SEO–ს მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში

თარიღი May 8, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on SEO–ს მნიშვნელობა დღევანდელ მსოფლიოში

 

 

SEO მოიცავს ყველანაირ ტერმინს, რომელიც აერთიანებს ყველა მოქმედებას, რაც საჭიროა ვებ საიტის ინტერნეტში ეფექტურად წარმოჩენისთვის. ეს პროცესი შეიძლება ძალიან ადვილი გვეგონოს, მაგრამ  მაღალი კონკურენციის პირობებში ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს. ყველაზე ეფექტურმა მარკეტინგულმა გეგმამაც კი შეიძლება კრახი განიცადოს, თუ საიტის გაუმჯობესება ხდება საჭიროების გარეშე.

გასული საუკუნის ყველაზე დიდ რევოლუციად, როგორც იცით, ინტერნეტი არის აღიარებული. მან დააკავშირა და დააახლოვა სამყარო. ინტერნეტმა გახსნა ფიზიკური საზღვრები ქვეყნებს შორის და შესაძლებელი გახადა კომუნიკაცია და კავშირი ყველასთვის ერთი კონტინეტიდან მეორეზეც კი. ასევე დიდი საქმე გააკეთა ბიზნესის შესაძლებლობების განვითარებისთვის.  ყველა კომპანიამ შექმნა თავისი საიტი ინტერნეტში, ხოლო “Search Engine Optimization”   (SEO)–ს ექსპერტების საქმეა, მოახვედროს საიტები საძიებო სისტემის შესაბამის რეზულტატებში .

კომპანიებს შორის შექმნილი მაღალი  კონკურენციების გათვალისწინებით,  SEO ძალიან მოთხოვნადი და საჭირო გახდა ყველა ორგანიზაციისთვის. ინტერნეტში განხორციელებული ყველა ძიების დროს პოულობ ასობით და ათასობით კომპანიის ვებ საიტს. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციას, რომელსაც ახალი შექმნილი აქვს თავისი საიტი, SEO–ს, კარგი მარკეტინგის და PR ექსპერტების დახმარებით და შემუშავებული ონლაინ სტრატეგიის შედეგად შეუძლია აღმოჩნდეს საძიებო სისტემის ტოპ რეიტინგების თავში სულ რამდენიმე თვეში.

SEO უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციის საიტის საკვანძო სიტყვები, გამოსახულებები, ფოტო და   ვიდეო მასალა ადეკვატურად  და სწორად იქნას მოხვედრილი საძიებო სისტემაში. ასევე ამოწმებს საიტის ჩატვირთვის დროს და ასწორებს მის „URL”–ს, ვებ საიტზე შესვლისას რაიმე პრობლემა რომ არ შეიქმნას.

SEO-ს 5 სტრატეგია რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ წარმატებისთვის

ეფექტური SEO სტრატეგიები ონლაინ ბიზნესის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნორმალური დონის  SEO კომპანია, ხელს შეგიწყობთ, რომ თქვემა მიზნობრივმა სეგმენტმა გიპოვოთ. რაც უფრო მარტივად გპოულობს კლიენტი, მით უფრო მომგებიანია ბიზნესი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე უკვე ნაცად და ეფექტურ SEO სტრატეგიას, რომლებიც დაგეხმარებათ დაიწყოთ და განავითაროთ ონლაინ ბიზნესი.

 1.საკვანძო სიტყვები „KeyWords”.

ამოირჩიეთ პირველადი და მეორადი საკვანძო სიტყვები და გააუმჯობესეთ თქვენი ვებ გვერდი. აირჩიეთ ისეთი საკვანძო სიტყვები, რომლებსაც დიდი კონკურენცია არ აქვთ მაგრამ ძალიან მოთხოვნადია. Keyword-ების სწორად შერჩევა თქვენი ვებ საიტისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანია.

2. ვებ გვერდის ოპტიმიზაცია.

SEO–ს სტრატეგია უნდა შემუშავდეს ვებ საიტის სტრუქტურაში   Keyword-ების გამოყენებით. საკვანძო სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ სწორედ ის ეტაპი, საიდანაც იწყება მთლიანი გვერდის ოპტიმიზაცია. სტრატეგიების შემუშავებისას ნუ გადათვირთავთ, რადგან მთავარია შინაარსი გამოსადეგი იყოს თქვენი მკითხველებისთვის.

ადგილები სადაც შეიძლება საკვანძო სიტყვა მოვათავსოთ მაქსიმალური ეფექტისთვის

 3.ხარისხი

რაც უფრო ოპტიმიზებული შიგთავსი აქვს თქვენს ვებ–გვერდს მით უფრო ბევრ ხალხი გესტუმრებათ. ვიზიტორების ზრდა კი უზრუნველყოფს თქვენს მაღალ რეიტინგს საძიებო სისტემაში.

 4. გარე ვებ გვერდის  ოპტიმიზაცია.

გარე ოპტიმიზაცია გულისხმობს, იმას თუ რამდენჯერ ახსენებენ თქვენს ვებ–გვერდს ინტერნეტ სივრცეში.  რაც უფრო მეტი რეიტინგული ვებ გვერდებიდან  გადმოვლენ თქვენს გვერდზე, მით უფრო ხარისხიანი და ადვილად მოძებნადი გახდებით ინტერნეტ სივრცეში.

შეაგროვეთ ვიზიტორები შემდეგი წყაროებიდან:

5.სოციალური მედია.

სოციალური მედია უნდა შეეხებოდეს რამოდენიმე  SEO სტრატეგიის ერთობლიობას.  ბევრი ფიქრობს რომ სოციალური მედია ნიშნავს მხოლოდ ანგარიშის ქონას რაიმე პლატფორმაზე. სინამდვილეში, კი სოციალური მედიის მთელი აზრი დევს სხვებთან ურთიერთობაში.

თუ ხართ დამოუკიდებელი მოიჯარე ან გაქვთ რაიმე პატარა ბიზნესი, სადაც მარტო მოღვაწეობთ, გამორიცხულია ეფექტური იყოთ ყველა პლათფორმაზე. უკეთესია, რომ აირჩიოთ ერთი ან ორი პლატფორმა თქვენივე ვებ გვერდთან ერთად, და იმუშავოთ მათთან ურთიერთობის დამყარებაზე.

 

კომენტარები

comments