როგორ უნდა აუმაღლო მოტივაცია თანამშრომლებს

თარიღი May 30, 2012
კატეგორია: საინტერესო სტატიები | Comments Off on როგორ უნდა აუმაღლო მოტივაცია თანამშრომლებს


მოტივაცია აუცილებელი დეტალია ადამიანის ცხოვრებაში. ყველას გვქონია პერიოდი, როდესაც ამოგვეწურა იმედი, ინტერესი და ნებისყოფა, ვმუშაობდით არაეფექტურად და არ ვიყენებდით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ასეთ დროს მოტივაციას შეუძლია შემოატრიალოს თქვენი და თქვენი გუნდის განწყობა 180 გრადუსით.

დღეს, ძალიან ბევრ კომპანიას სურს გაიგოს,  თუ როგორ აუმაღლოს მოტივაცია თანამშრომლებს მათი პროდუქტიულობის და ინტერესის გამოსასწორებლად. მოტივაცია ორმხრივია და ეხმარება როგორც დაქირავებულებს, ასევე მთელ კომპანიას.

გაგაცნობთ მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართულ რამდენიმე გზას:

1. მაქსიმალური გამოყენება

თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების პირველი ეტაპი არის მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. ხშირად პერსონალი შემართებით არ მუშაობს, რადგან მათი პოტენციალი ვერ ფასდება სათანადოდ. ეს დაბრკოლება იწვევს მუშაობის ხარისხის დეფიციტს.  ისინი უკეთ იმუშავებენ თუ ეცოდინებათ, რომ წვლილი შეაქვთ კომპანიის განვითარებაში.

2. აქტიური მონაწილეობა

კომპანიის ან დეპარტამენტის ყველა პროცესსა და ოპერაციაში თანამშრომლების ჩართვა ერთერთი უმტავრესი მოტივატორია. ადამიანები უკეთ მუშაობენ,  როდესაც იციან რომ მენეჯერებიც მათ გვერდით დგანან და მათი აზრიც ისევე ფასობს, როგორც დეპარტამენტის უფროსის.  როდესაც თანამშრომელი ხედავს, რომ უფროსი თავაუწევლად მუშაობს, მათაც უჩნდებათ მიბაძვის სურვილი.


3
. კომუნიკაბელურობა

გამართული კომუნიკაცია და ჯანსაღი ურთიერთობები მოტივაციის ამაღლების კიდევ ერთი სასარგებლო ხერხია.  აუცილებლად დაამყარეთ კავშირი დაქირავებულ პირებთან, მოაწყვეთ შეხვედრები, ერთად გადაწყვიტეთ კომუნიკაციაში არსებული პრობლემები და ბარიერები. როდესაც დაამყარებთ უწყვეტ და ძლიერ კავშირს, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდებით თუ რა და როგორი ცვლილებებია საჭირო.

4. სამოტივაციო თამაშები

თანამშრომლების ეფექტურობის გაზრდის ყველაზე სწრაფი და იოლი გზაა სამოტივაციო თამაშები.  სამოტივაციო თამაშებს სტრესიდან გამოყავთ ადამიანები, ხელს უწყობს მათ დაახლოვებას,  უმაღლებს კონკურენტუნარიანობას და ეჩვევიან გუნდურ მუშაობას. კოლეგებს უჩნდებათ მუშაობის ნებისყოფა, მათთვის სამუშაო ბევრად უფრო ფასეული ხდება. სამოტივაციო თამაშების ორგანიზება რეკომენდირებულია თვეში ერთხელ.

5. დაფასება &  ჯილდოები

პერიოდულად ადამიანებს დაუფასებლობის გამო უქრებათ მუშაობის ნებისყოფა და განწყობა. აუცილებელია დამქირავებელმა დააფასოს თანამშრომლების შრომა, თუ ჯილდო ან ბონუსი არ ეკუთვნით, უბრალოდ შექება და წახალისებაც საკმარისია. მსგავსი დაფასება ადამიანს მატებს თვითდაჯერებულობას და უკეთესად მუშაობის ხალისს. ასევე ფულადი პრემიები და ჯილდოებიც ერთ–ერთი მამოტივირებელი ფაქტორია. როდესაც თანამშრომელმა იცის, რომ კარგად მუშაობა დაუფასდება, ის თავის თავზე უფრო მეტს აიღებს.

6. ექსკურსიები

თანამშრომელს მეტი დრო ღვიძავს ოფისში ვიდრე სახლში. დამაკმაყოფილებლად მუშაობის მიუხედავად, დროთა განმალობაში მათ ერთიდაიგივე ადგილი და გარემო ბეზრდებათ. მოაწყვეთ 1–2 დღიანი ექსკურსიები კოლეგებთან ერთად, დაასვენეთ ისინი ერთფეროვნებისგან და მძიმე სამუშაოსგან. ეს ხელს შეუწყობს მენეჯმენტისა და დაქვემდებარებული პირების ინტეგრაციას, კოლეგები იგრძნობენ, რომ მათზე ზრუნავენ და გაცილებით ეფექტურად და ნაყოფიერად იმუშავებენ.

 

 

 

კომენტარები

comments