როგორ უნდა მოიქცეს ახალი თანამშრომელი, რომ არ მოგიხდეთ მისი სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი November 21, 2011
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა მოიქცეს ახალი თანამშრომელი, რომ არ მოგიხდეთ მისი სამსახურიდან გათავისუფლება

ყველა მცირე ბიზნესის მფლობელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ახალი კადრის აყვანასთან დაკავშირებით, ხშირად შეცდომას უშვებს. რაც არ უნდა მკაცრი იყოთ გასაუბრებისას, ნუ იფიქრებთ, რომ რაც ნახეთ რესპონდენტის სახით, იმავეს მიიღებთ მისი მუშაობის დროს.

მუშაობის დასაწყისში ძალიან ძნელია მიხვდეთ, რამდენად გაამართლებს თქვენს მოლოდინს ახალი თანამშრომელი. ენთუზიაზმი, დადებითი დამოკიდებულება… ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც შეიძლება ახალი თანამშრომელი გთავაზობდეთ.

როგორც წესი, მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები თავს იჩენს ხოლმე სამუშაოს დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეს პროცესი შეიძლება აისბერგის პრინციპსაც შევადაროთ. 

ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი დაგეხმარებათ მიხვდეთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თუ არა გასაუბებისას, როცა კონკრეტული თანამშრომელი აიყვანეთ:

სოციალური მედია = დაკარგულ დროს: სხვადასხვა კომპანიაში მომუშავე ადამიანები Facebook-ზე, Twitter-სა და ზოგადად ინტერნეტს ხშირად მოიხმარენ საკუთარი ინტერესებისთვის სამუშაო დროის განმავლობაში. თუკი შეამჩნევთ, რომ ახალმა თანამშრომელმა სამუშაო საათებში  Facebook-ზე მსგავსი ტიპის სტატუსი ატვირთა: „ღმერთო, აქ რატომ ვმუშაობ?!“  უნდა ივარაუდოთ, რომ პერსონალური მიზნებისთვის ინტერნეტის გამოყენებას ის მომავალში აუცილებლად გაზრდის. მყარი სამუშაო ეთიკა დროთა განმავლობაში იქმნება, ცუდს კი პირიქით – სულ ცოტა ხანი სჭირდება.

შუქი ანთია, მაგრამ სახლში არავინა: თანამშრომელი, რომელიც ხშირად აგვიანებს ან აცდენს სამსახურს, აუცილებლად იქნება ქრონიკულად სამუშაო განრიგის დამრღვევი. 1000 მუშაკს იკვლევდნენ 5 წლის განმავლობაში. კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ ახალი თანამშრომლების 35%  ხშირად აცდენდა ან აგვიანებდა სამსახურის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში. დანარჩენი 45% კი ძალძე იშვიათად თუ არღვევდა დასწრების წესებს.

გავაკეთებდი, მაგრამ… როგორ მიხვდებით რა გჭირდებათ ახალ სამსახურში, სანამ ბოლომდე კარგად არ შეეთვისებით გარემოს და კარგად არ გაიაზრებთ სამუშაოს არსს? შესაბამისად, ახალი თანამშრომლების უმრავლესობასაც

სჭირდება დრო ამ ყველაფრისთვის. მაგრამ თუ ის მუდივად ითხოვს უკეთეს  კომპიუტერს, სხვა სამუშაო მაგიდას, სპეციალურ პროგრამას კომპიუტერისთვის და ა.შ. მსგავსი ტიპის პრეტენზიების მაგივრად აჯობებს, საკუთარ თავში ეძებოს მიზეზი, თუკი საკუთარი შესრულებული დავალებით უკმაყოფილოა.

თავდაჯერებული კვადრატში… ახალი თანამშრომლები აუცილებლად უნდა გამოთქვამდნენ მტკიცედ საკუთარ აზრს და აფიქსირებდნენ გადაწყვეტილებებს. მათ ასევე გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ კარგი ურთიერთობა გუნდის წევრებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი თანამშრომელი, რომელიც მკაცრად, ძალიან ხმამაღლა, ჯიუტად  და ხანგრძლივად ამტკიცებს საკუთარი პოზიციის სისწორეს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მისი და სამსახურის „თაფლობისთვე“ დასრულებულია. მშვიდი და მტკიცე თანამშრომელი კარგი შენაძენია კომპანიისთვის, მაგრამ თუკი ზემოთაღწერილ ტიპაჟთან გაქვთ საქმე, იცოდეთ რომ ის მუდმივი თავსატეხი იქნება.

იქ ასე ვაკეთებდით… ახალმა თანამშრომელმა თავისთავად სამსახურში უნდა მოიტანოს ახალი იდეები და უნარები ყოფილი სამსახურიდან. მაგრამ დაუშვებელია ისეთი ფრაზების წარმოთქმა, როგორიცაა: „როცა ძველ სამსახურში ვმუშაობდი, ასე და ასე ვაკეთებდით… შეიძლება მის ძველ სამსახურში გარკვეულ საქმეს მართლაც უკეთესი მეთოდებით აკეთებდნენ, მაგრამ ამის მოსმენა ახალ სამსახურში ნამდვილად არავის ესიამოვნება. კარგად დააკვირდით ახალ თანამშრომელს და მის ქცევას, მით უმეტეს, თუ  არ გინდათ რომ თქვენს ბიზნესზე ისე ილაპარაკონ, როგორც თავიანთ  ყოფილ სამსახურზე…

 

 

წყარო: cbsnews

 

 

კომენტარები

comments