საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართა

თარიღი August 24, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართა

საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციამ ზაფხულის განმავლობაში უკვე მეორედ გაგვანებივრა ავტო შეჯიბრით. ამჯერად ჩემპიონატმა სტარტი 22 აგვისტოს ბათუმში, იუსტიციის ახალი შენობიდან აიღო.

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში NCIB-ის სპონსორობით გაიმართა. NCIB-მ, როგორც წამყვანმა კომპანიამ ბიზნეს ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ღონისძიება საინფორმაციო მარდაჭერითაც უზრუნველყო.

შეჯიბრის მე-2 ეტაპში ასპარეზობდნენ როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მძღოლები. მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა ფიგურების სწრაფად გადალახვაში ეჯიბრებოდნენ. კონკურსი იმითაც გამოირჩეოდა, რომ მასში მონაწილეობდნენ არამარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც.

პირველი ადგილის მფლობელი ოთარ თავართქილაძე დასაჩუქრდა 200 ლიტრი საწვავით, მეორე ადგილის მფლობელი მევლუდ მელაძე – 150, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გიორგი აფციაური – 100 ლიტრი საწვავით. გამარჯვებულებს სპონსორი კომპანიებისგან სხვა პრიზებიც გადაეცათ.

საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციამ გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებითაც დააჯილდოვა.

კონურსის მომდევნო ეტაპების შედეგების შესაბამისად, საუკეთესო ქულების მქონე მონაწილე გახდება საქართველოს ჩემპიონი.

ღონისძიების დასკვნით საღამოს კლუბი „სექტორი 26“ მასპინძლობდა. საღამოზე მოწვეული იყვნენ შეჯიბრის მონაწილეები, სპონსორები და პრესის წარმომადგენლები.

ჩქაროსნული მანევრირება ავტოსპორტის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო სახეობაა და პირველი ნაბიჯია დიდ ავტოსპორტში მოხვედრის მსურველებისათვის.

კონკურსის სპონსორები: კომპანია “NCIB”, ლუკოილი, თიბისი ბანკის ავტოგანვადება, საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ”ტექნოლუქსი”, კლუბი ”სექტორი 26”, ტურისტული სააგენტო ”დრიმ ტური”, ისი პარი, ლუდის მაღაზია ”კრომბახერი”, სარეკლამო სააგენტო ”მაქს პრომი.”

პროექტი განხორციელდა ყოველგვარი წესის დაცვით, FIA-ს (მსოფლიო საავტომობილო ფედერაცია) სტანდარტების გათვალისწინებით.

კომენტარები

comments