რაში გვეხმარება ინფოგრაფიკები

თარიღი September 1, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რაში გვეხმარება ინფოგრაფიკები

დღესდღეობით ინფოგრაფიკა ახალი ხილია მედიასა და ინტერნეტსივრცეში, მაგრამ ამ ფერადი აღნიშვნებისა და ილუსტრაციების პოპულარობა თანდათან იმატებს, რადგანაც ის ნამდვილად ამართლებს ბიზნესის სფეროში და არასდროს რჩება ყურადღების მიღმა.

სწრაფი ვებ ძიების ფუნქცია მომავალში გაზრდის ინფოგრაფიკის მრავალფეროვნებას ნებისმიერ საკითხში. როგორც ვიზუალური საკომუნიკაციო სქემა, ინფოგრაფიკები საჭირო ხდება სტატისტიკური მონაცემებისა და რთული სქემების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ არავინ იცის სად მთავრდება მათი მნიშვნელობა. ფაქტობრივად, ინფოგრაფიკებს შეუძლია ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადმოცემა ფოტოს სახით გაცილებით უკეთესად და ზუსტად, ვიდრე ყველაზე გამართულ ტექსტსაც კი.

ინფოგრაფიკებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმატის სახეც. განლაგება, მიმართულება და სტილი დამოკიდებულია დიზაინერის კრეატიულობაზე. მომავალში თანდათან დაიხვეწება მოძრავი ინფოგრაფიკაც (მოძრავი ინფოგრაფიკა მოძრავი ელემენტებით, რაც აუდიტორიის მეტ ჩართულობას იწვევს).

ზოგისთვის შესაძლოა დამაბნეველი იყოს ინფოგრაფიკების შექმნის პროცესი, მაგრამ საქმე გაცილებით მარტივია: შექმენით რაიმე მიმზიდველი და შესაფერისი, რაც თქვენს აუდიტორიასთან დაგაკავშირებთ და გაცილებით მარტივად მიაწვდით ინფორმაციას. სწორედ კომუნიკაციის სტილი და სიმარტივე მეტყველებს ორგანიზაციის ან ბრენდის ხარისხზე.

აი, რით უნდა იწყებოდეს ყველა ინფოგრაფიკა – კომუნიკაციით. ყოველ დღე ჩვენ ვიყენებთ კომუნიკაციის საკმაოდ ბევრ მეთოდს, რათა სრულვყოთ ჩვენი გეგმები, გავიუმჯობესოთ ცოდნა და სხვებს გავუზიაროთ იდეები. ამრიგად, ყველა ინფოგრაფიკიკის მესიჯი უნდა იყოს ნათელი და სწორად მორგებული კონკრეტულ მიზანზე.


ინფოგრაფიკებს აქტიურად იყენებენ ვებ სივრცეში, რომელიც გაცილებით ინტერაქტიულია. გადაავლეთ თვალი ბლექბერის მცირე ბიზნესის ინფოგრაფიკას. მისმა ავტორებმა შეიმუშავეს მოხერხებული ზუმის ფუნქცია სივრცესა და ტექსტთან მიმართებაში.

არსებობს ალტერნატივაც – ინფოგრაფიკა შეიძლება შეიქმნას ისეთი სახითაც, რომ მოსახერხებელი იყოს ამოსაბეჭდად. ინფოგრაფიკის დანიშნულება ასევე განიხილება სატრანსპორტო რეკლამადაც, მაგალითად, ისეთი როგორიცაა ლონდონის მიწისქვეშა გადასასვლელებში. ჩართულობის თვალსაზრისით, მომგებიანია ინფოგრაფიკების ისეთ ადგილას განთავსება, სადაც არსებობს საკმარისი დრო და მანძილი მაყურებლისთვის, რათა სწორედ ჩაწვდნენ და აღიქვან ინფოგრაფიკით გადმოცემული ინფორმაცია.

მორგებულობა კაპიტალდაბანდებაზე

ყველაფრისგან, სადაც ჩვენ ვახდენთ დროისა და ფულის ინვერტიციას, გვჭირდება კარგი უკუკავშირი. ეს შეიძლება გაიზომოს ვებ-გვერდზე მომხმარებლების აქტიურობით ან კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების რაოდენობით. მაგრამ, ამასთან ერთად, ინფოგრაფიკები მნიშვნელოვანია ბრენდის მშენებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან კარგად შესრულებულ ინფოგრაფიკს შეუძლია გაზარდოს კომპანიის რეპუტაცია.

იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ინფოგრაფიკის მორგებულობა კაპიტალდაბანდებაზე (ROI – return on our investment), უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის მაქსიმალურადაა გამოყენებული. ინფოგრაფიკებს ასევე აქვს ხელშეუვალი ვირუსული პოტენციალი. თუ ნამდვილად ადეკვატური და საჭიროა, ისინი შეიძლება გაზიარებულ იქნეს ვებ–გვერდზე, სოციალურ მედიაში, ელ. ფოსტით და ონლაინ გამოცემებში. თქვენი ვებ-გვერდის უბრალო სოციალურ ღილაკებს მიღმა მნიშვნელოვანია, რომ გრაფიკი კარგად ბრენდირებული გქონდეთ.

ვინაიდან მომხმარებლების ყურადღება ტრადიციული რეკლამებისადმი თანდათან იკლებს, შესაბამისად, საკომუნიკაციო მეთოდები თანდათან ვითარდება და იხვეწება. ინფოგრაფიკები კი ამ მეთოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

წყარო: www.mashable.com

კომენტარები

comments