შეცდომები, რომელსაც ინტელექტუალები ხშირად უშვებენ

თარიღი June 8, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on შეცდომები, რომელსაც ინტელექტუალები ხშირად უშვებენ

კარგია, როცა ჭკვიანი ხარ, რადგან ცხოვრება გაცილებით მარტივია და სამყაროსთვისაც მეტი ღირებულების შექმნა შეგიძლია. ამის გათვალისწინებით, ყველას უნდა შეეძლოს ინტელექტის განვითარება, თუმცა არსებობს გარკვეული შეცდომები, რომელსაც ხშირად უშვებენ მსგავსი ადამიანები.

 1.    წვრილმან დეტალებზე კონცენტრირება არასწორ დროს – ინტელექტუალები დიდი მოცულობის ინფორმაციას ატარებენ, რომლის საზოგადოებისთვის გაზიარების სურვილიც ხშირად უჩნდებათ, თუმცა ზოგჯერ ამას არასწორ დროს და შეუსაბამო ადგილას აკეთებენ. მაგ. როდესაც ვინმე საყვარელ ლეკვზე საუბრობს, ისინი იმის ახსნას ცდილობენ, როგორი უნიკალური მექანიზმია ძაღლების მიერ ენით წყლის დალევა. ამით საშინლად არავინ შეწუხდება, თუმცა მხოლოდ ზოგადი კომენტარებით (აა, კარგი, მადლობა…) შემოიფარგლებიან.

2. ენთუზიაზმის დაკარგვა თანამოაზრის არყოლის შემთხვევაში – გონიერი ადამიანი ხშირად მაღალი მატერიებითაა დაინტერესებული, თუმცა თანამოაზრის პოვნა არც ისე მარტივია, რაც მათში საკუთარი თავისადმი ეჭვს ბადებს. სწორედ ამიტომ, სასურველია ყველა ადამიანი მსგავსი გონებრივი შესაძლებლობების მქონე საზოგადოებასთან მეგობრობდეს, თუმცა ზოგჯერ „ახალდაბადებულ“ ინტელექტუალებსაც კი უჭირთ საერთო ენის გამონახვა. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისეთი საკითხების სიღრმეების კვლევაა, რომელზეც საუბარი ჩვეულებრივ ძალიან მოსაწყენია, თუმცა ეს საზოგადოების გულგრილობაზე სულაც არ მეტყველებს. საქმე იმაშია, რომ ყველას როდი შეუძლია ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა.

3.    ქედმაღლობა – ვის სურს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ზემოდან უყურებს სხვებს? ზოგჯერ ურთიერთობის სურვილის დაკარგვის მიზეზი თვითონ ინტელექტუალები ხდებიან, რადგან:

–   მუდმივად აკეთებენ საკუთარი ნიჭისა და ცოდნის დემონსტრირებას

–   ფიქრობენ, რომ ყველა კითხვაზე გააჩნიათ პასუხი

–   აზრს გამოთქვამენ მხოლოდ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად

–  ინტელექტის ხაზგასასმელად  მეტისმეტად ოფიციალური ტონით საუბრობენ

–   ხშირად გადააქვთ საუბარი იმ თემაზე, რაშიც შედარებით კომპეტენტურები არიან

– ღიად დასცინიან ადამიანებს, რომლებიც რამე შეუსაბამოს ამბობენ ან ისეთ საკითხს ვერ იგებენ, რომელიც ინტელექტუალებისთვის ადვილად აღსაქმელია.

მსგავსი აზროვნება მომავალში განვითარების საშუალებას უკლავს ნიჭიერ ადამიანებს, რადგან ისინი არც ისე უნაკლო და გამორჩეულები შეიძლება აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ასიდან ერთისთვის დამახასიათებელი ინტელექტი გააჩნია, ყოველთვის არსებობს მათზე გონიერი უამრავი ადამიანი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ მათემატიკური ამოცანების სწრაფად ამოხსნა ინტელიგენტურობას არ ნიჭნავს მანამ, სანამ რაიმე ღირებულს არ შეიძენს. მაღალი IQ  ზედმეტი თავდაჯერებულობის შემთხვევაში, მნიშვნელობას კარგავს.

4.  მოსაუბრისთვის შენიშვნის არასწორად მიცემა – ალბათ თქვენც გყავთ ნაცნობები, რომლებიც ხშირად აწყვეტინებენ სხვებს საუბარს შემდეგი ფრაზით: “არა, ჩვეულებრივ…“. დააკვირდით, გახასიათებთ თუ არა თქვენც ეს თვისება, რომელიც განსაკუთრებით მაშინ ზემოქმედებს ნეგატიურად, როდესაც მოსაუბრე არცთუ ისე მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს. რა თქმა უნდა სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგჯერ აუცილებელიცაა შეცდომების გასწორება, თუმცა არა მეგობრის შემთხვევაში, რომელიც მთელი აღტაცებით ყვება შვებულების თავგადასავალს, თქვენ კი იმ თვითმფრინავის მოდელს აკრიტიკებთ, რომლითაც იფრინეს. სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება უხეში შენიშვნის შემთხვევაში, რასაც ხშირად შემდეგი მიზეზით აკეთებენ:

– სხვისი შეცდომის გამოსწორებით უფრო მეგობრული და საინტერესო ადამიანის შთაბეჭდილების დატოვებას ცდილობენ. ამ დროს არც კი ფიქრობენ, რომ ადამიანებს გულს სტკენენ.

– მათი ბუნება ვერ ეგუება შეცდომებს. სიმართლის აღნიშვნით კი ცდილობენ ბალანსი აღადგინონ სამყაროსა და საზოგადოებას შორის.

–  ზოგიერთ შემთხვევაში კი უბრალოდ სხვაზე მეტი ცოდნის დემონსტრირება თავდაჯერებულობას მატებთ.

5.    განსაკუთრებით არგუმენტირებული დებატები – ვიღაც იწყებს საუბარს მიუღებელ საკითხზე, ამ დროს სხვა კიდევ უფრო დიდ სისულელეს წამოიძახებს, რასაც დაუსრულებელი კამათი მოჰყვება. ინტელექტუალები ცდილობენ დაამტკიცონ სხვების მცდარობა და ბოლო სიტყვაც თავადვე თქვან.  მათი აზრით, ეს პროცესი გონების სახალისო სავარჯიშოა, რომელშიც კრიტიკული აზროვნების გავარჯიშების საშუალებას იძლევა და პირადული არაფერია, თუმცა დავის გაგრძელება მოწინააღმდეგის აზრის შეცვლამდე, ურთიერთობის გაფუჭების კიდევ ერთი საფრთხეა. გარდა ამისა, შენიშვნების მიცემის მსგავსად, შესაძლოა ჩვევაშიც კი გადაიზარდოს.

როდესაც საქმე რამდენიმე ინტელექტუალს შორის დისკუსიას ეხება, საუბარი შესაძლოა სერიოზულ კამათადაც გადაიქცეს, რომელშიც ყველა ცდილობს უპირატესობის დემონსტრირებას. ერთი გამოთქვამს აზრს, მეორე საწინააღმდეგო არგუმენტს იშველიებს, მესამე ორივეს აკრიტიკებს და შედარებით „მისაღებ“ ვარიანტს სთავაზობს. საბოლოო ჯამში თითოული „ყველაზე ჭკვიანის“ სტატუსის მოპოვებას ცდილობს.

6.    უტაქტობა და აგრესიულობა – როდესაც ადამიანი დებატების მოყვარულთა გარემოცვაში ტრიალებს, შესაძლოა ჩვევაში გადაიზარდოს და ნაკლებად ჭკვიან საზოგადოებასთან ურთიერთობისას უტაქტო და აგრესიული გამოჩნდნენ. ცნობილი ნახევრად ხუმრობის თანახმად, ჩვეულებრივი ადამიანები ცდილობენ ტაქტი გამოავლინონ ყოველ სიტყვაში, ინტელექტუალები კი პირიქით, გაცილებით აგრესიულები არიან ერთმანეთის მიმართ, თუმცა პირად შეურაცხყოფად არაფერს იღებენ. ამის გამო, მხარეები შესანიშნავად უგებენ თავის მსგავს კატეგორიას, თუმცა არა ერთმანეთს.

 7.  ზედმეტი სკეპტიციზმი და ცინიზმი – სკეპტიციზმი და ცინიზმი კრიტიკული აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ზოგიერთი ამას გადაჭარბებულად გამოხატავს. მაგ. როდესაც მსჯელობა ეხება ახალ სატელევიზიო შოუს, მათი აზრით, ეს მხოლოდ მედია ოლიგარქის მორიგი იარაღია საზოგადოების ტვინის გამოსარეცხად და რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად. ამით ცდილობენ აიმაღლო თავდაჯერებულობა და თავი იმ ელიტის წარმომადგენლად  წარმოაჩინონ, რომელთაც ზუსტად იციან, სად რა ხდება.

კრიტიკა საჭიროა, თუმცა მხოლოდ შიგნიდან. გამუდმებით მისი გამოყენება არასწორად შერჩეულ აუდიტორიასთან, მნიშვნელოვნად აუარესებს ურთიერთობებს.

8.    ინტელექტისა და სოციალური ურთიერთობების შეუსაბამობა

მსოფლიოში მილიონობით ჭკვიანი ადამიანია შესანიშნავი სოციალური უნარებით, თუმცა ზოგჯერ შეცდომით ფიქრობენ, რომ არ ღირს მის სწავლაზე დროის დაკარგვა. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ სამყაროს უნიკალური ხედვა განათლებულ ადამიანებს ბევრ სიტუაციაში პრობლემებს უქმნით, რადგან იმის ნაცვლად, რომ მარტივად შეხედონ პრობლემებსს, კომპლექსურად აღიქვამენ მოსაგვარებელ საკითხებს. თუმცა არც ამის გამოსწორებაა რთული, მხოლოდ სურვილია საჭირო.

წყარო

კომენტარები

comments