კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია!

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია!

10 ივნისი, 12:00 საათი:

რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა 0 დღე : 0  საათი : 0 წუთი : 0 წამი

ხმის მიცემა შეწყდა!

NCIB-ის გამორჩეული, ინოვაციური და მასშტაბური ვებ კონკურსის პირველი, შესარჩევი ეტაპი დასრულდა.

კონკურსმა თანაბრად დააინტერესა და ჩააბა როგორც  მონაწილე  კონკურსანტები,  ასევე კომპანიები,  და  მათი  გულშემატკივრები.  დარეგისტრირდა 400-მდე  ონკურსანტი,  მონაწილეობა  მიიღო 40-მდე კომპანიამ და 3 კვირის განმავლობაში სპეციალურად შექმნილ  საკონკურსო ვებ გვერდზე: www.contest.ncib.ge მიმდინარეობდა მარათონი გულშემატკივართა  ხმების  მოსაპოვებლად.

პირველი 5-ეულის რეიტინგი გულშემატკივართა ხმების მიხედვით:

ნინო მენაბდე 1263 Caucasus University
ნინო ჯიბღაშვილი 1245 Tbilisi Event Hall
გიგლა რამიშვილი 940 Radisson
გიორგი გვასალია 860 Basisbank
ეთერ კვარაცხელია 855 Pronovias Tbilisi

მინიმალური ხმათა რაოდენობა – 50 ხმა მოაგროვა მხოლოდ 81-მა კონკურსანტმა.

თუმცა მნიშვნელოვანი კონკურსანტების კრეატიული იდეები და სტრატეგიებია! მათ მიეცათ შანსი, აერჩიათ სასურველი კომპანია, დაკავშირებოდნენ შერჩეული კომპანიების წარმომადგენლებს, თავი ეგრძნოთ ვებ მარკეტინგის მენეჯერებად და დაესახათ კრეატიული გზები ონლაინ პიარისთვის.

კონკურსანტების მიერ შერჩეული პირველი 5 კომპანიის რეიტინგი:

კონკურსის მეორე ეტპაზე კომპანიებს ეძლევათ შანსი გახდნენ ლობისტები და გაპიარდნენ გამარჯვებული კონკურსანტების მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ სივრცეებზე 6 კვირის განმავლობაში.

10 ივნისის საღამოს 24 საათამდე გადმოგზავნილ ნამუშევრებს შეაფასებს NCIB-ის კომპეტენტური ჟიური და ყველაზე გამორჩეულ 5 კონკურსანტსმომავალი კვირიდან მიეცემა თავიანთი სტრატეგიების უკვე რეალურად განხორციელების შანსი.

საუკეთესო 5 სტრატეგია მომავალი კვირიდან აიტვირთება საკონკურსო საიტზე, ხოლო ყველა საინტერესო ნამუშევარს ავტვირთავთ NCIB-ის სოციალურ მედიაში და ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/ncib.ge.

საბოლოოდ, კონკურსში გაიმარჯვებს ის კონკურსანტი, ვისი გვერდიც უფრო რეიტინგული და ცნობადი გახდება. გამოვლინდება ხალხის რჩეულიც – ფართო საზოგადოება შეაფასებს კონკურსანტების მიერ განხორციელებულ აქტივობებს და გამოავლენს საუკეთესოს.

კონკურსში გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ფულადი პრემია 5,000 ლარის ოდენობით! მხარდამჭერი კომპანიები კი გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებენ.

კონკურსი დასრულდება ივლისის ბოლოს. დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდება “ბოულინგ ცენტრალში”, სადაც გაიმართება მინი ტურნირი ბოულინგში გამარჯვებულ კონკურსანტებსა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის.

კონკურსის გენერალური მედია პარტნიორია FINANCIAL.

კონკურსის სპონსორები არიან: G-Mart, Bowling Central, B-Credit, Radio Commersant.

კომენტარები

comments