რატომ უნდა აირჩიოთ „თბილმიკროკრედიტი“

თარიღი December 12, 2011
კატეგორია: სარეკლამო სტატიები | Comments Off on რატომ უნდა აირჩიოთ „თბილმიკროკრედიტი“

შპს მისო „თბილმიკროკრედიტი“ შეიქმნა 2008 წლის ოქტომბერში. კომპანია ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესს, უზრუნველყოფს საფინანსო ინსტრუმენტებით საქმიან ადამიანებსა და ბიზნეს ერთეულებს.

კომპანია გასცემს სესხებს მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, თუმცა მეორადი გარანტიის სახით მოითხოვება უძრავი ქონების იპოთეკაც. „თბილმიკროკრედიტი“ მსესხებლებს სთავაზობს შემდეგ სასესხო პროდუქტებს:

  1. ექსპრეს-სესხი                                                           2%
  2. იპოთეკური სესხი                                                     2,5%
  3. სამომხმარებლო სესხი                                             2,5%
  4. საკრედიტო ხაზი                                                       3%
  5. ავტოლომბარდი                                                        4-4,5%
  6. ლომბარდი (ოქრო და ძვირფასი ქვები)                 3%

სესხების დამტკიცება ხდება უმოკლეს ვადებში, უმრავლეს შემთხვევაში სესხები გაიცემა მიმართვიდან მეორე ან მესამე დღეს, შესაძლებელია სხვაგან აღებული ძვირი სესხების ჩანაცვლება შედარებით იაფი კრედიტით.

გარდა ზემოაღნიშნული პროდუქტებისა, „თბილმიკროკრედიტი“ მოსახლეობას სთავაზობს ისეთ სერვისებს როგორიცაა ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილებით მომსახურება ქვეყნის შიგნით და საზღვარდარეთ, კომუნალური გადასახადების მიღება და სხვა.

კომპანიის საქმიანობის არანაკლებ საინტერესო სფეროს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დროებით თავისუფალი სახსრების მოზიდვა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები ერთერთი ყველაზე მიმზიდველია ანალოგიურ სერვისებს შორის. „თბილმიკროკრედიტი“ იზიდავს ფინანსურ რესურსებს წლიური 18 %-იანი სარგებლით. სესხებზე პროცენტის დარიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად, რაც ფინანსური რესურსების მფლობელებს დამატებით სტიმულს უქმნით საქმიანობის ამ სფეროში თანამშრომლობისათვის.

 

მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 157

ტელ.: 2951552, 571 530253

www.tbmc.ge

კომენტარები

comments