ორშაბათიდან ორშაბათამდე!

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on ორშაბათიდან ორშაბათამდე!

„რეგისტრაციის დაწყებამდე დარჩა 0 დღე : 0  საათი : 0 წუთი : 0 წამი“

23 მაისი, კონკურსი დაიწყო! Web Marketing… ახალი იდეები… ასარჩევად ჩამომწკრივებული  სასურველი კომპანიები… ვებ მარკეტინგის ვირტუალური მენეჯერობა და მოსაგები 5000 ლარი!

გაჩნდა ინტერესი, ინტერესს მოყვა უამრავი კითხვა… დაგროვდა ხმები და ხმებთან ერთად ეჭვები – ხომ არ აყალბებს ვინმე?

გაყალბების მერე გამოთიშული რამდენიმე კონკურსანტი და გამძაფრებული სამართლიანი ბრძოლა კონკურენციის პირობებში… კონკურენცია უკვე დიდია… ძალიან დიდი!

30 მაისი, კონკურსი გრძელდება! ორშაბათიდან ორშაბათამდე დარეგისტრირებული 300-მდე კონკურსანტი, მონაწილე კომპანიათა ჩამონათვალიდან შერჩეული ყველა კომპანია და მოლოდინს გადაჭარბებული ინტერესი პროექტის მიმართ… ყველაზე საინტერესო კი წინაა: როგორი იქნება კონკურსანტების მიერ შემოთავაზებული სტრატეგიები, ვინ იქნებიან მეორე ეტაპის საუკეთესო 5-ეულში, რამდენად კარგად გაართმევენ თავს საბოლოო დავალებას და რა მოხდება ბოლოს?

მანამდე კი საინტერესოა, ვინ ლიდერობს? ლიდერობა ჯერ ძალიან პირობითია, გულშემატკივრობით დაგროვილი ხმებისა და სასურველ კომპანიებში არჩევანის გაკეთების მიხედვით.

300-მდე კონკურსანტიდან ხმების მიხედვით ლიდერობენ შემდეგი კონკურსანტები:

1 ნინო მენაბდე, Caucasus University, 780 ხმა

2 გიორგი გვასალია, Basisbank, 671 ხმა

3 ნათია ვაწაძე, Unicard, 508 ხმა

4 ნინო ჯიბღაშვილი,Tbilisi Event Hall, 461 ხმა

5 ნათია ბერიშვილი, Intellect Center 442 ხმა

40-მდე კომპანიათა ჩამონათვალიდან ლობისტობისთვის საჭირო კონკურსანტების რაოდენობით ლიდერობენ შემდეგი კომპანიები:

რეიტინგები ყოველდღიურად იცვლება, ძალიან მალე კი შესარჩევ ეტაპს მეორე ტური, მოლოდინს კი მღელვარება შეცვლის… ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები?

კომენტარები

comments