როგორ მოვხიბლოთ ხელმძღვანელი სამსახურის დაწყებისთანავე?!

თარიღი May 19, 2014
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ მოვხიბლოთ ხელმძღვანელი სამსახურის დაწყებისთანავე?!

არავინ ელის თქვენგან ყველაფრის ცოდნას სამსახურის დაწყებიდან პირველივე დღეს ან თუნდაც თვის განმავლობაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს კვლევა–ძიების პროცესში, კოლეგების მოხიბვლის შესაძლებლობას. მაშ ასე, პროფესიონალიზმი თუ არა, მაშინ რის დანახვას ელიან ახალი თანამშრომლებისგან საწყის ეტაპზე?

სტატიაში გაეცნობით 15 ახალგაზრდა მეწარმის პოზიციას კითხვაზე: „რის გაკეთებას ელით ახალი თანამშრომლისგან პირველ დღეებში იმაში დასარწმუნებლად, რომ გარანტირებულია მისი გრძელვადიანი წარმატება?“

 1.    მოიპოვეთ ნაადრევი აღიარება – იფიქრეთ გზებზე, რომლითაც მომენტალურად შექმნით გუნდისთვის გარკვეული სარგებლის მოტანის იმპულსს. ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, მალევე იმსახურებენ კეთილგანწყობას და კომპანიაში გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივას იჩენენ.

2.    მოიფიქრეთ ერთი დიდი იდეა – ნუ შეწუხდებით ბოსისთვის ყავის მომზადებასა და კოლეგების ლანჩის შეკვეთის ზედმიწევნით სწორად შესრულებაზე. ამის ნაცვლად, ეცადეთ მოიფიქროთ ახალი, თამამი იდეა ბიზნესის ყოველკვირეული განვითარებისათვის. მიიტანეთ ის ხელმძღვანელამდე ან, უკეთეს შემთხვევაში, გამოაქვეყნეთ საჯაროდ და შესთავაზეთ გუნდის შეკრება მის განსახორციელებლად. გახსოვდეთ ისიც, რომ მლიქვნელობას შედეგი არ მოაქვს, ლიდერობას და ინიციატივიანობას – კი.

 3. დაუახლოვდით  კოლეგებს – თუ სამსახურის დაწყებიდან პირველ დღეებს მუდმივად სამუშაო მაგიდასთან გაატარებთ და ნაკლებ დროს დაუთმობთ კოლეგებთან ურთიერთობას, გაცილებით რთულად გაერკვევით  სიტუაციაში და მოიძიებთ თქვენთვის სასურველ კითხვებზე პასუხს. იმოძრავეთ ოფისში, ლანჩის დროს ისარგებლეთ სამზარეულოთი და გამოკითხეთ კოლეგები, რით არიან დაკავებულები, რაზე მუშაობენ და რა იწვევს მათ კმაყოფილებას ყოველ დღე სამსახურში მოსვლისას.

4. იმუშავეთ ზეგანაკვეთურად – პირველი, რაც ხელმძღვანელებს თვალში ხვდებათ, ახალი თანამშრომლის მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობაა. როდესაც თანამშრომელი 5 საათზე ტოვებს ოფისს, უკვე გვექმნება მასზე წარმოდგენა და პირიქით, თუ კადრი დამატებით საათებს და ძალისხმევას ხარჯავს ცოდნის გასაღრმავებლად, ის სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ეძებენ დამსაქმებლები.

5. იხუმრეთ – დამსაქმებლები საკმაოდ აქტიურად განიხილავენ კანდიდატების კულტურის თანხვედრას სრული განაკვეთის პოზიციებზე.  იმ დროისათვის, როცა რეალურად ქირაობენ თანამშრომელს, მისგან კოლეგებისა და არსებული სიტუაციის ისე ცნობას ელიან, რომ ხუმრობა შეეძლოს. თუ თავს არასაკმარისად კომფორტულად გრძნობთ იმისათვის, რომ მცირედით გაიღიმოთ, ეს პრობლემის არსებობის მანიშნებელია.

6.  გამოხატეთ  დაინტერესება  – პირველ დღეებში, განსაკუთრებით იმუშავეთ ყველა შიდა მომხმარებლის გაცნობაზე, წარუდგინეთ მათ საკუთარი თავი და დაგეგმეთ ინტერვიუ სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. გამოხატეთ ცნობისმოყვარეობა, დაინტერესება და გულწრფელობა.

7.  განსაზღვრეთ  მიზნები   – გრძელვადიან პერიოდში წარმატების მისაღწევად საჭიროა სამსახურის დაწყებისთანავე კომპანიის სამომავლო გეგმების და მიზნების გაგება. კოლეგებისათვის კითხვების დასმას სტრატეგიისა და ძირითადი მაჩვნებლების შესახებ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება „ახალი“ თანამშრომლის შეფასებისას. გრძელვადიან გეგმებში გარკვევის შემდეგ კი უფრო მარტივდება მიზნის მისაღწევად ყოველდღიური მუშაობა.

8. მიიღეთ საჭირო განათლება – მანამ, სანამ თამაშის შეცვლას შეეცდებით, თავდაპირველად მოქმედების წესები შეისწავლეთ. სოციალიზაციაზე და შთაბეჭდილების მოხდენაზე ნერვიულობის ნაცვლად, ორიენტირად ორგანიზაციასა და  ადამიანებს შორის ურთიერთობა აიღეთ. თავდაპირველად ისწავლეთ, შემდეგ იმუშავეთ, ბოლოს კი ასწავლეთ.

9. დაიმახსოვრეთ სახელები – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახალი კადრისთვის გუნდის ყველა წევრის სახელის დამახსოვრებაა. არაფერი ეხმარება მას იმაზე უკეთ, ვიდრე პერსონალური მისალმება ყოველ დილით.  ეს ხელს უწყობს ნდობის გაღრმავებას და კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

10. იმუშავეთ სახლში – მართალია უამრავი საკითხია, რომელიც მუშაობის პროცესში ისწავლება, თუმცა გარკვეული ინფორმაციის მიღება სახლში ძიებითა და სწავლითაცაა შესაძლებელი. როდესაც ახალი თანამშრომელი კითხულობს, რის წაკითხვა ჯობია საკითხში უკეთესად გასარკვევად, ეს უკვე სწორ მესიჯს იძლევა კანდიდატის შესაბამისობასთან დაკავშირებით.

11. განსაზღვრეთ როლები – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად შეეწყობა კადრი მსხვილ ორგანიზაციას და მისი წევრების საქმიანობას. ამიტომ თითოეულის აქტივობების გარკვევა დაგეხმარებათ დარწმუნდეთ გუნდის ეფექტიანად მუშაობასა და სწორი კომუნიკაციის წყალობით, ინფორმაციის შესაბამისად გადანაწილებაში.

12. დასვით  კითხვები – საკმაოდ ბევრის მანიშნებელია ახალი თანამშრომლის მხრიდან დაინტერესების გამოჩენა, რომელიც შეკითხვების, გამოკითხვის გრძელი სიებით გამოიხატება. ეს არა მხოლოდ სამსახურით მის დაინტერესებასა და პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მეტყველებს, არამედ სამომავლოდ კომპანიაში მისი ადგილისა და თავად ორგანიზაციის მდგომარეობის განსაზღვრასაც უწყობს ხელს.

13. დაგეგმეთ და გამოყავით პრიორიტეტული საკითხები – კიდევ ერთი საკითხი, რასაც დასაქმებულისგან ელიან სამუშაო ვალდებულებების ორგანიზება და პრიორიტეტების გამოყოფაა. შეფასებისას ერთ–ერთი მაჩვენებელია კადრის უნარი ჩაეტიოს ვადებში. უდავოა, დიდი წარმატების მოტანა შეუძლია რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობას, თუმცა საკითხების პრიორიტეტულობის განსაზღვრა უკეთესად კონცენტრირების და მეტის მიღწევის საშუალებას იძლევა.

14. გახდით გუნდის წევრი – აჩვენეთ, რომ მორცხვი არ ხართ და გუნდში შესვლის სურვილი გაქვთ. წარუდგინეთ თავი კოლეგებს და ეცადეთ, ყოველ დღე ერთი ახალი ნაცნობი შეიძინოთ. თქვენი და კომპანიის გრძელვადიანი წარმატება გუნდზეა დამოკიდებული, ამიტომ საჭიროა მისი ნაწილი რაც შეიძლება მალე გახდეთ.

15. იყავით ენერგიული – დარწმუნებული იყავით, პირველი დღეების ენთუზიაზმის გარეშე დაწყება წარუმატებლობის გარანტიაა. დაანახეთ გარშემომყოფებს იქ ყოფნის სურვილი. ნუ გაუჩენთ ეჭვს თქვენსა როლსა და საკითხით დაინტერესებასთან დაკავშირები.

 წყარო: http://www.forbes.com/sites/dailymuse/2013/11/14/15-ways-to-impress-your-boss-on-day-1/

კომენტარები

comments