როგორ უნდა შეიქმნას ლოგო

თარიღი May 3, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა შეიქმნას ლოგო

ლოგო უმნიშვნელოვანესია კომპანიის კორპორატიული იმიჯის შექმნაში. ის არამარტო შთაბეჭდილებას ქმნის კომპანიაზე, არამედ განიხილება როგორც ღირებული ინვესტიცია, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ხედავენ პოტენციური მომხმარებლები ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მიიღებენ თქვენი სერვისით სარგებლობის გადაწყვეტილებას.

კლიენტის აღქმის გათვალისწინების ოთხი გზა ლოგოს შექმნისას

მოდით გავარკვიოთ, თქვენი ლოგოს დიზაინი აკმაყოფილებს თუ არა შემდეგ კითხვებს:

1. რა არის თქვენი საქმიანობის მიზანი?

2. რა პროდუქტებს და სერვისებს სთავაზობთ კლიენტებს?

3. ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიენცია?

4. ვინ არის თქვენი კონკურენტი დღეს და ვინ გახდება მომავალში?

5. რა განსხვავებაა თქვენ კომპანიასა და კონკურენტ კომპანიებს შორის?

6. მიჰყვებით თუ არა ლოგოს დიზაინის ტენდენციებს თუ ინოვაციაზე გააკეთებ აქცენტს?

7. რა ქვესათაური აღწერს შენს ბიზნესს?

8. რამდენს დახარჯავთ ლოგოს დიზაინში?

9. რამდენ დროს დაუთმობთ ლოგოს დიზაინის შექმნას?

10. რა ფონტებს და ფერებს გამოიყენებთ ლოგოს დიზაინში?

11. სად გამოიყენებთ ლოგოს დიზაინს?

12. რა გინდათ რომ ლოგომ თქვას თქვენი კომპანიის შესახებ?

13. რა სიმბოლო აღწერს თქვენს ბიზნესს (პროდუქტებს და სერვისებს) ყველაზე უკეთ?

14. როგორ ხედავთ თქვენს კომპანიას მომავალში?

15. აპირებთ თუ არა ლოგოს დიზაინის შეცვლას უახლოეს 2–3 წელში?

 

ახლა კი წარმოგიდგენთ 2009 წლის საუკეთესო ლოგოებს

წერტილები და ზოლები:

 

წრიული:

 

 

ორიგამი:

 

 

 

 

ინკუსტრირებული:

 

 

ტიპოგრაფიული:

 

 

 

 

10 რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ ლოგოს დიზაინის კეთებისას

რამდენიმე რჩევა დიზაინერებს სასურველი შედეგის მისაღწევად

1. ლოგოს დიზაინის შემუშავებისას კლიენტების მოთხოვნებები უნდა გაითვალისწინოთ

 


 

კარგი დიზაინის ლოგოს შექმნის ერთერთი საიდუმლო არის კლიენტების მოთხოვნილებების სრულყოფილად გაგება. უნდა იცოდეთ რა სურს კლიენტს. არსებობს შემთხვევები როდესაც კლიენტებს სურთ რომ იპოვონ რაიმე მსგავსება არსებულ და ცნობილ ლოგოს შორის. მათ შეიძლება მოითხოვონ ასევე სპეციალური ფონტი და ფერი. თქვენ კი უნდა მოიძიოთ ყველანაირი გამოსადეგი და საჭირო ინფორმაცია კლიენტთან შეხვედრებისას.

2. ლოგოს უნდა ჰქონდეს ძლიერი ვიზუალური მხარე

კლიენტები უნდა მოიხიბლონ ერთი შეხედვით. არ აქვს მნიშვნელობა სიმარტივეს, იგი უნდა ახდენდეს ვიზუალურ ეფექტს. ბევრს აქვს კარგი ვიზუალური მეხსიერება და თუ ლოგო არ არის ეფექტური, ის შეიძლება არ დაამახსოვრდეთ. შეხედეთ KFC–ს ლოგოს. კარიკატურა ვიზუალს საკმაოდ შთამბეჭდავს ხდის.

3. ლოგო უნდა იყოს უნიკალური

 

არავის უნდა ჰქონდეს სხვების მსგავსი ლოგო. ლოგოს მნიშვნელობა არის, რომ გაამყაროს კომპანიის ინდივიდუალურობა, უნიკალურობა. თქვენ ვერ დაეხმარებით კომპანიას, იდენტობის შექმნაში თუ მიბაძავთ სხვა კომპანიის ლოგოს. გარკვეული ვიზუალური დამთხვევა ლოგოებს შორის არ ნიშნავს ძლიერ მსგავსებას.

4. ლოგო გადმოსცემს შესაბამის გზავნილს _  „მესიჯს“

 


 

 

შეიძლება ლოგოზე არ იყოს გამოსახული კომპანია, პროდუქტი ან სერვისი, მაგრამ ის უნდა იყოს კომპანიის შესახებ ინფორმაციის მატარებელი. კომპიუტერული ბრენდი არ იყენებს ლოგოზე კომპიუტერს, საკვები პროდუქტების კომპანია არ აჩვენებს კერძს და ელექტრო–ტექნიკის კომპანია არ აჩვენებს მაცივარს ან ტელევიზორს. ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ კრეატივია. მაიკროსოფტის ლოგო შესაბამისობის კარგი მაგალითია.

5.  მინიმალური დიზაინი

 


 

ხშირად ყველაზე ცნობილი ლოგოები დეტალებით გადატვირთული არ არის, პირიქით ძალიან მარტივი ვიზუალი აქვთ. ასეთი ლოგოები ადვილად დასამახსოვრებელი და ადვილად გასახსენებელია, ასევე გამოსაყენებლადაც უფრო ადვილია.

6. დასამახსოვრებელი

 


 

არ აქვს მნიშვნელობა ლოგოს არაჩვეულებრივ დიზაინს ან თუ როგორ ემთხვევა კომპანიის მიზნებს, თუ ის მომხმარებელმა ვერ აღიქვა. მეორეჯერ ნახვისას ადამიანს უნდა შეეძლოს კომპანიის ამოცნობა ლოგოს მეშვეობით. კარგად დასამახსოვრებელი ლოგოს მაგალითია მაკდონალდსის ლოგო.

7.  უძლებს დროს

ხარისხიანი ლოგო უძლებს დროს. ის  ტენდენციების ცვლილების მიუხედავად უნდა ინარჩუნებდეს ეფექტურობას. შექმენით მარადიული ლოგო და ის ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს კომპანიაზე. კოკა კოლის ლოგო არ შეცვლილა 1885 წლის შემდეგ.

8. ადაპტაცია

როდესაც ვსაუბრობთ ადაპტაციაზე, ვგულისხმობთ, რომ ლოგო კარგად უნდა გამოიყურებოდეს მაშინაც კი როცა ფერს ან ფონს უცვლით.

9. მასშტაბი

ლოგო კარგად უნდა გამოიყურებოდეს სხვადასხვა ფორმატსა და ზომაში. გამოსახულება ერთნაირად დამაკმაყოფილებლად უნდა ჩანდეს, როგორც ბილბორდზე, ასევე ჟურნალის ყდაზე.  ასევე გამოყენებადი უნდა იყოს როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ ფორმატში. ეს ერთერთი მიზეზია რატომაც ლოგო უნდა გაკეთდეს Vector–ში.

10.  გამორჩეულობა

 

თქვენი ლოგო არ უნდა გავდეს სხვას და უნდა გამოირჩეოდეს ბაზარზე ორიგინალურობითა და უნიკალურობით. მოდით შევაჯამოთ. კარგი ლოგო უნდა იყოს მარტივი, უნიკალური,  უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი თვისებები, უნდა აწვდიდეს სწორ გზავნილს მიზნობრივ აუდიენციას და უძლებდეს დროს.

 

 

ასევე გაჩვენებთ მაგალითებს, თუ როგორი არ შეიძლება ლოგო იყოს.

ქვემოთ მოცემული ლოგოების დიზაინერებმა ვერ მიაწოდეს ხალხს სწორი მესიჯი. ზუსტად ამიტომ მომხმარებელი შეცდომით აღიქვამს მათ და უარყოფითი ასოციაცია უჩნდებათ.

 

არლინგტონის პედიატრიის ცენტრი


 

 

კათოლიკური ეკლესიის ახალგაზრთა კომისია


 

 

„კუდავარა“–ს ფარმაცეპტული აფთიაქი

 

 

ბავშთა ჯაზის ცეკვების სკოლა

 

Estudos Orientais” ინსტიტუტი

 

აზრი არის, ის რომ შენობის უკან მზის გამოსახულებაა დახატული, მაგრამ როგორც მიხვდით დიზაინერმა ვერ განახორციელა ჩანაფიქრი და ხალხის პირველი ასოციაცია ამ ლოგოზე ახლოსაც ვერ მივა ვერც შენობასთან და ვერც მზესთან.

 

სტომატოლოგიური კლინიკა

 

 

კომენტარები

comments