კონკურენციის სააგენტო მხოლოდ კომერციული საიდუმლოს კონფიდენციალობას დაიცავს

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on კონკურენციის სააგენტო მხოლოდ კომერციული საიდუმლოს კონფიდენციალობას დაიცავს

ე.წ. ანტიმონოპოლიურ სამსახურს მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ექნება. ამის შესახებ საუბარია “თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის” კანონპროექტში, რომელიც განსახილველად პარლამენტშია შესული.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტო ვალდებული იქნება დაიცვას ეკონომიკური აგენტებისაგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს.

თუმცა, პროექტის მიხედვით, განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე, მონაცემები მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

წყარო: www.commersant.ge

კომენტარები

comments