აღმოჩენა,რომელმაც მსოფლიო გააოცა!

თარიღი July 13, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on აღმოჩენა,რომელმაც მსოფლიო გააოცა!

21-ე საუკუნის ადამიანებს თითქმის არაფერი გვიკვირს,  ინდოეთში მომხდარმა აღმოჩენამ მთელი მსოფლიო გააოცა!

საგანძური, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქალაქ კერალას ტაძრის მიწისქვეშა სარდაფებში ინახებოდა, აღმოჩენილია.

მუმბაიში, სამხრეთ ინდოეთში ტაძრის სანახებში სასამართლოს ბრაძანებით აღმოჩენილ იქნა უძველესი განძი: 3.000 კილოგრამი ოქრო, სამკაულები, ქანდაკებები… არქეოლოგები ვარაუდობენ რომ  განძი 22 მილიარდ დოლარს აღემატება, მაგრამ ზუსტ თანხას,  ვერ ასახელებენ, ვინაიდან გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. განძი ნაპოვნია მე-16 საუკუნის ინდურ ტაძარში, იგი  ამ დრომდე მიჩნეულია ყველაზე უპრეცენდენტო და მნიშვნელოვან აღმოჩენად  ინდოეთის მასშტაბით.

ტაძრის მეურვეები იუწყებიან, რომ სანახების  უმრავლესობა განძის არმოჩენამდე საუკუნეზე მეტ ხანს  ხელშეუხებელი რჩებოდა.

ინდური ტაძრები გამოირჩევიან მდიდარი შემოწირულობებით, სხვადასხვა მომლოცველი თუ პილიგრიმი ხშირად წირავდა ტაძარს სხვადასხვა სახეობის ოქროს ნივთებს და ფულს, ამ  ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ ინდური ტაძრები.

ამ  აღმოჩენასთან ერთად გაჩნდა უამრავი კითხვა, რომელთა პასუხებსაც ინდოეთის მთავრობა აქტიურად ეძებს. ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მესკუთრის საკითხია. ვარაუდობენ, რომ ამ განძის უმრავლებსობა ”ტრავანკორის“ სამეფო ოჯახის მიერ იქნა შეწირული ტაძრისთვის. ეს სამეფო მიემხრო ინდოეთს მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა 1947 წელს. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.  ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ქონება სახლმწიფოს საკუთრებაა და მათ უნდა დაიცვან, ხოლო ტაძრის მესვეურები თვლიან, რომ ეს მომლოცველთა შემოწირულობაა და ეკუთვნის ტაძარს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან არქეოლოგიური სამუშაოები დღემდე გრძელდება და შესაძლებელია, რომ თანხამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს.

 

წყარო: The New York Times

კომენტარები

comments