კომპანიები შეუდარებლად კარგი მარკეტინგით

თარიღი March 5, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on კომპანიები შეუდარებლად კარგი მარკეტინგით

მარკეტინგი სექსივითაა. ყველას ჰგონია, რომ ძალიან კარგად გამოსდის, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია, როგორც ყველაფერი ამქვეყნად.

და მაინც  რა არის კარგი მარკეტინგი? კარგი მარკეტინგია ის, რაც ძალიან კარგად ფუთავს კონკრეტულ პროდუქტს და შემდეგ „აიძულებს“  მომხმარებელს შეიძინოს სწორედ ეს პროდუქტი. კარგად დაგეგმილ მარკეტინგულ გეგმას შეუძლია თავისუფლად დაჩრდილოს კონკურენტები.

გთავაზობთ მსოფლიოში ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაც გასაოცრად კარგი მარკეტინგის გუნდი ჰყავს.

Apple. ეს კომპანია თითქოს მომხმარებლის აზრებს კითხულობს და იმაზე ადრე სთავაზობს მათზევე მორგებულ ახალ პროდუქტს, ვიდრე ამას თავად მომხმარებელი გაიაზრებს.  Apple არ საჭიროებს კვლევებს და ფოკუს ჯგუფებს, ის თავად ფოკუს ჯგუფია. ის ძალიან კარგად ახეხებს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს მომხმარებელთან.

Nike. მოდით, ვაღიაროთ. Nike  სპორტული ფეხსაცმლის ბიზნესია, რომელმაც არნახულ წარმატებას მიაღწია. საიდუმლო წარმატებულ მარკეტინგშია. ლოგო და სლოგანი „ფეხსაცმელების სამყარო“ ძალზე ხელსაყრელი აღმოჩნდა კომპანიისთვის და რასაკვირველია ფაქტი, რომ Nike სპორტსმენების უცვლელი სპონსორია, ეს უკვე ბევრზემ ეტყველებს! Nike-მა ეს უბრალოდ გააკეთა!

Geico. Geico  მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სადაზღვევო კომპანიაა. საქმე ორ  რამეშია: შეფი – უორენ ბაფეთი და მარკეტინგი.

Geico-ს ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კონცეფცია აქვს შემუშავებული, რის ხარჯზეც მოიპოვა ასეთი წარმატება.

Budweiser. განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს ეს ბრენდი, რადგან სახალისო სარეკლამო რგოლებით და განუმეორებელი მარკეტინგის წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ალკოჰოლური სასმელია.

FedEx. ბევრი ამბობს, რომ კომპანიის ლოგო და სახელი საშინელებაა თუმცა ამას კომპანიის პოპულარობაზე ვერ ვიტყვით.

Adobe. ამ კომპანიამ მოახერხა ის, რომ  დიდი კონკურენციის ფონზეც კი ყველამ იცის მის შესახებ და ყველა მცოდნე მუშაკი სამსახურში იყენებს მის რომელიმე პროდუქტს. ეს ყველაფერი კი კარგი მარკეტინგის მენეჯმენტისა და სამუშაო გუნდის დამსახურებაა.

Toyota. მას შემდეგ, რაც „ტოიოტამ“ „ლექსუსის“ ბრენდი გაუშვა წარმოებაში, გახდა ისეთი მსხვილი და მსოფლიო დონის კომპანიების კონკურენტი, როგორებიცაა:  მერსედესი და BMW. ტოიოტა მარკეტინგის მენეჯმენტით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე. კომპანია ტოიოტა თავდაპირველად 1926 წელს მოევლინა მომხმარებელს სახელით Toyoda Automatic Loom Works და უკვე შემდგომ სამართლიანად მოიპოვა 2010 წელს მსოფლიო ავტობრენდის ტიტული.

Samsung. ამ კორეულმა კომპანიამ ნელა, მაგრამ მყარად დაიკავა ბაზარზე საკუთარი ნიშა. ის ისეთ მსოფლიო ბდენდებს უწევს კონკურენციას, როგორებიცაა: Sony, Apple, Nokia და Panasonic. აზიურმა კომპანიამ მოახერხა მსოფლიოში ფართოდ აღიარება და დღემდე მარკეტინგის მენეჯმეტის თვალსაზრისით ერთ-ერთ ლიდერად გვევლნება.

კომენტარები

comments