ბიზნეს ინფორმაცია – კომპანიის წარმატების უმთავრესი საზომი

თარიღი May 14, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ბიზნეს ინფორმაცია – კომპანიის წარმატების უმთავრესი საზომი

ბიზნეს ინფორმაცია საინფორმაციო სფეროს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მას განსაკუთრებით გაყიდვებისა და მარკეტინგული აქტივობების, ადამიანური რესურსებისა და სტრატეგიის დაგეგმვისას იყენებენ. სწორედ ამიტომ, კომპანიათა უმრავლესობა შიდა თუ გარე წყაროების საშუალებით ცდილობს ფლობდეს მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას. თუმცა რა იძლევა იმის გარანტიას, რომ არსებული ბიზნეს ინფორმაცია ნამდვილად ღირებულია და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს?!

მოკლედ მომივიხილოთ ბიზნესის საქმიანობა: დიდი ხანია სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების აღმასრულებლები დაჟინებით ითხოვენ ანგარიშს ბიზნესის ყოველთვიური საქმიანობის შესახებ, რომელიც ე.წ „წიგნზე“ დაყრდნობით ხდება. ის  შეიცავს ინფორმაციას თითოეული გაყიდული პროდუქტის ფასისა და სამიზნე სეგმენტის შესახებ, რომელსაც საბოლოოდ რამდენიმე სანტიმეტრის სისქის ფურცლების გროვამდე მივყავართ. მათზე დატანილი ინფორმაციის მოძიებაზე, შეჯერებაზე, დახარისხებასა და ანალიზზე არაერთი ადამიანი მუშაობს ასობით საათის განმავლობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ამის გაკეთება კომპანიის აღმასრულებელთა უშუალო მითითებაა, არავინ კითხულობს რამდენად ღირებულია იგი, თუმცა ბევრი გამოთქვამს პრეტენზიას საჭირო დროის მოცულობასთან დაკავშირებით.  მოთხოვნები განსხვავებულია და თავად ხელმძღვანელზეა დამოკიდებული. ზოგი ინფორმაციის მაქსიმალურად დაწვრილებით ანალიზს მოითხოვს, ზოგი კი ყოველკვარტალური ზოგადი ანგარიშებით კმაყოფილდება.  ნებისმიერ შემთხვევაში, ინფორმაციის შეგროვებისას მენეჯერები შემდეგ კითხვებზე უნდა სცემდნენ პასუხს:

რამდენად სწორად ისმება კითხვები? – ბევრი კომპანია საბოლოოდ აგროვებს არა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაციას, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომ მასალებს. ამიტომ, ინფორმაციის კულტურის გაუმჯობესების საწყისი ეტაპია საძიებო კრიტერიუმების შემცირება იმ დონემდე, რომელზეც ზუსტად შეიძლება საკვანძო საკითხებზე პასუხის მიღება. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იწყებოდეს მონაცემების მოძიება.

იძლევა თუ არა მონაცემები სიტუაციის სრულყოფილი ანალიზის საშუალებას? – მართალია ინფორმაციის უმეტესი ნაწილი დროის გარკვეულ მონაკვეთს ეხება, თუმცა ღირებული ცნობების ერთიანობაში განხილვა ბიზნეს გარემოს ანალიზის საშუალებას უნდა იძლეოდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მენეჯერებს შეუძლიათ გაიმარტივონ ძიების პროცესი და მხოლოდ „სურათის“ შექმნისათვის საჭირო ინფორმაცია მოიპოვონ.

იძლევა თუ არა ინფორმაცია როგორც განვლილი, ისე მომავალი პერიოდის ანალიზის საშუალებას? – მენეჯერების მიერ შეგროვილი ინფორმაცია ხშირად მხოლოდ წარსულის ანალიზის საშუალებას იძლევა, მომავალში გამოსაყენებლად კი ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ, მნიშვნელოვანია გაირკვეს მონაცემები რა ვადებში შეიძლება გამოიყენებოდეს არა მხოლოდ მოვლენებზე რეაგირებისათვის, არამედ გადაწყვეტილებების მისაღებადაც.

საჭირო დონეზეა თუ არა შერწყმული რაოდენობრივი ინფორმაცია ხარისხობრივთან? – არცერთი ნაწილი დამოუკიდებლად სრულყოფილი სურათის წარმოდგენის საშუალებას არ იძლევა. მაგ., სწორი პროდუქტის და მისაღები ფასის შემუშავებისათვის საჭიროა იცოდეთ არა მხოლოდ ის, რომელი პროდუქტები გაიყიდა და ვინ შეიძინა ის, არამდე ისიც, რატომ გაიყიდა ერთი პროდუქტი მეორეზე მეტად.

ბიზნეს ინფორმაციის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღეისათვის მსოფლიოში 210-ზე მეტი კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით. ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზებით გამოირჩევა D&B, Factiva, Moody’s და Thomson Reuters, რომლებიც მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ისეთი ტიპის ბიზნეს ინფორმაციის მოსაპოვებლად,, როგორიცაა:

სასიხარულო ფაქტია, რომ ბიზნეს ინფორმაციის სფეროს განვითარება საქართველოშიც დაიწყო. ბიზნეს ინფორმაციის გლობალურ მიმწოდებლებს  ახლა უკვე „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოც“ (BIA) შეუერთდა, რომელიც ბიზნეს ინფორმაციას აწვდის როგორც ადგილობრივ ბიზნესებს, ისე უცხოურ კომპანიებს. ერთ–ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს „ბიზნეს კატალოგიც“ (www.bcat.ge), რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ინფორმაცია სურვილისამებრ დააგენერირონ შემდეგი საძიებო კრიტერიუმების მიხედვით:

დღევანდელ მსოფლიოში ბიზნეს ინფორმაციის კულტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიებისათვის კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ამიტომ, ნუ გაუშვებთ შანსს გქონდეთ „საჭირო და არა ბევრი“ ინფორმაცია სტრატეგიის სწორად დაგეგმვისათვის.

წყარო:

http://blogs.hbr.org/ashkenas/2010/03/do-you-need-all-that-data.html

http://bcat.ge/front/

კომენტარები

comments