ფოტოკონკურსი “ჩემი სამუშაო ადგილი”

თარიღი June 29, 2011
კატეგორია: კომპანიის სიახლეები | Comments Off on ფოტოკონკურსი “ჩემი სამუშაო ადგილი”

NCIB ახალ კონკურსს იწყებს!

თითოეული ჩვენგანი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს. ყოველდღიურად გვიწევს ჩვენს სამუშაო მაგიდასთან შეხვედრა და, როგორც წესი, ყველაზე კრეატიული იდეებიც სწორედ აქ იბადება :)

ზოგჯერ მაგიდა არეულია, თავზე ფურცლები გვაყრია და ყავის ჭიქების რიგი დგას…

ან იქნებ ისეთი მოწესრიგებულები ვართ, რომ უადგილოდ კალამსაც არ დავდებთ მაგიდაზე და მხოლოდ მონიტორი იქცევს ჩვენს ყურადღებას?

როგორ გამოიყურება თქვენი სამუშაო მაგიდა ყოველდღიური მუშაობის პროცესში? გადაუღეთ თქვენს სამუშაო ადგილს ფოტო და 29 აპრილამდე გადმოაგზავნეთ attachment-ის სახით e-mail–ზე: contest@ncib.ge

e-mail-ში მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია:

(ამ ინფორმაციის გარეშე ფოტო არ მიიღება!)

კონკურსის ადმინისტრატორი გადაარჩევს ფოტოებს და ატვირთავს მათ ალბომების სახით NCIB-ის ფეისბუქის გვერდზე. საუკეთესო ფოტოები აიტვირთება NCIB-ის ბლოგზე. კონკურსი ავტომატურად დატრიალდება NCIB-ის სოციალური მედიის ბორბალის სხვა გვერდებზეც (twitter, scribd, flickr…)

კონკურსის შედეგად გამოვლინდება და დაჯილდოვდება ორი გამარჯვებული:

წესები და პირობები:

NCIB იტოვებს მომხმარებლების  საკონკურსო ნაშრომების მთლიან ან ნაწილობრივი გამოიყენების უფლებას.

კომენტარები

comments