რჩევები დროის სწორად გადასანაწილებლად

თარიღი September 3, 2015
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on რჩევები დროის სწორად გადასანაწილებლად

კარიერის დასაწყისში და არამარტო დროის სწორად გადანაწილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაშინაც კი, თუ გულდასმით მუშაობთ, უამრავ დროს შეიძლება გართმევდეთ რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება ან 1–წუთიანი დეტალები. ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად, დროის მართვის უნარები გამომუშავებადია. მანამდე კი გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან პუნქტებს, რომელიც დროის სწორად გადანაწილებაში დაგეხმარებათ.

 1.    დრო ყოველთვის შეიძლება გამოინახოს, მთავარია პრიორიტეტები

არასდროს დაიწუწუნებთ დროის სიმცირეზე მისი სწორად გადანაწილების შემთხვევაში. თუ დავალების დათქმულ ვადაში დასრულებას ვერ ახერხებთ, ეს იმის ბრალი უნდა იყოს, რომ საკმარისად მნიშვნელოვან საკითხად არ მიიჩნიეთ სხვებთან შედარებით. გახსოვდეთ, დრო იმაზე სწრაფად გადის, ვიდრე გვგონია. ამას ემატება ისიც, რომ დღის განმავლობაში რეალურად შედეგიანად მხოლოდ 4-5 საათი ვმუშაობთ, ამიტომ შეარჩიეთ პროდუქტიული დრო ყველაზე პრიორიტეტული საქმეების მოსაგვარებლად. მათ გამოსავლენად კი შეგიძლიათ კოლეგებსაც ჰკითხოთ რჩევა. რაც შეეხება მნიშვნელოვან შეხვედრებს, დაგეგმეთ ისინი დღის პირველ ნახევარში, რათა მთელი დღის განმავლობაში ნერვიულობა და გონებაგაფანტულობა აირიდოთ თავიდან.

 2.    იმუშავეთ მოთხოვნილზე მეტად, საქმის არქონის შემთხვევაში კი მიეცით თავს დასვენების უფლება

ზოგჯერ შესაძლოა თამაშს გარეთ აღმოჩნდეთ, ზოგჯერ კი 12 საათის განმავლობაში დაიტვირთოთ, ამიტომ დაზოგეთ ენერგია ასეთი დღეებისთვის, დაისვენეთ ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ.

 3.    შეწყვიტეთ რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობა. ეს ძირს უთხრის კონცენტრაციის უნარს

არაერთმა მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ტვინი იტვირთება ერთი დავალებიდან მეორეზე გადახტომისას. ამიტომ ეცადეთ დაყოთ მოვალეობები პრიორიტეტების მიხედვით. დაიწყეთ დღე წვრილმანი დავალებებით, რათა გამოაფხიზლოთ გონება და მოამზადოთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. აწარმოეთ დღიური, სადაც მიუთითებთ იდეებს, დღის გეგმას და ა.შ. ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ გონებას დღის განმავლობაში მოსული ყველა იდეის დამახსოვრება შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს სად ჩაინიშნავთ მათ ბლოკნოტში, ფურცელზე თუ მობილურ ტელეფონში.

 4.    შეზღუდულ დროში კონცენტრაციის დონე იზრდება

ალბათ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთელი თვის განმავლობაში მუშაობთ საკითხზე, თუმცა საქმის უდიდეს ნაწილს ბოლო წუთებში ასრულებთ. გონება ექსტრემალურ პირობებში გაცილებით სწრაფად მუშაობს, ამიტომ შეზღუდეთ თითოეული დავალების შესრულების ვადები, ნუ გაწელავთ მას დაუსრულებლად.

 5.    ზეგანაკვეთური მუშაობა ყოველთვის ეფექტურობას არ გულისხმობს

სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დარჩენა საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ეცადეთ ნაკლები დრო დაკარგოთ დღის განმავლობაში და მოაგვაროთ პრობლემები სამუშაო საათებშივე. ზედმეტად რთული საკითხები დაყავით ცალკეულ დავალებებად. მაგ. მწვრთნელები ხშირად აკეთებენ აქცენტს არა ჩემპიონატის მოგებაზე, არამედ თითოეულ გადაცემაზე, მოძრაობაზე და გოლზე. რეალური შედეგის მისაღებად მოიცილეთ სხვისთვის დახმარების თხოვნის შიშიც. გაუზიარეთ მათ დავალებები, თუ შეუძლიათ საქმის 80%–ის შესრულება.

6.    დაივიწყეთ გუშინდელი დღე. იფიქრეთ მხოლოდ მომავალზე

ნუ მისცემთ წარსულს თქვენი განწყობის გაფუჭების საშუალებას. ამის ნაცვლად აქცენტი მომავალზე გააკეთეთ.

წყარო 

კომენტარები

comments