საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართება

თარიღი August 19, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართება

22 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, იუსტიციის სახლთან მდებარე ახალ გზატკეცილზე, საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში. NCIB ჩემპიონატის სპონსორია და როგორც წამყვანი კომპანია ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ღონისძიებას საინფორმაციო მარდაჭერითაც უზრუნველყოფს.

შეჯიბრის მე-2 ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მძღოლები. მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებან სხვადასხვა ფიგურების სწრაფად გადალახვაში. კონკურსი დაახლოებით 16:00-დან 22:00-მდე გაგრძელდება.

კონურსის მომდევნო ეტაპების შედეგების შესაბამისად, საუკეთესო ქულების მქონე მონაწილე გახდება საქართველოს ჩემპიონი. პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება 200 ლიტრი საწვავით, მეორე ადგილის მფლობელი 150, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 100 ლიტრი საწვავით. გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვა პრიზებიც.

ჩქაროსნული მანევრირება ავტოსპორტის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო სახეობაა და პირველი ნაბიჯია დიდ ავტოსპორტში მოხვედრის მსურველებისათვის.

კონკურსის სპონსორები არიან: კომპანია “NCIB”, ლუკოილი, თიბისი ბანკის ავტოგანვადება, საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ”ტექნოლუქსი”, კლუბი ”სექტორი 26”, ტურისტული სააგენტო ”დრიმ ტური”, ისი პარი, ლუდის მაღაზია ”კრომბახერი”, სარეკლამო სააგენტო ”მაქს პრომი.”

ღონისძიების შემდგომ, საქართველოს ავტოსპორტის ფედერაცია ორგანიზატორებს, გამორჩეულ მონაწილეებსა და პრესის წარმომადგენლებს ეპატიჟება ქ. ბათუმში, ძველ ბულვარში, კლუბ ”სექტორ 26–ში”, ავტოღონისძიებისადმი მიძღვნილ საღამოზე.
პროექტი განხორციელდება ყოველგვარი წესის დაცვით, FIA-ს (მსოფლიო საავტომობილო ფედერაცია) სტანდარტების გათვალისწინებით.

კომენტარები

comments