რჩევები ბაყაყის მირთმევისას

თარიღი June 24, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები ბაყაყის მირთმევისას

ერთხელ მარკ ტვენმა თქვა, თუ ყოველ დილით თავდაპირველად ცოცხალ ბაყაყს მიირთმევთ, მთელი დღე შეგიძლიათ მშვიდად გაატაროთ იმაზე ფიქრით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა დღის განმავლობაში. სინამდვილეში „ბაყაყი“ ის მნიშვნელოვანი და რთულად მოსაგვარებელი დავალებაა, რომლის გადადებასაც პირველ რიგში ისურვებდით.

1. თუ ორი ბაყაყის ჭამა გიწევთ, დაიწყეთ ყველაზე დიდით – ორი რთული დავალების შემთხვევაში, დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძნელად მოსაგვარებელი საკითხით. მობილიზება გაუკეთეთ თავს, რომ არ გადახვიდეთ შემდეგ პრობლემაზე პირველის მოგვარებამდე. პრიორიტეტების განსაზღვრაში სტივ ჯობსი დაგეხმარებათ, რომლის აზრითაც ყოველ დღე კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, სიცოცხლის ბოლო დღე რომ ყოფილიყო, ისურვებდით თუ არა იმავე საქმის კეთებას?! დღე კი რონ ფრიდმანის ფრაზით დაასრულეთ: „რის მიღწევა შეძელით?“. თუ პირველ კითხვაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე პასუხი უარყოფითია, სტივ ჯობსი სიახლის შეტანას გირჩევთ, რადგან საკუთარი საქმის სიყვარული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავდაუზოგავი შრომა.

2. ნუ უყურებთ ბაყაყს დიდი ხნით, თუ ვალდებული ხართ მაინც მიირთვათ – რთულ დავალებებზე ორიენტირება პროდუქტიულობის გაზრდასა და მაღალი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ, ამიტომ ჩვევად გადააქციეთ დიდი ხნის მომზადების გარეშე მოაგვაროთ მსგავსი საკითხები. ეს გაცილებით გაგიადვილდებათ იმ შემთხვევაში, თუ წინა დღისით მოიმზადებთ ბაყაყებით სავსე თეფშს. ასევე გაწერთ დავალებებს საათების მიხედვით, რადგან ტვინის ავტომატურ რეჟიმში მუშაობა საქმის კეთებას კიდევ უფრო აადვილებს.

3. იმოქმედეთ – ორგანიზებულობა წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც საკითხებზე იქამდე მუშაობას გულისხმობს, სანამ ბოლომდე არ მიიყვანენ. ეს ბევრი ლიდერისთვის პრობლემაა, რადგან უჭირთ გეგმების რეალიზება. საუბრობენ შეუწყველივ, მართავენ დაუსრულებელ შეხვედრებს, ისახავენ შთამბეჭდავ მიზნებს, თუმცა საბოლოო ჯამში, არავინ აკეთებს საქმეს გეგმების განსახორციელებლად.

4. შეიქმენით დადებითი მოლოდინი – განეწყვეთ პოზიტიურად საქმის დაწყებამდე, რადგან თავდაჯერებულობა ხელს უწყობს ორგანიზებულობას მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც მეტი მნიშვნელოვანი პროექტის შესრულებისკენ გიბიძგებთ. საბოლოოდ წარმატებაზე დამოკიდებულიც კი გახდებით.

5. ივარჯიშეთ – რა არის თქვენთვის „ბაყაყი“ ანუ ის დავალება, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ? ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ რამდენიმე ბაყაყის კოცნა მოგიწევთ მანამ, სანამ გაარკვევთ რომლით დაიწყოთ. მთავარია ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მიზნები ზუსტად შეესაბამებოდეს კომპანიის პოლიტიკას და თქვენს ღირებულებებს.

კომენტარები

comments