Apple, შესაძლოა, სმარტფონების წარმოების ლიდერი გახდეს

თარიღი September 15, 2011
კატეგორია: ბიზნეს სიახლეები | Comments Off on Apple, შესაძლოა, სმარტფონების წარმოების ლიდერი გახდეს

წლის ბოლომდე, შესაძლოა, Apple-მა “ჭკვიანი ტელეფონების” წარმოებაში Nokia-ს გადაასწროს, ამის შესახებ ინფორმაციას ტაილანდური ინტერნეტ-რესურსი Digitimes Research-ი ავრცელებს.

სმარტფონების მწარმოებელი ათი კომპანიიდან წელს მხოლოდ Nokia-მ შეამცირა სმარტფონების წარმოება.

Digitimes-ის ინფორმაციით, 2011 წელს მსხვილმა მწარმოებლებმა 460 მლნ. “ჭკვიანი ტელეფონი” აწარმოეს, რაც გასულ წელთან შედარებით 60 %-ითაა გაზრდილი

წყარო: www.ghn.ge

კომენტარები

comments