მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ვებ-გვერდების პირვანდელი სახე

თარიღი December 15, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ვებ-გვერდების პირვანდელი სახე

1. Google

კომპანიის დიზაინს მართალია ძირეული ცვლილებები არ განუცდია, მაგრამ შეიცვალა მისი უამრავი მომსახურება და შესაძლებლობა. Google-ი შექმნეს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტურანტურის კურსდამთავრებულებმა სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა. Google პირველად ქსელში გაეშვა 1998 წლის 4 სექტემბერს. ინტერფეისი ძალიან მარტივი და უბრალო იყო, რადგან დამფუძნებლებმა არ იცოდნენ HTML–ის არსებობის შესახებ.

2. YouTube

ვიდეო პორტალი, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ისეთი რეიტინგული ვიდეოები, როგორიცაა: Charlie bit my finger http://www.youtube.com/watch?v=_OBlgSz8sSM და “Sneezing panda” http://www.youtube.com/watch?v=FzRH3iTQPrk , პირველად ქსელში გაეშვა 2005 წლის თებერვალში თავისი მინიმალისტური დიზაინით (იხ. ფოტო) პირველი ვიდეო YouTube-ზე ატვირთა მისმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯავედ კარიმმა, ვიდეოს სათაური გახლდათ „მე ზოოპარკში“. ეს არის 19 წამიანი ვიდეო, რომელიც გადაღებულია სან დიეგოს ზოოპარკში კარემის ვიზიტისას.

3. Facebook

Facebook-ი მარკ ცუკერბერგმა 2004 წლის თებერვალში შექმნა. როგორც ფოტოზე ჩანს, ქსელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ჰქონდათ. დღეს კი სოციალურ ქსელს მსოფლიოს მასშტაბით  800 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. Facebook-მა დიზაინიც შეიცვალა, თავიდან კი მას ალ პაჩინოს ციფრულად დამუშავებული ფოტო ამშვენებდა.

4. Yahoo!

სახელწოდება აბრევიატურაა „Yet Another Hierarchical Officious Oracle“. Yahoo!  გახლავთ კიდევ ერთი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, ჯერი იანგის და დევიდ ფილოს დუეტის შედეგად შექმნილი პროდუქტი. 1995 წლის მარტში საიტი აღიარეს, როგორც პირველი სანავიგაციო გზამკვლევი ვებ სივრცეში. დროთა განმავლობაში Yahoo! გარდაიქმნა ახალი ამბების და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის ბაზად.

5. Amazon

ონლაინ შოპინგის მექას საფუძველი 1995 წლიდან დაიწყო, როცა ის ჯერ კიდევ ონლაინ წიგნების მაღაზიად შეიქმნა. ჯეფრი ბეზოსმა საიტს სახელი მდინარე ამაზონის გამო დაარქვა. თავდაპირველად საიტზე იყო მხოლოდ მცირე ტექსტი და სიმბოლოები, რომელთაც Amazon-ი დღემდე იყენებს.

6. Twitter


ასეთი გახლდათ Twitter-ის დიზაინი თავდაპირველად, როცა ის ჯეკ დორსიმ შექმნა 2006 წლის ივლისში. მართალია, Twitter-მა დიზაინი 6-ჯერ მაინც შეიცვალა, თუმცა მისი 100 მილიონამდე მომხმარებლისთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია.

7. NYTimes

New York Times-ის ისტორია როგორც გაზეთის, უფრო ძველია, ვიდრე მისი საიტისა. გაზეთი 1851 წლიდან გამოდის, მისი ელექტრონული ვერსია კი – 1996 წლიდან. როგორც ფოტოზე ჩანს, თავფურცელზე გამოტანილია ერთი დიდი ფოტო, დღეს კი NYTimes-ის საიტზე მთავარი ადგილი ეთმობა დღის მოვლენის ამსახველ ფოტოს და ასევე შეხვდებით ნიუსების აღმნიშვნელ პატარა ფოტოებს.

8. MySpace

MySpace ქსელში გაეშვა 2003 წლის აგვისტოდან. მისი განსაკუთრებული პოპულარობა მერყეობდა 2005-2008 წლებში. ამ დროს ნიუს კორპმა (News Corp) შეიძინა ქსელი 580 მილიონ აშშ დოლარად. MySpace-ის რეიტინგი მკვეთრად დაეცა ბოლო წლებში. სოციალური ქსელი მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა შეიძინა 35 მილიონ აშშ დოლარად.

9.  Mashable

Mashable-ს დასაწყისში ჰქონდა საკმაოდ მოკრძალებული საიტი, ძირითადად ტექნოლოური სიახლეების შესახებ აგებული ნიუსებით. დაარსდა 2005 წელს პიტ ქაშმორის მიერ. საიტზე მომუშავე პერსონალის უმრავლესობა ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში ცხოვრობს. ასევე  თანამშრომლები ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


 

 

კომენტარები

comments