სოციალური მედიით შემოსავლის გაზრდის 5 გზა

თარიღი May 23, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on სოციალური მედიით შემოსავლის გაზრდის 5 გზა


იყენებთ თუ არა სოციალურ მედიას არსებული კლიენტების დასაკმაყოფილებლად?

 

გსურთ გაარკვიოთ თუ როგორ მიიღოთ მოგება კლიენტებისგან სოციალური არხის საშუალებით?

ამ სტატიაში გაეცნობით 5 გზას, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ შემოსავალი არსებული კლიენტებისგან სოციალური მედიის საშუალებით.

რატომ ხდება ფოკუსირება არსებულ მომხმარებლებზე?

 

ბევრი კომპანიისთვის კავშირი კლიენტებთან სოციალური მედიის საშუალებით ყოველდღიური რუტინაა. ეს კომპანიები ცდილობენ გაიგონ ხალხის აზრი ბრენდზე, კონკურენტებსა და დარგზე, აძლევენ არსებულ და მომავალ კლიენტებს  საშუალებას ჩაერთონ დიალოგში.

არსებობს ორი ტიპის სტრატეგია, რომლებიც მოქმედებენ არსებულ კლიენტებზე სოციალურ მედია არხებში. ამის შესანიშნავი მაგალითებია  Comcast და Boingo, რომლებმაც წარმატებით დაამყარეს კავშირი სოციალურ მედიასა და კლიენტებს შორის.

Comcast უზრუნველყოფს კლიენტების სერვისს Twitter–ზე.

 

მეორე სტრატეგია ეხება კლიენტის სოციალურ ქსელებში გამოცდილების,   ღირებულების გაზრდის მცდელობას. ამ სტრატეგიის შესრულების ნათელი მაგალითი არის InfusionSoft და Radian6.

კლიენტები ძალიან ღირებულები არიან კომპანიისთვის. ყველას გაგონილი გვაქვს, რომ არსებული კლიენტების შენარჩუნება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ახლების მოზიდვა. ამიტომაც დღეს–დღეობით ძალიან ბევრი კომპანია  ანვითარებს კლიენტების მოზიდვის  სტრატეგიებს სოციალური არხების საშუალებით.

სოციალური მედია წარმოადგენს კომპანიებისთვის იაფფასიან გზას კლიენტებთან ორმხრივი დიალოგის და საფუძვლიანი ურთიერთობის  განსავითარებლად. ურთიერთობა სხვა მარკეტინგული არხებით  ძნელი მისაღწევია. ყველაზე გამოცდილი საშუალებაა სოციალური მედიის გამოყენება არსებული კლიენტებისგან მიღებული გაზრდილი შემოსავლის      სტრატეგიულად სამართავად.

Radian6 რესურსების გაზიარებით კლიენტებს ახალისებს

 

არსებობს 5 გზა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი სტრატეგიები, კლიენტებზე ორიენტირებით შემოსავლის გასაზრდელად.

 

1. მიეცით სტიმული კლიენტებს, რომ უფრო ხშირად გააკეთონ შენაძენი

 

თუ ხართ სერვისზე ან პროდუქტზე ორიენტირებული კომპანია, თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაზარდოთ გაყიდვები  კლიენტების  წაქეზებით, თქვენი პროდუქტის უფრო ხშირი შეძენის მიზნით.

სერვის ინდუსტრიისთვის  სტიმულირება შეიძლება მოხდეს სერვისის რეკლამით, განახლებით ან პრემიული შეთავაზებით.  როგორ უნდა მოახერხოთ ეს ყველაფერი სოციალური მედიის დახმარებით:

თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ გარიგებები და ექსკლუზიური შეთავაზებები კლიენტებს სოციალურ მედიაში, მომხმარებლის გაყიდვის სიხშირეზე დაყრდნობით.

მაგალითად, თუ ხართ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, შეგიძლიათ შესთავაზოთ ექსკლუზიური ფასდაკლება მომხმარებლის პროგრამული ლიცენზიის რაოდენობაზე და გამოყენებაზე დაყრდნობით. თუ პროდუქტის მწარმოებელი კომპანია ხართ, შეგიძლიათ გაუკეთოთ 50% ფასდაკლების  კუპონი ყოველ მეხუთე შენაძენზე თქვენი სოციალური მედიის კლიენტებს.

 

2.მიეცით კლიენტებს მეტი ფულის დახარჯვის მიზეზი

 

მეორე გზა არის, რომ გადაახდევინოთ კლიენტებს მეტი თითოეულ შენაძენზე. მაგალითად თუ  საშუალო ტრანზაქცია არის 35$, მიზანი იქნება გადაახდევინოთ კლიენტებს 50$. ეს შეიძლება გაკეთდეს ექსკლუზიური შეთავაზებებით სოციალური მედიის ფანებისთვის და კლიენტებისთვის.

ალბათ ბევრჯერ გინახავთ, ამის მისაღწევად გაკეთებული  კუპონის კამპანიები. კუპონების, რომლებიც 25% აჭრის 100$–იან შენაძენს, მიზანია  რაოდენობის გაზარდა თითოეულ შენაძენზე. ეს ტაქტიკა კარგად მუშაობს პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებზე.

სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შეუძლიათ შეადგინონ შეთავაზებების პაკეტები თავიანთი სერვისებისთვის. ამ შემთხვევისთვის სოციალური არხი შეთავაზებების მიმართ კლიენტის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით გამოიყენება .

 

3. E-mail მარკეტინგული შეთავაზებების შედგენა

 

დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური არხების შემადგენლობის ბალანსის შენარჩუნება. მთავარი წესი არის, რომ შემადგენლობის 20%–ზე ნაკლები უნდა იყოს ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ არხებში ყველანაირი ინფორმაციის სწორი განაწილება.

ყველაზე არასასურველი რამაა, შეთავაზებებით დატვირთული სოციალური არხი, რომელზეც არ აქტიურობენ და არ არიან ჩართულები კლიენტები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიგო, თუ რატომ დაინტერესდება კლიენტი თქვენი შეთავაზებით და იყიდის თქვენ პროდუქტს და რა პროცესი აიძულებს მათ მიიღონ რაიმეს შეძენის გადაწყვეტილება. ამით თქვენ  შეგეძლებათ დააკავშიროთ სოციალური არხი კომპანიის გაყიდვებს.

 

4. გააგებინეთ კლიენტებს თქვენი სხვა პროდუქტების და სერვისების შესახებ

 

გაყიდვების გაზრდის კიდევ ერთი ძალიან საჭირო ელემენტი არის კლიენტების ინფორმირებულობა თქვენი ყველანაირი პროდუქტის და სერვისის შესახებ. ამის გაკეთება შეიძლება პროდუქტის და სერვისის კვირის პროფილის გამოქვეყნებით, რაც მოგცემთ საშუალებას დაინახოთ ყველაზე მოთხოვნადი სერვისები და აუხსნათ მომხმარებლებს თუ რა სახისაა და რატომ სჭირდებათ კლიენტებს ეს სერვისი.

ნუ იქნებით მოსაწყენი, შეეცადეთ გაალამაზოთ სტატია  ფოტოებით ვიდეოებით და ა.შ

 

5.შექმენით შეთავსებადი ღირებულებები

 

 

ძალიან ძნელია აქტიურად შეინარჩუნო აუდიენცია  დღის ბოლოს, თუ გამუდმებით აკეთებთ სტიმულირებას თქვენს სოციალურ ქსელში. ძალიან მნიშვნელოვანია მონახო გზები კლიენტების  და თვენი ფასეულობების დაკმაყოფილების დასაბალანსებლად.

თუ მომხმარებლები იგრძნობენ თავს კმაყოფილად და დაინახავენ თავიანთ ფასეულობებს თქვენს სოციალურ არხში, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და იაქტიურებენ.

InfusionSoft, ბიზნეს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტის პატარა სისტემაა, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა კლიენტებისთვის ფასეულობების  უზრუნველყოფაში. მათ აღმოაჩინეს, რომ მათ კომპანიის შიგნით აქვთ გაყიდვები და მარკეტინგული ექსპერტიზა. პატარა ბიზნესებს კი, რომლებსაც ისინი ემსახურებიან, ეს არ გააჩნიათ.

 

ამ მახასიათებლების აღმოჩენის შემდეგ, მათ პროგრამულ შეთავაზებებს დაემატა კლიენტებისთვის ბიზნეს მრჩეველის ფუნქციაც. ისინი  უზრუნველყოფენ კლიენტებს რესურსებით და ტონობით ინფორმაციით, რომლებიც მათ გამოადგებათ წარმატებისთვის.

რაც უფრო ძლიერი იქნება      InfusionSoft–ის კლიენტი, მით უფრო ვითარდება და ძლიერდება თვითონ.

კლიენტებთან ურთიერთობის დროს, საჭიროა ყოველთვის win-win situation სტრატეგიის შემუშავება. თუ თქვენ მუშაობთ მხოლოდ თქვენი მოთხოვნილებების და ფასეულობების დაკმაყოფილებისთვის, მომხმარებლები თქვენს პოზიციას მალევე შეამჩნევენ. შემოსავლის ზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად საჭიროა კლიენტების მოტივაციაზეც იზრუნო.

 

კომენტარები

comments