6 საიდუმლო წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად

თარიღი February 24, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on 6 საიდუმლო წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად

ყველა კომპანიას უჩნდება საქმიანობის დასაწყისში კითხვა: განვითარდება ეს ბიზნესი და მომიტანს ის შემოსავალს? ყველა ბიზნეს კომპანიას საქმიანობის დასაწყებად სჭირდება სოლიდური ბიზნეს გეგმა. უმნიშვნელოვანესია ასევე ხარისხიანი პროდუქტი და მაღალი დონის მომსახურება. თუმცა, უნდა  აღინიშნოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თვითონ მეწარმის დამოკიდებულება საქმისადმი. შეიძლება იყოს 25 წლის მეწარმე ძალიან დიდი გამოცდილებით, რომლის კომპანიაც ბრწყინავს და ასევე არსებობდეს 45 წლის მეწარმე, რომლის ბიზნესის პროდუქტიულობა ზემოთხსენებულს ჩამოუვარდება. გთავაზობთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს, რაც თქვენს საქმიანობაშ აუცილებლად გამოგადგებათ.

აუცილებლად იქონიეთ ლავირების უნარი. ეს მოიცავს როგორც როგორც ბიზნესში ლავირების უნარს, ასევე პიროვნულ მოქნილობას, რომელიც ყველა მეწარმეს არ გააჩნია. დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეგიძლიათ თქვენი ოცნება, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენს საქმიანობას უკავშირდება, რეალობას მოარგოთ, რომელიც თქვენს ოცნებებს არ ემთხვევა?

გახსოვდეთ, რომ ძალიან ხშირად ბიზნეს იდეები მარცხს განიცდის ხოლმე. წარმატებული კომპანიები კი უამრავჯერ ამუშავებენ იდეებს, რათა მივიდნენ საბოლოო, ყველაზე რაციონალურ ვერსიამდე.

დაიქირავეთ  თანამშრომელი სამუშაო ეთიკის და არა ინტელექტის გამო. აიყვანოთ თქვენზე ჭკვიანი თანამშრომელი, ეს რასაკვირველია, კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ხშირად ეს ასე არ ხდება ხოლმე, რადგან, როგორც წესი, უფროსები უმეტესად თავისზე შრომისმოყვარე თანამშრომლებს დაიქირავებენ ხოლმე.

კომპანიის ლიდერი პირველი უნდა მოიდოდეს სამსახური და ბოლო ტოვებდეს ოფისს. ამიტომაც, ასეთივე ადამიანების დაქირავება თქვენ და თქვენს კომპანიას დიდ წარმატებას მოგიტანთ.

იცნობდეთ საკუთარ თავს. წარმატების მისაღწევად ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავად მეწარმე იცნობდეს საკუთარ თავს ძალიან კარგად. სწორედ საკუთარ სისუსტეებსა და ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით უნდა შემოიკრიბოს მან ისეთი გუნდი, რომელიც მის დანაკლისს შეავსებს.

სამუშაო გუნდის გადახალისების სურვილი. რაც უნდა ძლიერი გუნდი გყავდეთ, ცვლილებები კომპანიაში ძალიან სასარგებლოა, ის კომპანიას ზრდის. ასევე გააჩნია,რამხელა შემოსავლაინ კომპანიაზეა საუბარი. იქნებას ეს 1 მილიონიანი, 10 თუ 100 მილიონიანი კომპანია. ამის შესაბამისად, ბიზნესს სხვადასხვა უნარ-ჩვევების მქონე კადრები სჭირდება. როცა ლიდერი კარგად აწყობილ კომპანიაში კონკრეტულ მომენტში მძიმე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც იღებს, ეს ძალიან კარგად აისახება მომავალში კომპანიის საქმიანობასა და განვითარებაზე.

ენდეთ მომხმარებელს. კარგი კომპანია ყოველთვის უსმენს თავის მომხმარებელს, ითვალისწინებს მის აზრს. მომხარებლის  ყველაზე ნეგატიური გამოხმაურებაც კი უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ნუ გახდით ფულს ყველაზე მნიშვნელოვანს. ნამდვილი მეწარმისთვის ფული არაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ის უნდა იყოს ძალიან პასუხიმსგებლიანი, ადამაინი, რომელიც არ მიატოვებს კომპანიას გასაჭირში და პირველ რიგში შექმნისა და მუშაობის  პროცესით მიიღებს სიამოვნებას. რასაკვირველია, ასეთი ბიზნეს ლიდერები იშვიათია, რადგან ეს ყველაფერი მართლაც დიდ შრომას, ენერგიას და ბალანისს უნარს საჭიროებს.

 

კომენტარები

comments