რა უნდა იცოდეთ გასაუბრებისას

თარიღი December 18, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რა უნდა იცოდეთ გასაუბრებისას

   დამსაქმებელთან გასაუბრებაზე კანდიდატები ხშირად ბევრს საუბრობენ, შესაბამისად იქცევა ინტერვიუერიც, თუმცა წარმოგიდგენთ იმ საკითხებს, რომელზეც რეალურადაა საჭირო ყურადღების გამახვილება.

1.    გახადეთ ურთიერთობა სასიამოვნო

   დამსაქმებლებს ისეთ ადამიანთან სურთ მუშაობა, ვინც მათ მოწონებას იმსახურებს და იგივე ემოციით პასუხობენ. ისაუბრეთ გარკვევით, დამაჯერებლად და ამავდროულად ზომიერად კრიტიკულად. გაიღიმეთ, გაიმართეთ, გამოხატეთ ენთუზიაზმი, ნუ დაივიწყებთ თვალით კონტაქტსაც, რადგან დამსაქმებელ–დასაქმებულის ურთიერთობა სწორედ ინტერვიუდან იწყება.

  კანდიდატი, რომელიც სასიამოვნო შთაბეჭდილებას დატოვებს პირველივე ჯერზე, ავტომატურად გააბამს რეალური ურთიერთობის ძაფს და სრულ კომფორტს შეიქმნის სამომავლო ურთიერთობებში. შესაძლოა, საკმარისად გამოცდილი კადრი იყოთ, თუმცა თუ თქვენთან თანამშრომლობა სიამოვნებას არ მიანიჭებს სხვებს, ნაკლები შანსია დაგიქირავონ. ცხოვრება ისედაც ძალიან ხანმოკლეა.

 2.    ნუ იტყვით, რომ სასწრაფოდ გჭირდებათ სამსახური

  მართალია, დამსაქმებელზე დადებითად მოქმედებს ენთუზიაზმის დანახვა, თუმცა არა დეტალების გაცნობამდე. შესაძლოა, თქვენგან კვირაში 60 საათით მუშაობას, 80% მოგზაურობას ან ნაკლებად კვალიფიციურ კადრთან დაქვემდებარებას მოითხოვენ… მაშინ რას აპირებთ? არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის კვლევა ჩაატარეთ კომპანიის შესახებ. მანამ ვერ გაიგებთ რეალურად რამდენად მიმზიდველია კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობა, სანამ ყველა დეტალს არ გაარკვევთ.

 3.    იყავით განსხვავებული…

   მწარე რეალობაა, რომ კადრების მენეჯერებს ხშირად არც კი ახსოვთ კანდიდატები თუ გარკვეულ შენიშვნებს არ ჩაიწერენ. უსამართლობაა? დიახ, თუმცა რეალობაა. რაც უფრო ბევრ ადამიანთან უწევთ შეხება, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითოეული თქვენგანისგან მიღებული შთაბეჭდილებები, ვიდრე უბრალო ფაქტების სია. მაგ. გაცილებით მარტივია პორტფელიანი ახალგაზრდა მამაკაცის ან მოგზაურობის მოყვარული ქალბატონის გახსენება.

  მოკლედ რომ ვთქვათ, დამსაქმებლები გიმახსოვრებენ „სატყუარით“, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მომხიბლავია ის, უბრალოდ გამოიყენეთ თქვენს სასიკეთოდ. ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, ინტერესები ან განსხვავებული შემთხვევა კარიერიდან თუ პირადი ცხოვრებიდან. უკეთესია ეს ეხებოდეს პროექტს, რომელიც წარმოუდგენლად მოკლე დროში განახორციელეთ ან გაყიდვების მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი. ნუ მისცემთ დამსაქმებლებს არჩევანის გაკეთების საშუალებას, გამოიყენეთ ერთი–ორი „სატყუარა“, რათა დაგიმახსოვრონ.

 4.    …თუმცა არა უხეშობით

 შეუძლებელია ყველაფერი იმის დამახსოვრება, რაზეც ისაუბრეთ, თუმცა აუცილებლად გაახსენდებათ თქვენი ნეგატიური ტონი. ზოგიერთი კანდიდატი დაუფიქრებლად წუწუნებს ყოფილ დამსაქმებელზე, კოლეგებზე და მომხმარებლებზე. მაგ. თუ არ გსიამოვნებთ ზედმეტი დაქვემდებარებულობა, აღნიშნეთ, რომ კარგი იქნებოდა მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. შესაძლოა, მთელი რიგი მიზეზები გქონდეთ ახალი სამსახურის დასაწყებად, თუმცა დამსაქმებელმა უნდა დაინახოს, რომ მხოლოდ ძველი სამსახურით იმედგაცრუებული თანამშრომელი არ ხართ, რომელიც სასწრაფოდ ახლის დაწყებას ცდილობს.

   გასაუბრება პირველი პაემანივითაა, როდესაც საუკეთესო მხარეები წარმოჩინდება წინა პლანზე. ამ დროს თუ წუწუნს მოჰყვებით, დამსაქმებელს მესიჯს მიაწვდით, რომ რამდენიმე თვეში შესაძლოა იგივე ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.

 5.    დასვით კითხვები …

  კადრების მენეჯერებს სჭირდებათ არგუმენტები თქვენზე არჩევანის შესაჩერებლად, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რამდენად შეგეფერებათ პოზიცია. ამიტომ, დასვით კითხვები: რას მოითხოვენ? რეალურად რა იწვევს მაღალი შედეგების მიღებას? როგორ ხდება მიღწევების დაფასება? – ანუ ყველაფერი, რაც გეხებათ თქვენც, დამსაქმებლებსაც და კომპანიასაც. თქვენ უკეთესად იცით, რა პირობებში შეძლებთ მაქსიმუმის გაკეთებას, დამსაქმებელმა – არა. კითხვების დასმის გარეშე ვერ დაამტკიცებთ საქმით რეალურად დაინტერესებას.

 6.    … თუმცა მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით

    გასაგებია, რომ ყველას სურს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დაბალანსებული კავშირი, თუმცა გასაუბრებისას ნუ დასვამთ კითხვებს შვებულების პირობებთან, შესვენების დამატებით საათსა თუ ბავშვის მოვლის საკითხებთან დაკავშირებით.  თავდაპირველად გაარკვიეთ რამდენად შეესაბამებით პოზიციას ან რა ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილეთ დანარჩენი.

 7.    წარადგინეთ პროექტი

 დამსაქმებლები ელოდებიან თქვენი მხრიდან კომპანიის შესახებ პატარა კვლევის ჩატარებას, თუმცა ეს გასაოცარი კი არა, აუცილებლობაა. ის, რაც რეალურად აკვირვებთ, შესასრულებელ დავალებებთან დაკავშირებით მკვეთრად ჩამოყალიბებული გეგმაა – რაც უფრო მეტად აისახება ის შედეგებზე, მით მეტ გავლენას ახდენს დამსაქმებელზე. თუ განსაკუთრებული უნარი გაქვთ, დაანახეთ, როგორ შეიძლება მისი გამოყენება. დაიმახსოვრეთ, რომ ანაზღაურებას პირველივე დღიდან იღებთ, შესაბამის უკუგებას ელიან დამსაქმებლებიც.

 8. გამოხატეთ მუშაობის დაწყების სურვილი, თუმცა დაამტკიცეთ რატომ

    ინტერვიუს დასრულების შემდეგ მკვეთრად გამოხატული სურვილი უნდა გქონდეთ, გინდათ თუ არა მუშაობის დაწყება. დასვით დამატებითი კითხვები. მათი არქონის შემთხვევაში კი ეშმაკობა მოიშველიეთ, თავი მოაჩვენეთ, რადგან დამსაქმებლებს მოსწონთ კითხვების მოსმენა. მათ აინტერესებთ, რა არის თქვენი მოტივაციის წყარო: გუნდური მუშაობა, ხშირი მივლინებები, ხელმძღვანელის როლი და ა.შ. იკითხეთ და დაამტკიცეთ, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ.

  9. გამოიჩინეთ ყურადღება

   ყველა დამსაქმებელი აფასებს კანდიდატების მიერ გამოჩენილ ყურადღებას ინტერვიუს დასრულების შემდეგ. თუ სათქმელი არაფერი გაქვთ, უბრალოდ აღნიშნეთ, რამდენად სასიამოვნო იყო მათთან შეხვედრა და რომ მზად ხართ კვლავ უპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს ოფიციალური შეხვედრის ჩარჩოებს.

   პირველ რიგში მოწონებას ინტერვიუს დროს წამოჭრილ საკითხებზე გამოხმაურება იმსახურებს. მაგ. ინფორმაციის შეგროვების ან ხარისხის გაუმჯობესების თქვენ მიერ აპრობირებული მეთოდების გაცნობა. რაც უფრო ყურადღებით იქნებით ინტერვიუს დროს, მით ადვილად იპოვნით შესაბამის საკითხებს.

    დაიმახსოვრეთ, ყველაზე გამოცდილი კადრებიც კი ურთიერთობის სწორად აწყობაზე არიან დამოკიდებული.

წყარო 


კომენტარები

comments