გააჩნია.  გამოცდილი კომპანიების შემთხვევაში კი მათი გადაცემა გარკვეულ რისკს უკავშირდება. იგი რეკომენდირებული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ გაორმაგებული მოცულობის შემოსავალს მოგიტანთ.

მაინც რამდენი აქციის გადაცემა შეიძლება თითოეული თანამშრომლისათვის? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. თავდაპირველად საჭიროა მიზნის განსაზღვრა, რათა „უკომპასო ხომალდის“ პოზიციაში არ აღმოჩნდეთ. ხშირ შემთხვევაში  ეს ნაბიჯი მოტივაციის ამაღლებასა და გაყიდვების მოცულობის გაზრდას ემსახურება. ამას გარდა, გასათვალისწინებელია თანამშრომლის ღირებულება კომპანიისათვის, რეალიზაციის  მაჩვენებლის რეიტინგი და ა. შ.

თუ თქვენ ბიზნესის მფლობელი ხართ, აქციების გადაცემა შესაძლოა საკმაოდ გონივრული ნაბიჯი აღმოჩნდეს ბიზნესის დიდხანს და წარმატებით ფუნქციონირებისათვის, თუმცა მას პრობლემების შექმნაც შეუძლია.  გარკვეული პერიოდის შემდეგ თანამშრომელი უფლებამოსილია გაყიდოს საკუთარი აქციები, ამიტომ უდიდესი სიფრთხილეა საჭირო თითოეული ნაბიჯის გადადგმამდე.  აღნიშნული პროგრამის კომპანიაში დანერგვისას საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  1. პროგრამის ფასი
  2. სამართლებრივი მდგომარეობა
  3. ადმინისტრაციული ხარჯები
  4. არსებული ალტერნატივები
  5. გადასახადები
  6. შემოსავლებისა და ხარჯების თანაფარდობა და ა. შ

 

ისევე როგორც ყველა პროგრამას, ESOP-საც გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი მხარეები:

დაჯილდოვებულმა თანამშრომლებმა იციან, რომ კომპანიის წინსვლა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, შესაბამისად მათი აქციების ფასის ზრდასთან.  ეს მათ საერთო მიზნის მისაღწევად აქტიურობასა და კომპანიის ინტერესების წინა პლანზე დაყენებას აიძულებს.

უარყოფითი მხარეები:

თუკი საბოლოოდ გადაწყვეტთ თანამშრომელთათვის აქციების გადაცემას, პირველ რიგში მოიწვიეთ გამოცდილი ფინანსური მენეჯერი, რათა ბოლომდე იყოთ დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში და მის იურიდიულ ნორმებთან შესაბამისობაში.

კომენტარები

comments