რა არ უნდა გააკეთოთ კორპორაციულ საღამოზე, ხუმრობითაც კი

თარიღი December 26, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა არ უნდა გააკეთოთ კორპორაციულ საღამოზე, ხუმრობითაც კი

მოვიდა დრო, როცა ყველა მოუთმენლად ელოდება საოცარ კორპორაციულ საღამოს. ალბათ ყველას მოგისმენიათ შოკისმომგვრელი ისტორია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თანამშრომლის ზღვარგადასული ქმედების და ფეხშიშველი სეირნობის შესახებ, რომელიც ორშაბათს სირცხვილის კორიდორის გავლით სრულდება.

ნუ მისცემთ დღესასწაულებს სანანებელი ქმედების პროვოცირების უფლებას. წარმოგიდგენთ ქცევებს, რომლისგანაც შორს უნდა დაიჭიროთ თავი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოსი ხართ.

1.    ნუ დაიწყებთ საღამოს ნეგატივით

გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებაა, განსაკუთრებით ლოიალური თანამშრომლებისათვის. ნუ გამოცხადდებით ნასვამ მდგომარეობაში, დაგვიანებით ან შეუსაბამოდ გამოწყობილი. შესაძლოა, საკუთარი ინდივიდუალურობის დემონსტრირების სურვილი ძალიან დიდი გქონდეთ, თუმცა კორპორაციულ საღამოზე ამის ადგილი არაა.

2.    ნუ მოიქცევით ისე, თითქოს მანამდე არასდროს ყოფილხართ მსგავს  ადგილას    

პრინციპი მარტივია – თუ ფხიზელი არ გააკეთებდით იმავეს, ნურც ახალი წლის წვეულებაზე მისცემთ თავს ზედმეტის უფლებას. ნუ მიირთმევთ ყველაფერს და ნუ მოიქცევით შეუფერებლად ნებისმიერ ადამიანთან. ის, თუ როგორ შეფასებას დაიმსახურებთ კოლეგებისგან, სწორედ თქვენზეა დამოკიდებული.

 3.    ნუ ისაუბრებთ საქმეზე

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე კორპორაციულ საღამოზე წრეში ჩამდგარი, საქმეზე მოსაუბრე საზოგადოება. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ დრო იმ ადამიანების ინტერესების უკეთ გასაგებად, ვისთანაც მთელს დღეს ატარებთ და არა დასრულებული ან დაუსრულებელ პროექტებზე სასაუბროდ.

 4.    ნუ აუხსნით სიყვარულს

„მე შენ მიყვარხარ“, ეს ნამდვილად არაა ის ფრაზა, რომელიც კორპორაციულ საღამოზე უნდა გაჟღერდეს. არაერთი ისტორია მოიძებნება იმის დასტურად, თუ როგორი მარცხით დასრულებულა ღონისძიების დროს დაწყებული რომანტიკა.

 5.    ნუ იქნებით სასმელთან დაკავშირებული თამაშების ინიციატორი

ვის არ უყვარს ჭიქა ტეკილა?! თუმცა ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ნუ აღმოჩნდებით ადამიანი, რომელიც დღეს კოლეგის მხარზე ასრულებს მძინარე მდგომარეობაში.

 6.    ნუ გამოხატავთ რეალურ გრძობებს კოლეგების მიმართ 

კორპორაციულ საღამოებს ხშირად იყენებენ თანამშრომლებზე აზრის გამოსახატავად, თუმცა ნამდვილად შეუფერებელი დროა მაგ. უფროსის მიმართ რეალური დამოკიდებულების საჩვენებლად ან პირიქით. თქვენთვის შეინახეთ გულწრფელი ფიქრები.

 7.    უარი თქვით მიკროფონზე

ალკოჰოლსა და მიკროფონს შორის უცნაური კავშირი არსებობს – რაც უფრო მეტს სვამენ, მით მეტად უჩნდებათ მისი გამოყენების სურვილი (მთელი კარაოკეს ბიზნესი ამ პრინციპზეა აწყობილი). თავი შეიკავეთ სიტყვით გამოსვლისგან, რადგან დიდი ალბათობით, მისი ჩანაწერის ყურებაზე ახსნა–განმარტებების გაკეთება მოგიწევთ. მიანდეთ თქვენი გართობა პროფესიონალებს.

წყარო 

კომენტარები

comments