Web Marketing!

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on Web Marketing!

პირველად საქართველოში!

NCIB იწყებს უპრეცედენტო, ინოვაციურ და ყველაზე მასშტაბურ კონკურსს Web Marketing!

თქვენ გეძლევათ შანსი, გახდეთ თქვენთვის სასურველი კომპანიის ვირტუალური ვებ მარკეტინგის მენეჯერი და გააპიაროთ ის ვებ სივრცეში!

მაშინ, როდესაც ყველა კომპანია სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს ვებ სივრცეში მომხმარებლების ყურადღების მიპყრობას, თქვენ გეძლევათ შანსი, კომპანიებს შესთავაზოთ ახალი იდეები, ახალი სტრატეგია და მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში განახორციოლოთ თქვენი ლობისტი კომპანიის პიარი ონლაინ!

კონკურსში გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ფულადი პრემია 5,000 ლარის ოდენობით! მხარდამჭერი კომპანიები კი გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოვებენ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. ამისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.contest.ncib.ge და კომპანიათა ჩამონათვალიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი. რეგისტრაციის დასრულებისთანავე, თქვენ მიიღებთ კონკრეტულ დავალებას, რომლის ასლიც გადმოგეგზავნებათ მითითებული ელ-ფოსტის მისამართზე.

თქვენს მიერ დაწერილ სატრატეგიაში აუცილებლად უნდა ჩანდეს თქვენი ხედვა და მიზნები. უპირატესობას მივანიჭებთ ორიგინალურ და კრეატიულ ნაშრომებს. საბოლოო ნაშრომი უნდა გადმოგვიგზავნოთ მეილზე: contest@ncib.ge 10 ივნისამდე.

სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, საკონკურსო ვებ-გვერდზე საჭიროა მინიმუმ 50 ხმის შეგროვება, რათა ჟიურიმ განიხილოს თქვენი გადმოგზავნილი ნამუშევარი. ნამუშევრების განხილვისას ყურადღება მიექცევა  ხმების  მაქსიმალურ რაოდენობასაც.

მთელი შესარჩევი ეტაპის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი ხმის მიცემა.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ხუთი სტრატეგია. თითოეულ კონკურსანტს მიეცემა სპეციალური ვებ სივრცე 6 კვირის განმავლობაში ლობისტი კომპანიის პიარისა და საკუთარი იდეების განხორციელებისთვის. კონკურსის სრული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს.

გაიმარჯვებს, ის კონკურსანტი, ვისი გვერდიც უფრო რეიტინგული და ცნობადი გახდება.

შეფასება მოხდება ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, რომელსაც კონკურსის ადმინისტრატორი ყოველდღიურად გააკონტროლებს და მთვლელი სისტემა ზუსტად დაითვლის.

გამოვლინდება ხალხის რჩეულიც – ფართო საზოგადოება შეაფასებს კონკურსანტების მიერ განხორციელებულ აქტივობებს და გამოავლენს საუკეთესოს.

ეს არის პროექტი, რომელიც ჩააბამს არა მარტო web marketing-ით დაინტერესებულ კონკურსანტებს, არამედ ათასობით გულშემატკივარს, მონაწილე კომპანიებს და მათ თანამშრომლებს.

კონკურსი დასრულდება ივლისის ბოლოს. დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდება “ბოულინგ ცენტრალში”, სადაც გაიმართება მინი ტურნირი ბოულინგში გამარჯვებულ კონკურსანტებსა და კომპანიების წარმომადგენლებს შორის.

მიიღე გამოწვევა და მოიფიქრე ახალი!

კომენტარები

comments