რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 42.4%-ით გაიზარდა

თარიღი September 15, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 42.4%-ით გაიზარდა

2011 წლის აგვისტოში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 42.4%-ით გაიზარდა და 4 587 ერთეული შეადგინა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტებიდან 98.1% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 1.9% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი). სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.048 დონეზე დაფიქსირდა.

2011 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 21.6%-ით შემცირდა.

წყარო: www.ghn.ge

კომენტარები

comments