NCIB-მ პიარ მენეჯერებისთვის სპეციალური ღონისძიება მოაწყო

თარიღი July 21, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on NCIB-მ პიარ მენეჯერებისთვის სპეციალური ღონისძიება მოაწყო

19 ივლისს 20:00 საათზე მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში NCIB-მ ახალი მრავალფუნქციური ვებ გვერდის www.prexchange.ge-ის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიება ემსახურებოდა პიარ მენეჯერების კლუბის შექმნის იდეას და მოწვეული იყვნენ ყველა წამყვანი კომპანიის პიარ და მარკეტინგის მენეჯერები. მოწვეულ პიარ მენეჯერებს ჰქონდათ საშუალება, ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ ვებ-გვერდზე, სპეციალურად განთავსებული პორტატული კომპიუტერების მეშვეობით. ვებ გვერდის პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიებაზე მოწვეული სხვადასხვა კომპანიის პიარ მენეჯერი აქტიურად ჩაება გათამაშებებში და დაჯილდოვებებში. ღონისძიებაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა პროექტ “ნიჭიერის” ფინალისტი ბარმენი სანდრო ცისკაძე, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს შესთავაზა შოუ კოქტეილებით






პროექტი საშუალებას აძლევს ყველა პიარ მენეჯერს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა; უსასყიდლოდ მიაწვდინოს ხმა უკვე არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს და ფართო საზოგადოებას გააცნოს კომპანიის მიღწევები, ახალი პროდუქტები თუ მომსახურება. ვებ-გვერდის მეშვეობით ყველა პიარ მენეჯერი შეძლებს დაუმეგობრდეს თავის კოლეგებს და მომხმარებლებს, დაუკავშირდეს მათ საფოსტო გზავნილებისა თუ ონლაინ მიმოწერის მეშვეობით, ატვირთოს მისთვის სასურველი ინფორმაცია ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად და მოხერხებული ვებ პანელის მეშვეობით მართოს საკუთარი გვერდი.

ფუნქციურად დატვირთულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება შესაძლებელია როგორც პიარ მენეჯერებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, დაუმეგობრდეს საჭირო კონტაქტებს, მიწეროს მათ, გამოხატოს აზრი ნებისმიერი სიახლის მიმართ და შეაფასოს ამა თუ იმ კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობა.

პროექტის გენერალური მედია პარტნიორია გაზეთი The FINANCIAL.

ღონისძიების პარტნიორები არიან: საგამოფენო ცენტრი მუზა, გაზეთი The FINANCIAL, რადიო კომერსანტი, ”რუსთავი 2”, რესტორანი ”კუს ტბა”, თელიანი ველი, რაჭის წყაროები, XL, “სანტალი”.

კომენტარები

comments