კახეთში 10 ტონა ყურძენია გადამუშავებული

თარიღი September 20, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on კახეთში 10 ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში ყურძენი ახმეტის გარდა ყველა რაიონში იკრიფება. რადიო “კომერსანტთან” ინტერვიუში “რთველი 2011-ის” შტაბის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროცესი პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. უკვე გადამუშავებულია 10 ათას ტონამდე ყურძენი. მათ მიღებას 17 ქარხანა ახორციელებს. რთველი ოქტომბრის 20-მდე გაგრძელდება.

მთლიანად რეგიონში 120 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან, საიდანაც დაახლოებით 25 ათასის გადამუშავება ხდება, დანარჩენი ბაზრებში იყიდება. რთველი წელს კვლავ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია. კილოგრამ რქაწითელზე სახელმწიფო დამატებით 15 თეთრს იხდის, საფერავზე კი 25-ს.

შეგახსენებთ: რეგიონალური მედიის ინფორმაციით, კახეთში გლეხების უმრავლესობა ყურძნის ფასით უკმაყოფილოა.  გაზეთ “სპექტრთან” მოსაუბრე გლეხების ვარაუდით, წელს ყურძნის ღირებულება 40 თეთრს არ ასცდება. ადგილობრივების თქმით,  შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით კარგი მოსავალია.

წყარო: www.commersant.ge

 

კომენტარები

comments