ნოემბრიდან საქართველოში „ადიდასის“ პროდუქცია შეიკერება

თარიღი September 15, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on ნოემბრიდან საქართველოში „ადიდასის“ პროდუქცია შეიკერება

რადიო კომერსანტის ცნობით, საქართველოში „ადიდასის“ პროდუქცია ნოემბრიდან შეიკერება.

ამის შესახებ commersant.ge-ს საფეიქრო საწარმო  „აჭარა ტექსტილში” განუცხადეს. მათი თქმით,  კომპანიამ „ადიდასის“ შეკვეთების შესასრულებლად ახალი საწარმო ააშენა, თუმცა დირექტორატის გადაწყვეტილებით, ნოემბრამდე ამ საწარმოში „პუმას“ პროდუქცია შეიკერება.

ცნობისთვის: აჭარა ტექ სტილი ”  „პუმას” შემდეგ კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის „ადიდასის” კონტრაქტორიც გახდა. „ადიდასის” ბათუმურ საწარმოში მსოფლიო ს სხვადასხვა ქვეყნებისთვის შეიკერება პროდუქცია. საწარმოში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 500 ათასიდან მილიონ დოლარამდე მერყეობს. „აჭარა ტექსტილს” კიდევ ერთი ფაბრიკა ქობულეთში აქვს, სადაც „პუმას” შეკვეთებს ასრულებს.

წყარო: www.financial.ge

კომენტარები

comments