რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად დასაქმებულებს?
თარიღი August 12, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად დასაქმებულებს?
ნაკლებად გსიამოვნებთ სამსახურში მისვლა? ეს ხშირად ბუნებრივია, რადგან მრავალი ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად ნაკლები ანაზღაურების და მომატებული სტრესის ფონზე. უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება საზოგადოების განვითარებასთან ერთად. ამასთან, ასაკოვანი ადამიანები გაცილებით პესიმისტურად არიან განწყობილი და დაუცველად გრძნობენ თავს. რეალურად მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ღირებულ კადრად მიაჩნდეს დამსაქმებელს. ქვემოთ წარმოდგენილია 10 ყველაზე გავრცელებული ჩივილი დამსაქმებელთა მიმართ.
1. ხელმძღვანელთან კომუნიკაციის ნაკლებობა – ყველა ურთიერთობის მთავარი პრობლემა არასწორი კომუნიკაციაა, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ სამსახურებრივ ურთიერთობებზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც. პრობლემა მაშინ აქტიურდება, როდესაც დასაქმებულები დამქირავებლებთან საუბარს თავს არიდებენ დასჯის შიშით, რაც ლოგიკას არაა მოკლებული. თუმცა მხოლოდ მეილის საშუალებით კონტაქტი და უკუკავშირის არარსებობა თანამშრომლების პროდუქტიულობის შემცირებას და ჭორების გავრცელებას უწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში, მთელს კომპანიას აყენებს დარტყმას.
2. უსამართლო ანაზღაურება – იშვიათია ადამიანი, რომელიც საკუთარ ანაზღაურებას საკმარისად მიიჩნევს, ამიტომ კომპანია მინიმუმ იმას მაინც უნდა ცდილობდეს, ხელფასი გარკვეულ სტანდარტებს შეუსაბამოს. თუმცა მხოლოდ დაბალ ანაზღაურებაზე წუწუნი მას ვერ გაზრდის. ამის ნაცვლად საჭიროა გამოცდილებისა და განათლების გაუმჯობესება.
3. დაუცველობის გრძნობა – თანამედროვე მსოფლიოში განვითარებულმა ტენდენციებმა სულ უფრო გაზარდა დასაქმებულთა დაუცველობის შეგრძნება, რომელიც ყოველ 3 წელიწადში მათ მიერ პოზიციების დატოვებაში გამოიხატება. მაგ. 18-დან 38 წლამდე ამერიკელები საშუალოდ 10 სამსახურის გამოცვლას ახერხებენ, რაც ყოველწლიურად სამუშაო ძალის ერთი მესამედის როტაციას გულისხმობს.
4. დაუფასებლობა – დასაქმებულთა მიღწევების უგულებელყოფა ნეგატიურად მოქმედებს კომპანიის წარმატებაზე. მათი უმრავლესობისთვის საუკეთესო აღიარება ბონუსით დაჯილდოვებაა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ამას პროდუქტიულობაზე.
5. ნეპოტიზმი – ყოველთვის, როდესაც დაუმსახურებელ დამოკიდებულებას გამოხატავენ ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ, იქნება ეს მაღალი ანაზღაურება, წახალისება თუ განსხვავებული სამუშაო გრაფიკი, ამით სხვა თანამშრომლების წყრომას იმსახურებენ. ნეპოტიზმის შედეგად შერჩეული კანდიდატები ყელში მწარე ლუკმად ეჩხირებათ დასაქმებულებს.
6. გადატვირთული რეჟიმი – თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გიგრძვნიათ გადაღლილობა, ე.ი. საკმარისად არ მოგინდომებიათ. არასამართლიანი ანაზღაურება ამ დროს გამოთქმული ყველაზე გავრცელებული ჩივილია. სიმართლეა ეს თუ არა, მას იმაზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია კომპანიისთვის, ვიდრე ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაზოგილი რამდენიმე 100 ლარია. ეს ხშირად არა მხოლოდ მორალურ, ფიზიკურ ზიანსაც აყენებს თანამშრომლებს, რაც წონის მატებასა და აგრესიულობაში გამოიხატება.
7. გადაჭარბებული კონტროლი – შესანიშნავია ბოსის ზომიერი ჩართულობა პროცესებში, თუმცა გადაჭარბებული კონტროლი მათი მხრიდან უნდობლობის მანიშნებელია და ხშირად კოშმარად იქცევა დასაქმებულებისთვის. თავისუფლების მინიჭებაა ისინი ნეგატიური შედეგების შიშით ხსნიან, თუმცა თუ პრობლემას ბოლო არ უჩანს, ითხოვეთ მეტი თავისუფლება ზრდილობისა და ტაქტიანობის ფარგლებში.
8. არაკომპეტენტური ხელმძღვანელები – ყველა კომპანიაში მოიძებნება მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც ყოველ დღე ხელს ართმევენ და გულში ფიქრობენ, “როგორ შეიძლება მას დაეწყო მუშაობა?” ათასობით არაკომპეტენტური უფროსია დღეს კომპანიების სათავეში, რაც თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლისკენ უბიძგებს. ყველას არ შეუძლია ნაკლები გონებრივი შესაძლებლობების ადამიანების დაქვემდებარებაში მუშაობა, თუმცა მეორე მხრივ, ამას დადებითი მხარეც აქვს, დასაქმებულს მარტივად შეუძლია წარმოაჩინოს თავი და ბონუს ქულებიც დაიმსახუროს.
9. განვითარების შანსის არქონა – ასეთ შემთხვევაში მთავარია მიზეზის დადგენა. თუ თავს საკმარისად გამოცდილად და დაწინაურებისთვის შესაფერისად თვლით, ეცადეთ იაქტიუროთ და წარმოაჩინოთ თავი. შესაძლოა პრობლემა უბრალოდ შემდეგი საფეხურის არარსებობაა, რაც ზღუდავს განვითარების შესაძლებლობას. თუ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე წელია გრძელდება, ალბათ დროა სამსახური შეიცვალოთ.
10. მბრძანებლური ტონი – მკაცრი ბოსი ნებისმიერი ადამიანისთვის კოშმარია. ამის მაგალითია ფილმი „The Devil Wears Prada”, სადაც მერილ სტრიპი ზედმეტად მომთხოვნ რედაქტორს, ცინიკოს მირანდა პრისლის განასახიერებს. მართალია, ეს მხოლოდ ფილმია, თუმცა ხშირად ასეთი უფროსები შორს არ დგანან რეალობისგან. ამას ემატება ისიც, რომ საკმაოდ რთულია ამ დროს თანამოაზრის პოვნა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება.

NCIB Facebook
NCIB Twitter
NCIB Google +
NCIB Youtube
NCIB Flickr