სამსახურის გარდერობთან დაკავშირებული შეცდომები

თარიღი May 5, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on სამსახურის გარდერობთან დაკავშირებული შეცდომები

ხშირად გიწევთ ფასდაკლებული, თუმცა უსარგებლო ნივთების შეძენა ან განუწყვეტლივ წუწუნებთ, რომ „ჩასაცმელი არაფერი გაქვთ“? დადებითი პასუხის შემთხვევაში, შესაძლოა, გარდერობის მსხვერპლი გახდეთ. გარეგნობა ასახავს თქვენს სულიერ მდგომარეობას, ამიტომ გთავაზობთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს ჩაცმასთან დაკავშირებით და მათი გადაჭრის გზებს:

1.    ნუ იყიდით საჭიროზე მეტს

საყიდლებზე გადაჭარბებული სიარული, შესაძლოა, ემოციური სიცარიელის გარკვეული დანაკლისის შევსებას ემსახურებოდეს, რაც ნიღბავს რეალურ პრობლემას და თქვენს დაბნევას იწვევს. თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ საკრედიტო ბარათები და უსარგებლო ნივთებით სავსე გარდერობი მეტი დისკომფორტის შემქმნელია.

თავდაპირველად, დარწმუნდით პრობლემის რეალურად არსებობაში. დააკვირდით საყიდლებზე სიარულის ჩვევას, ხომ არ ემთხხვევა ის გაბრაზების, მოწყენილობის ან რაიმეზე წუხილის პერიოდებს?

2.   ნუ შეინახავთ ნივთებს ნოსტალგიის გამო

თუ გარდერობში თავისუფალ სივრცეზე მეტი უსარგებლო ნივთი გაქვთ, ეს ყიდვის მავნე ჩვევაზე მიუთითებს, თუმცა ხშირად მათ ნოსტალგიის გამოც ინახავენ. დაემშვიდობეთ 10 წლის წინ შეძენილ, 2 ზომით პატარა ჯინსის შარვალს, რათა გარდერობის გაღებისას უკმაყოფილების გრძნობა არ დაგეუფლოთ.

მთავარია ამ დროს საკუთარი ემოციის მართვა შეძლოთ. გარდერობის გადახალისების შემდეგ, განსაზღვრეთ, რის მიხედვით შეინახავთ მოძველებულ ტანსაცმელს. ასევე, ყოველ ახალ შეძენილ ნივთზე, უარი უთხარით 2 ძველს.

 3.    ისიამოვნეთ საკუთარი ჩაცმულობით

მუდმივად პრიმიტიული მაისურებით სიარულმა შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ. ჩაცმის პროცესით უკმაყოფილება ირიბად ცხოვრებით წუხილსაც ნიშნავს. საყიდლებზე სიარულსა და გარდერობის მოწესრიგებაზე უარის თქმა რისკისგან თავის არიდების, საზოგადოების მიერ შემჩნევის შიშს ან სხვისი აზრის მიმართ ზედმეტი ყურადღების გამახვილების მანიშნებელია.

ნუ ჩაიკეტებით! ყოველთვის შეიძლება ახალი ნივთის შესაძენად მიზეზის პოვნა. მაგ. მოულოდნელად კინოში ან პიკნიკზე მეგობართან ერთად წასვლა.

 4.    ნუ მოერიდებით სარკეს

ჭარბწონიანები ხშირად ამბობენ უარს სარკის გამოყენებაზე ან პრობლემის დასაფარავად დიდი ზომის ტანსაცმელს მიმართავენ. შესაბამისი ზომის ტანსაცმლის საყიდლად საჭიროა სწორად აფასებდეთ საკუთარ სხეულს. არსებობს მოსაზრება, რომ ქალი, რომელიც ცუდად გამოიყურება, საზოგადოების მხრიდან არაადეკვატურ შეფასებას იმსახურებს და პირიქით, მოვლილი ჭარბწონიანი ქალბატონებიც კი ხშირად გაცილებით მიმზიდველები არიან.

მიიღეთ საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის. მთავარია მხოლოდ სურვილი და შედეგი აუცილებლად აისახება გარეგნობაზეც. ამისთვის შესაძლოა სხვადასხვა დიეტის დაცვაც დაგჭირდეთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში ჩაიკეტოთ. პირიქით, მოძებნეთ ადამიანები, რომელთაც აკმაყოფილებთ საკუთარი გარეგნობა.

 5.    ნუ გამოაჩენთ სხეულს ზედმეტად

არ დაგავიწყდეთ, რომ სხეული ვალუტაა, რომლისთვის ღირებულების შეძენა ჩვენსავე ხელშია. თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ თავად ვგრძნობთ თავს კარგად. ტანსაცმელი საკმაოდ დიდ ყურადღებას იქცევს, ამიტომ ოქროს შუალედის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კარგია მომხიბვლელად გრძნობდეთ თავს, თუმცა ნურც საკუთარ მეობას გადააბიჯებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან სამყაროს დაჩრდილავთ.

თუ სხეულის ზედა ნაწილის გაშიშვლებას გადაწყვეტთ, ჩაიცვით გრძელი კაბა. ფეხების ზედმეტად გამოჩენის შემთხვევაში კი შედარებით კონსერვატიულ პერანგზე შეაჩერეთ არჩევანი.

 6.    ნუ ჩაიცვამთ ასაკისთვის შეუფერებლად

იმის მიხედვით, ძალიან ახალგაზრდულად, ადეკვატურად თუ ხანდაზმულივით გამოიყურებით, განისაზღვრება თქვენი შესაბამისობის უნარი. თუ ისევ ბავშვების განყოფილებაში ვაჭრობთ, ე.ი ასაკის მატებას გაურბიხართ. ეს საზოგადოების დამსახურებაცაა, რადგან ასაკოვან ქალბატონებს ხშირად ნაკლებად მნიშვნელოვან პიროვნებებად აღიქვამენ. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცირე ასაკის შესაბამისად ჩაცმა უფრო დიდის შთაბეჭდლებას ტოვებს. მსგავსი შიშის მქონე ქალბატონებს ურჩევენ გამოიყურებოდნენ უფრო კონსერვატიულად, თუმცა ყურადღება მიაქციონ თანამედროვე ტენდენციებს. არ ჩაიცვან მოძველებული, თუმცა ოდესღაც მოდაში არსებული ტანისამოსი მათი აქტუალობის აღდგენის იმედით.

კომენტარები

comments