ჩვევები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება გაბედნიერებთ

თარიღი July 18, 2013
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on ჩვევები, რომელთა ყოველდღიური გამოყენება გაბედნიერებთ

სულ მცირე ცვლილებებსაც კი ყოველდღიურ ცხოვრებაში საბოლოო ჯამში შეუძლია საკმაოდ დიდი კვალი დაამჩნიოს თქვენს კარიერას. ბედნიერება, რეალურად, ადამიანის წარმატების ერთადერთი სწორი საზომია. სხვების გაბედნიერების უნარი კიდევ უფრო   დიდი ნიჭია, რომელიც წარუმატებელ ადამიანებს ნაკლებად ახასიათებთ.

წარმოგიდგენთ 9 მარტივ ქმედებას, რომელიც განგასხვავებთ ყოველდღიური რუტინული ცხოვრების მქონე ადამიანებისგან და თქვენს სიცოცხლეს უფრო სახალისოს გახდის:

1.    დაიწყეთ დღე მოლოდინით

თუკი ცხოვრების შესახებ რაიმეს თქმა დანამდვილებით შეიძლება, უდავოა, რომ ყველაფერი მოლოდინამდე და მოლოდინის შემდეგ პერიოდებად იყოფა.  ამიტომ დაიწყეთ დღე პოზიტიური განწყობით. საწოლიდან წამოდგომისთანავე იფიქრეთ, რომ „დღეს რაღაც სასიამოვნო მოხდება“.

2.    დაუთმეთ დრო დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრას

სტრესის ერთ–ერთი  მთავარი მიზეზი ხშირად ზედმეტად ბევრი საქმე ხდება. ამაზე წუხილის და დეპრესიაში ჩავარდნის ნაცვლად, უკეთესია, ორიენტირად ერთი საკითხი აიღოთ და იმაზე იფიქროთ, რომ მისი შესრულების შემდეგ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით.

3.    გაუკეთეთ საჩუქარი ყველა შემხვედრს

ეს არ გულისხმობს ტრადიციულ, კარგად შეფუთულ სუვენირს. საჩუქარი შეიძლება იყოს თქვენი ღიმილი, მადლობის გადახდა ან კომპლიმენტი, ზრდილობის გამომხატველი ნებისმიერი ქმედება, მეგობრული თავის დაკვრაც კი. ნურასდროს დატოვებთ გაჭირვებულებს უყურადღებოდ.

4.    უარი თქვით „პარტიზანულ“ საუბრებზე

პოლიტიკისა და რელიგიის შესახებ გამოთქმული არგუმენტები არასდროსაა „სწორი“, თუმცა ადამიანები განსაკუთრებით სწორედ იმ საკითხებზე ღიზიანდებიან, რომელშიც ყველაზე ნაკლებად ერკვევიან. როდესაც მსგავს თემებთან დაკავშირებით იწყება დისკუსიები, ეცადეთ თავი აარიდოთ მას მსგავსი ფრაზებით: “ამ საკითხზე მსჯელობა ძალიან მღლის“, „მოდით, შევცვალოთ საუბრის თემა“ და ა.შ.

5.    დარწმუნებული იყავით ადამიანების კეთილ განზრახვაში

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანთა აზრების კითხვა არ შეგვიძლია, საჭიროა თავდაპირველად გაიგოთ „რა“ განაპირობებს მათ ქცევას და მხოლოდ ამის შემდეგ განსაჯოთ თავად საქციელი.

6.    მიირთვით მაღალი ხარისხის პროდუქცია

ერთი შეხედვით, თითქოს არანაირ კავშირშია ეს საკითხი ადამიანის ბედნიერებასთან. თუმცა თანამედროვე მსოფლიოს აქტიური ტემპიდან გამომდინარე, ხშირად კვება უკანა პლანზე გადადის და შესაძლოა დაავადებებიც გამოიწვიოს. ბედნიერებისათვის ეცადეთ ყოველდღიურად მინიმუმ ერთხელ მაინც გემრიელი საკვები მიიღოთ: მაღალი ხარისხის ყველი ან შოკოლადი.

7.    დაივიწყეთ არასასურველი შედეგები

ბედნიერების კიდევ ერთი და უდიდესი მტერი კონტროლს მიღმა დარჩენილ საკითხებზე წუხილია. თუკი ყველაფერი გააკეთეთ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაშინ დასანანიც აღარაფერია. ამიტომ აიღეთ ორიენტაცია მომავალ საქმეებზე და ნუ დაიწყებთ იმაზე წუხილს, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. 

8.    გამორთეთ „უკანა ფონად“ ჩართული ტელევიზორი

ბევრი ადამიანი ნებისმიერი საქმიანობის დროს ტელევიზორს ჩართულს ტოვებს, რაც ხშირად მათ რეკლამების მსხვერპლად აქცევს და არაერთი გამოუსადეგარი ნივთის მფლობელები ხდებიან. ეს ყველაფერი ქვეცნობიერად მიმდინარეობს, ამიტომ ნუ გაებმებით სატელევიზიო სივრცის ბადეში.

9.    დაასრულეთ დღე მადლიერების გრძნობით

მანამ, სანამ დასაძინებლად წახვალთ, დაწერეთ დღის განმავლობაში მომხდარი ერთი სასიამოვნო რაღაც მაინც. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი საქმე, როგორც ბავშვის გაცინება ან ისეთივე ღირებული, როგორც მილიონდოლარიანი შეთანხმება. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობელი იყავით იმის, რომ ეს დღე არსებობდა, რადგან აღარასდროს განმეორდება.

 

წყარო: http://www.inc.com/geoffrey-james/9-daily-habits-that-will-make-you-happier.html

კომენტარები

comments