როგორ არ უნდა მოიქცეთ კორპორატიულ წვეულებაზე

თარიღი December 8, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ არ უნდა მოიქცეთ კორპორატიულ წვეულებაზე

ნუ დაიგივიანებთ

სანამ წვეულება დაიწყება, საუკეთესო შანსი გეძლევათ,  მეგობრული საუბარი წარმართოთ აღმასრულებელ ხელმძღანელობასთან.  ეს დაგეხმარებათ მათი კეთილგანწყობის მოპოვებაში.

 

ნუ იქნებით მარტოხელას როლში

ნუ მოკალათდებით კუთხეში და მთელ საღამოს ნუ გაატარებთ იმ თანამშრომლებთან, რომლებთან ერთადაც მუშაობთ. კორპორატიული წვეულება შესანიშნავი საშუალებაა უკეთ გაიცნოთ კომპანიის სხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებიც. თანაც, არ იცით, რომელი მათგანი შეიძლება დაგეხმაროთ „მაღალ საფეხურზე“ ასასვლელად.

საკუთარ თავზე კონტროლს ნუ დაკარგავთ

თუკი კორპორატიულ წვეულებაზე ალკოჰოლი დაშვებულია, დალიეთ 1-2 ჭიქა და არა 12!  საღამოს უგონოდ დათრობამ შეიძლება შედეგად თქვენი სამსახურიდან გათავისუფლება არ გამოიწვიოს, მაგრამ ხუმრობების სამიზნე მომდევნო დღეს მაინც გახდებით, რაც ალბათ არც თუ ისე სასიამოვნო იქნება.

ნუ შეეცდებით ბოსთან დემონსტრირებას

თუკი ბოსი რაიმეზე დარდობს და თქვენ იცით უფრო მეტი ამის შესახებ, სასურველია, ეს ყველაფერი თქვენთვის შეინახოთ.

ნუ მოყვებით დისკრიმინაციულ ანეკდოტებს

გაითვალისწინეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არაფხიზელია წვეულებაზე მყოფი საზოგადოება, ზემოთაღნიშნული ტიპის ანეკდოტები მაინც დაამახსოვრდებათ და ვინმეს ის მაინც გააღიზიანებს.

ნუ იფლირტავებთ

კორპორატიული წვეულება ფლირტისგან დაცული ზონაა. იმის მიუხედავად, თუკი ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მოეშვათ და მოდუნდეთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი და შეგრძნებები, განსაკუთრებით მაშინ,  თუკი მომხიბვლელი თანამშრომელი გყავთ, რომელთანაც სხვა დროს სიამოვნებით იფლირტავებდით.

ნუ ისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავდით კომპანიას

იმედგაცრუების წელი გქონდათ და ფიქრობთ, რომ თქვენ უკეთ შეძლებდით კომპანიის გაძღოლას? ამ საღამოს ეს დაივიწყეთ.

 

ნუ იქნებით უარყოფითი განწყობით

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ თქვენ ბევრად რთული წელი გქონდათ სამსახურში ვიდრე თქვენს კოლეგას, მაგრამ ამ საღამოს კოლეგიალობა შეინარჩუნეთ და მსგავსი ტიპის განწყობა მაქსიმალურად შენიღბეთ, ეცადეთ გარშემომყოფებმა არ შეგატყონ.

 

კომენტარები

comments